თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე გამწვანების მასშტაბური აქცია გაიმართა

თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე გამწვანების მასშტაბური აქცია გაიმართა

access_time2019-05-07 17:49:46

თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე თბილისის მერიის, საპატრიარქოს ფონდის - ,,გაამწვანე საქართველო’’ და თბილისის საკრებულოს ერთობლივი გამწვანების აქცია გაიმართა. ღონისძიებაში დედაქალაქის მერი კახა კალაძე მერის მოადგილე მაია ბითაძესთან ერთად ჩაერთო და ხეების დარგვაში მიიღო მონაწილეობა.



მერიის ინფორმაციით, ტერიტორიის გასამწვანებლად საპატრიარქოს ფონდმა - „გაამწვანე საქართველო“ და საკრებულოს მაჟორიტარმა დეპუტატმა რევაზ სოხაძემ მუნიციპალიტეტს ჯამში დაახლოებით 2000 ძირი ფიჭვი გადასცეს, რომლის მოვლა-პატრონობას, დარგვის შემდეგ, თბილისის მერიის შპს „ეკოსერვის ჯგუფი“ უზრუნველყოფს.




„მიხარია, რომ გვაქვს შესაძლებლობა, გავამწვანოთ ჩვენი ქალაქი. ახლა ვარკეთილში ვიმყოფებით, გამწვანების ღონისძიებაზე, რომელშიც მონაწილეობას იღებენ დიპლომატიური კორპუსის, საპატრიარქოს წარმომადგენლები, სტუდენტები, ჩვენი ჯარისკაცები. ყველა მათგანს დიდ მადლობას ვუხდი. ზოგადად, ქალაქის გამწვანება და ეკოლოგიური მდგომარეობის გამოსწორება თითოეული ჩვენგანისთვის, თითოეული თბილისელისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ამ ნარგავებს სჭირდება მოვლა-პატრონობა, რაზეც „ეკოსერვის ჯგუფი“ - ჩვენი ერთ-ერთი სამსახური იღებს პასუხისმგებლობას“, - განაცხადა კახა კალაძემ.



გამწვანების აქციაში ასევე მონაწილეობდნენ თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის უფროსი გიგა გიგაშვილი, საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე და საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეები, საკრებულოს დეპუტატები, სამგორის რაიონის გამგებელი კახა გულედანი, სასულიერო პირები, რამდენიმე ქვეყნის ელჩი და დიპლომატიური კორპუსის წევრები, შეიარაღებული ძალებისა და სტუდენტური თვითმმართველობების წარმომადგენლები, ასევე, ოლიმპიური ჩემპიონი ლაშა ტალახაძე.





თეგები:
გამწვანება



ლარი ყველა ძირითად საერთაშორისო ვალუტასთან გაუფასურდა

ლარი ყველა ძირითად საერთაშორისო ვალუტასთან გაუფასურდა
access_time2021-07-28 18:00:31
28 ივლისის ვაჭრობის შედეგად ლარი აშშ დოლართან მიმართებაში 1.60 თეთრით 3.1052-მდე გაუფასურდა. Bloomberg-ის პლატფორმაზე კი დღის ბოლოს კურსმა 3.0963 შეადგინა. დოლარის მსგავსად ლარი ყველა სხვა ძირითად საერთაშორისო და რეგიონულ ვალუტასთან გაუფასურდა. კერძოდ: ევროსთან 2.54 თეთრით 3.6663-მდე, ბრიტანულ ფუნტთან 5.03 თეთრით 4.3091-მდე, თურქულ ლირასთან 0.25 თეთრით 0.3629-მდე, აზერბაიჯანულ მანათთან 0.80 თეთრით 1.8239-მდე, 100 რუსულ რუბლთან 3.40 თეთრით 4.2235-მდე, 1000 სომხურ დრამთან...

დღის TOP 10 მნიშვნელოვანი ამბავი

დღის TOP 10 მნიშვნელოვანი ამბავი
access_time2021-07-28 21:00:46
დღის TOP 10 მნიშვნელოვანი ამბავი:   1. „ქართულმა ოცნებამ“ შარლ მიშელის შეთანხმება გაუქმებულად გამოაცხადა პარტია „ქართული იცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ შარლ მიშელის შუამავლობით მიღწეული 19 აპრილის შეთანხმება გაუქმებულად გამოაცხადა. კობახიძის განცხადებით მათთვის დადებული პირობის ცალმხრივად ერთგულება...

ლაშა ბექაური ოლიმპიური ჩემპიონია

ლაშა ბექაური ოლიმპიური ჩემპიონია
access_time2021-07-28 15:30:11
21 წლის ქართველმა ძიუდოისტმა ლაშა ბექაურმა, 90 კგ წონით კატეგორიაში ტოკიოს ზაფხულის XXXII ოლიმპიურ თამაშებზე ოქროს მედალი მოიპოვა. ქართული დელეგაციისთვის ეს მესამე მედალია. ვაჟა მარგველაშვილმა და 2012 წლის ოლიმპიურმა ჩემიონმა ლაშა შავდათუაშვილმა ვერცხლის მედლები მოიპოვეს. 90 კგ-იანი წონითი კატეგორია ქართველი ძიუდოისტებისთვის განსაკუთრებულად წარმატებულია. 2004 წელს, დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში, პირველი ქართველი ოლიმპიური ჩემპიონი ზურაბ ზვიადაური სწორედ ამ წონაში...

„ქართულმა ოცნებამ“ შარლ მიშელის შეთანხმება გაუქმებულად გამოაცხადა

„ქართულმა ოცნებამ“ შარლ მიშელის შეთანხმება გაუქმებულად გამოაცხადა
access_time2021-07-28 14:50:07
პარტია „ქართული იცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ შარლ მიშელის შუამავლობით მიღწეული 19 აპრილის შეთანხმება გაუქმებულად გამოაცხადა. კობახიძის განცხადებით მათთვის დადებული პირობის ცალმხრივად ერთგულება მიუღებელია. როგორც მმართველი პარტიის თავმჯდომარემ აღნიშნა საერთაშორისო პარტნიორებს ოპოზიციურ პარტიებისთვის შეთანხმებაზე ხელმოწერა მკაცრად არ მოუთხოვიათ და ამ ფონზე დოკუმენტის მიმართ ცალმხრივ ერთგულებას მათ ამომრჩეველი არ აპატიებდათ. კობახიძის...

რუსეთ–საქართველოს შორის ავიამიმოსვლის აღდგენის საკითხი შემოდგომაზე განიხილება

რუსეთ–საქართველოს შორის ავიამიმოსვლის აღდგენის საკითხი შემოდგომაზე განიხილება
access_time2021-07-28 17:00:06
რუსეთი მზად არის საქართველოსთან ავიამიმოსვლის განახლების საკითხის განსახილველად, განაცხადა რუსეთის ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ გრიგორი კარასინმა. „ჩვენ მზად ვართ ამის (ავიამიმოსვლის აღდგენის პრობლემა) განსახილველად. ვფიქრობ, ადრე თუ გვიან ეს საკითხი გადაწყდება“, – განაცხადა სენატორმა, რომელსაც რუსული სააგენტო ТАСС ციტირებს. ამასთან, კარასინს გაუჭირდა ავიამიმოსვლის განახლების კონკრეტული ვადების დასახელება....


მსგავსი სიახლეები

up