თბილისისთვის საბაგირო გზების განვითარება გამოწვევად რჩება

თბილისისთვის საბაგირო გზების განვითარება გამოწვევად რჩება

access_time2021-10-23 19:00:43

ბოლო სამი წელის თბილისის მერიამ გააქტიურა მუშაობა დედაქალაქის საბაგირო გზების მიმართულებით, თუმცა თბილისისთვის საბაგირო გზების განვითარება ჯერ კიდევ გამოწვევად რჩება.  2019 წელს დედაქალაქის მერმა კ. კალაძემ დაანონსა - თბილისში სამი მიმართულებით სამგორი-ვაზისუბანი, ახმეტელი-თემქა და სამება-მახათის მთა საბაგირო ხაზების პროექტების განხორციელება. იმ დათქმით, რომ პროექტების განხორციელების პრიორიტეტულობას ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევის შედეგის შემდეგ გადაწყვეტდნენ; 2019 წელსვე  „თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ“ გამოაცხადა ტენდერი სამივე მიმართულების საბაგირო დერეფნების ღერძების ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთების მომსახურების შესყიდვაზე; 2020 წელს მერიამ განახორციელა სამგორი - ვაზისუბნის დამაკავშირებელი საბაგირო გზის მშენებლობისა და ექსპლუატაციის პროექტი გარემოსდაცვითი სკრინინგის ანგარიში; დღეს ჯერ კიოდევ გაურკვეველია სამგორი-ვაზისუბნის, ახმეტელი-თემქის და სამება-მახათის მთის საბაგირო გზების პროექტების განხორციელების მდგომარეობა, ანუ დაპირება დაპირებად დარჩა;

კითხვაზე, რას მისცემს თბილისს საბაგირო გზები და როგორ უნდა ნაწილდებოდეს  მათი პრიორიტეტები, "კომერსანტს" "სატრანსპორტო დერეფნის კვლევის ცენტრში" უპასუხეს. ცენტრის პრეზიდენტი, პაატა ცაგარეიშვილი ამბობს, რომ თბილისში საბაგირო გზა, ეკოლოგიური თვალსაზრისით, წარმოადგენს ერთ-ერთ ყველაზე სუფთა სატრანსპორტო საშუალებას, საცობების შექმნაზე გააჩნია ნულოვანი ზემოქმედება, მისი მთავარი უპირატესობაა გადაადგილების დაუბრკოლებელი შესაძლებლობაა. ცაგარეიშვილის რეკომენდაციაა, ჩატარდეს საბაგირო ინფრასტრუქტურის განვითარების შესაძლებლობის ტექნიკურ ეკონომიკური დასაბუთება და მხოლოდ ამის შემდეგ მოხდეს საუკეთესო ვარიანტ(ებ)ის პროექტირება-მშენებლობა.

"თბილისში ორი ტიპის საბაგირო გზის სისტემის განვითარებაა შესაძლებელი: 1. ტურისტული და 2. საქალაქო სატრანზიტო სისტემაში ჩართული საბაგირო; რიყე-ნარიყალა ტურისტულს მიეკუთვნება; თბილისის აგლომერაციაში არსებობს, ფერდობებზე განლაგებული მჭიდრო დასახლებები, ასეთი დასახლებისათვის, საბაგირო გზა წარმოადგენს ტრანსპორტის იმ სახეობას, რომელიც ეფექტიანია მეტროს ქსელთან დასაკავშირებლად. ჩვენი რეკომენდაციაა,  ჩატარდეს საბაგირო ინფრასტრუქტურის განვითარების შესაძლებლობის ტექნიკურ ეკონომიკური დასაბუთება, ამის შემდეგ განხორციელდეს კვლევის შედეგებით გამოვლენილი საუკეთესო ვარიანტ(ებ)ის პროექტირება-მშენებლობა," - ეუბნება "კომერსანტს" ტრანსპორტისა და ლოგისტიკის  ექსპერტი.



ცნობისთვის, თბილისის მერიის ინფორმაციით, დაანონსებული საბაგირო გზების პროექტების განხორციელება პანდემიამ შეაფერხა.  რუსთაველი-მთაწმინდის დამაკავშირებელი საბაგირო გზის რეაბილიტაციის პროექტი წელს სექტემბერში ოფიციალურად დაიწყო. მისი განხორციელებისტვის 50 მილიონი დაიხარჯება. გეგმით,  საბაგიროს მოწყობა 2022 წლის ბოლოსთვის უნდა დასრულდეს. მერიის განმარტებით, სწორედ მომავალი წლის ბოლოდან დაახლოებით, 1200 მგზავრს ექნება საშუალება იმგზავროს ეღტ საათში ამ საბაგიროთი და სულ რაღაც 4 წუთში ავიდეს რუსთაველიდან მთაწმინდაზე. ხაზზე 21 გონდოლა იმოძრავებს. საბაგირო მარშრუტის სიგრძე  845,55 მეტრია.


ავტორი: ბელა გელაშვილი




ლარის კურსი დოლართან და ევროსთან გამყარდა, რუბლთან გაუფასურდა

ლარის კურსი დოლართან და ევროსთან გამყარდა, რუბლთან გაუფასურდა
access_time2021-12-03 18:00:48
3 დეკემბრის ვაჭრობის შედეგად ლარი აშშ დოლართან მიმართებაში 0.73 თეთრით 3.1210-მდე გამყარდა. Bloomberg-ის პლატფორმაზე დღის ბოლოს კურსმა 3.1093 შეადგინა. საერთაშორისო ვალუტებიდან ლარი ევროსთან 1.39 თეთრით 3.5302-მდე, ბრიტანულ ფუნტთან 2.16 თეთრით 4.1447-მდე, ხოლო აზერბაიჯანულ მანათთან 0.46 თეთრით 1.8375-მდე, ლარი თურქულ ლირასთან 0.40 თეთრით 0.2291-მდე, 1000 სომხურ დრამთან 5.39 თეთრით 6.3327-მდე გამყარდა. 100 რუსულ...

მოქალაქეებს სახელმწიფო და კერძო დაზღვევით ერთდროულად სარგებლობის უფლება მიეცეთ – სადაზღვევო კომპანიების შეთავაზება

მოქალაქეებს სახელმწიფო და კერძო დაზღვევით ერთდროულად სარგებლობის უფლება მიეცეთ – სადაზღვევო კომპანიების შეთავაზება
access_time2021-12-03 15:32:51
სადაზღვევო კომპანიები მოსახლეობისთვის მედიკამენტების ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით ინიციატივით გამოდიან. ისინი მთავრობას სთავაზობენ, მედიკამენტების ფასების რეგულირების ნაცვლად, სხვა სახის გადაწყვეტილებები იქნას მიღებული. მათი ნაწილის ინიციატივა შემდეგია: როგორც ცნობილია, 2017 წლიდან „საყოველთაო ჯანდაცვის“ პროგრამაში ცვლილებები შევიდა და დიფერენცირებული პაკეტები მოქმედებს. კერძოდ, ყოველთვიურად 1000 ლარზე ნაკლები შემოსავლის მქონე მოქალაქეები,...

დღის TOP10 საინტერესო ამბავი

დღის TOP10 საინტერესო ამბავი
access_time2021-12-03 21:00:10
დღის TOP10 საინტერესო ამბავი:     1. თემურ ჭიჭინაძე ენერგოკომპანიებთან დადებული ხელშეკრულებების გადახედვას ითხოვს ენერგომომარაგების ხელშეკრულებების უმეტესობა გაუმჭვირვალობის გამო უამრავ კითხვას აჩენს. ეს მხოლოდ ტარიფებს არ ეხება,  ენერგეტიკოსი თემურ ჭიჭინაძე აცხადებს, რომ თავიდან ბოლომდე  ეჭვს იწვევს როგორც ჰესების...

საქართველოში, მხოლოდ გრატოს სათბურებში მოყვანილი, შობის ვარსკვლავი

საქართველოში, მხოლოდ გრატოს სათბურებში მოყვანილი, შობის ვარსკვლავი
access_time2021-12-03 14:55:22
გრატო, ერთადერთი სათბურია საქართველოში, რომელსაც 10 წელია შობის ვარსკვლავი ადგილზე მოჰყავს. პოინსეტია ტროპიკული მცენარეა, ამიტომ მას ესაჭიროება კონკრეტული პირობების შექმნა, რაც გრატოს სათბურებში მაქსიმალურად არის მიღწეული. გრატოს სათბურებში, მცენარეებს, ჩითილის ფაზიდანვე უტარდება მუდმივი, ყოველკვირეული კონტროლი მავნებელ-დაავადებებზე. ვინაიდან, მათი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ამოცანაა, მომხმარებელს მიაწოდონ ჯანმრთელი და ხარისხიანი მცენარე. ასევე, პოინსეტიას...

სამომხმარებლო კალათაში შემავალი 305 დასახელების პროდუქტიდან 270 გაძვირდა

სამომხმარებლო კალათაში შემავალი 305 დასახელების პროდუქტიდან 270 გაძვირდა
access_time2021-12-03 14:30:17
ნოემბერში საქართველოში ინფლაციის წლიურმა განაკვეთმა 12.5% შეადგინა, თუმცა ცალკეულ პროდუქციაზე ფასები ბევრად უფრო მეტად გაიზარდა. სამომხმარებლო კალათაში შესული 305 დასახელების პროდუქტიდან და მომსახურებიდან 270 შემთხვევაში ფასები გაიზარდა, 10 დასახელების პროდუქტზე უცვლელად შენარჩუნდა 25 შემთხვევაში კი შემცირდა.   ბოლო ერთ წელიწადში თევზის კონსერვი და მოხარშული ძეხვი 13-13 პროცენტით გაძვირდა, შოკოლადი, ნიგოზი, ბანანი და კარაქი 14-14 პროცენტით, შებოლილი ხორცი 16%-ით, სულგუნი...


მსგავსი სიახლეები

up