თბილისის ზღვის აუზსა და მიმდებარე ტერიტორიას მასშტაბური ჰიდროლოგიური კვლევა ჩაუტარდა

თბილისის ზღვის აუზსა და მიმდებარე ტერიტორიას მასშტაბური ჰიდროლოგიური კვლევა ჩაუტარდა

access_time2020-08-12 15:15:43

თბილისის ზღვის აუზისა და მიმდებარე ტერიტორიის მასშტაბური ჰიდროლოგიური კვლევა განხორციელდა, რომლის მიზანი თბილისის ზღვის სანიტარიული დაცვის ზონების განსაზღვრა იყო.


ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ დღეს დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.


„თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ინიციატივით, თბილისის ზღვის აუზისა და მიმდებარე ტერიტორიის მასშტაბური ჰიდროლოგიური კვლევა განხორციელდა. ესაა კვლევა, რომელიც მანამდე არასდროს გაკეთებულა და მისი ჩატარება დედაქალაქისთვის მნიშვნელოვანი იყო. მისი მიზანი თბილისის ზღვის სანიტარიული დაცვის ზონების განსაზღვრა იყო. იცით, რომ თბილისის ზღვის ირგვლივ ძალიან ბევრი კერძო საკუთრებაა. შესაბამისად, სანიტარიული ზონების განსაზღვრა ძალიან მნიშვნელოვანია.ასევე, უნდა აღინიშნოს, რომ დედაქალაქისმესამედი სასმელი წყლით სწორედ თბილისის ზღვით მარაგდება. კვლევის შედეგად, დადგინდა ზღვის სანიტარიული დაცვის არეალები და ზუსტი კოორდინატებით აისახა დედაქალაქის ინტერაქტიულ რუკაზე. თითოეული დაცვის არეალში შეიზღუდა ისეთი საქმიანობა, რომელიც წყლის დაბინძურებას გამოიწვევს, მათ შორისა, მშენებლობა, წყალარინების სისტემის თვითნებურად დაერთებები, რისი შემთხვევებიც, სამწუხაროდ, გვქონდა, ეკონომიკური საქმიანობა და ა.შ.“, - განაცხადა კახა კალაძემ.



მისივე თქმით, აღნიშნული სამართლებრივი აქტის პროექტი დასამტკიცებლად დედაქალაქის საკრებულოს გადაეგზავნება, დამტკიცების შემდეგ კი შეზღუდვები სავალდებულო გახდება ყველასთვის, ვინც თბილისის ზღვის მიმდებარედ რაიმე აქტივობის განხორციელებას დაგეგმავს.


„იცით, რომ დედაქალაქის წყალმომარაგებას უზრუნველყოფს კერძო კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“, რომელთან შეთანხმებითაც, სამართლებრივი აქტის პროექტი მომზადდა, რომელიც საკრებულოს გადაეგზავნა დასამტკიცებლად და აღნიშნული შეზღუდვები უკვე გახდება სავალდებულო ყველასთვის, ვინც თბილისის ზღვის მიმდებარედ რაიმე აქტივობის განხორციელებას დაგეგმავს. კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, რომ მსგავსი რეგულაცია თბილისს არასდროს ჰქონია, თბილისის ზღვაზე ქაოტურად ხდებოდა განაშენიანებაც და გარკვეული პროექტების განხორციელებაც, რაც სერიოზულ პრობლემას წარმოადგენდა და დაბინძურებაც ხდებოდა. ჩვენი ეს ინიციატივა, მიმართულია მოქალაქეების უსაფრთხოების დაცვისა და ჯანმრთელობის უზრუნველსაყოფად“, - განაცხადა კახა კალაძემ.





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up