„თბილისის ზღვის კლუბი“ გაიხსნა და მსურველებს უკვე მასპინძლობს-ამის შესახებ „კომერსანტს“ კლუბის ადმინისტრაციაში განუცხადეს.მათი ინფორმაციით,არსებული რეგულაციის შედეგად, სტუმრებს აუზით სარგებლობა ჯერ არ შეუძლიათ. დაშვებულია მხოლოდ ზღვაში შესვლა და წყლის საშხაპეებით სარგებლობა.
კითხვაზე, არის თუ არა აქტივობა და დატვირთულია თუ არა ტერიტორია სტუმრებით, აუზის ადმინისტრაციაში განმარტავენ,რომ მსურველი ბევრია, თუმცა, მათი რაოდენობა პირდაპირპრორციულად დამოკიდებულია ამინდებზე.
„პარალელურად ვიცავთ უსაფრთხოების ყველა იმ ნორმას, რომელიც ჯანდაცვის სამინისტროს მიერაა დადგენილი. დამსვენებლებს შორის დისტანცია და შეზლონგების დეზინფექცია. კორონავირუსის შემდგომი პერიოდის დროს დაწესებული რეგულაციების მიუხედავად, არ შეგვიცვლია, ტარიფი და ერთჯერადად შესვლის ღირებულება ისევ 20 ლარს შეადგენს“,-აცხადებენ „თბილისის ზღვის კლუბის“ ადმინისტრაციაში. აღსანიშნავია ისიც, რომ ღია სივრცეში საათობრვი შეზღუდვა არ არის და ერთ ჯერზე შემომსვლელთა რაოდენობა არ იზღუდება.
ნათია ლომიძე