თბილისის ყველაზე ტურისტული ქუჩა „იყიდება ან ქირავდება“

თბილისის ყველაზე ტურისტული ქუჩა „იყიდება ან ქირავდება“

access_time2020-10-19 11:00:34

ტურისტებისთვის და ძველ თბილისში სეირნობის მოყვარულთათვის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული, კოტე აფხაზის (ლესელიძის) ქუჩა იყიდება, ან ქირავდება. ადგილი სადაც რვა თვის წინ უამრავი ადამიანი იყრიდა თავს დღეს ცარიელია. ვეღარსად შეხვდებით ადამიანებს დიდი ზურგჩანთებით, რომლებიც მუდმივად იღიმოდნენ და უამრავ ფოტოს იღებდნენ. დღეს აქ არავის ეღიმება, ან ვის გაუღიმონ? ქართლის დედის, ალი და ნინოს თუ კახელი მიხოს ქანდაკებებს? მთელ ქუჩაზე მხოლოდ რამდენიმე ღია სუვენირების მაღაზიას შეხვდებით, რა თქმა უნდა ცარიელს. ფაფახები და ფიალები დღეს არავის სჭირდება. საქართველოს მოსახლეობას საერთოდ სხვა საზრუნავი აქვს, როგორ გადარჩეს მაშინ როდესაც ქვეყანაში სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა დღითიდღე მძიმდება.

 



თემაზე მუშაობის დროს ლესელიძის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთი სუვენირების მაღაზია დაგვხვდა ღია. როგორც გაირკვა ობიექტი ღია არ ყოფილა უბრალოდ სხვადასხვა ნივთების დასასაწყობებლად იყვნენ მისულები. მაღაზიის მფლობელი, რომელმაც ვინაობის გამხელა არ ისურვა აცხადებს, რომ ბიზნესი ძალიან მძიმე მდგომარეობაშია. მისი თქმით, დაახლოებით 8 თვეა კომპანიას შემოსავალი არ ჰქონია. ახალგაზრდა ქალი ბინის გაყიდვას გეგმავს, მიზეზი საბანკო ვალდებულებებია.

 



„არ ვმუშაობთ, უბრალოდ სხვა მაღაზიები დავცალეთ და ერთ მაღაზიაში ვაერთიანებთ. გამოჩნდა ერთი ღვთისნიერი ადამიანი, რომელიც იჯარის თანხას არ გვახდევინებს სანამ ტურიზმი არ გაიხსნება. სახელმწიფო დახმარებით მხოლოდ 300 ლარი ავიღე და ღვთის ანაბარად დავრჩი, სხვა შემოსავალი არ მაქვს. მარტო ბანკებმა სასწაული გაგვიკეთეს, კი 6 თვე გადაგვივადეს მაგრამ, ახლა 1 100 დოლარის ნაცვლად 1 600 დოლარი უნდა გადავიხადო, ჯამში სესხი 8 000 დოლარით გამიძვირდა. ტურიზმი ისევ იგივე მდგომარეობაშია საიდან უნდა გადავიხადო ეს თანხა არ ვიცი. დავიწყე იმაზე ფიქრი, რომ სახლი გავყიდო, უძრავი ქონების ვებ-გვერდზე განცხადება უკვე დადებული მაქვს, სანამ ბანკი ჩამომართმევს, მირჩევნია მე გავყიდო.ვითხოვ, რომ საზღვრები გახსნან ან ფულადი დახმარება გაგვიწიონ სანამ საზღვრები გაიხსნება, რათა თავი გადავირჩინოთ. მთელი 8 თვე ჩვენთვის ზარალია, ტურისტი აღარ დადის ქუჩაში და სუვენირს ვინ იყიდის“ ,- განაცხადა სუვენირების მაღაზიის მფლობელმა.

 

ტურისტების ნაკლებობა ლესელიძის ქუჩაზე, მარტის თვეში შეამჩნიეს მაჭახელაში. სწორედ ამიტომ კომპანიამ რესტორნის დახურვის გადაწყვეტილება მიიღო. „მაჭახელას ქსელის“ მთავარი მენეჯერი გიორგი გოგოლიძე ამბობს, რომ ქვეყანაში რთული ეპიდემიოლოგიური სიტუაციაა და ამ ეტაპზე სხვას ვერაფერს გააკეთებენ.

 



„ლესელიძის ფილიალი ივნისის თვეში დავკეტეთ მიზეზი იყო ის, რომ ადამიანების რაოდენობამ იკლო. როდესაც ობიექტი დავხურეთ ესეთი რთული სიტუაცია ქვეყანაში არ იყო. პანდემიის გამო6 ფილიალის მუშაობა დროებით შევაჩერეთ, ხოლო მეშვიდე ლესელიძეს რესტორანი საერთოდ დავხურეთ. როდესაც სიტუაცია უკეთესობისკენ შეიცვლება, დახურული ობიექტების მუშაობას მაშინ განვაახლებთ“, - განმარტავს გიორგი გოგოლიძე.

 

დახურულია ბრენდ Materiel-ის მაღაზიაც, სივრცე სადაც ახალგაზრდა ქართველი დიზაინერების ნამუშევრები იყრიდა თავს ცარიელია. ძველი თბილისის ცენტრში მუშაობის გაგრძელება ვერც ქართულმა ბრენდულმა მაღაზია „DOTS“ -მა შეძლო. 

 



ლესელიძის ქუჩაზე ვეღარ შეხვდებით ქართულ ტკბილეულსაც, დახლები სადაც ადრე ფერადი ჩურჩხელები, ჩირები და ტყლაპები იყო გადმოფენილი ახლა ცარიელია. დაიხურა სწრაფი კვების ობიექტებიც, ცარიელია სასტუმროები. დღეს ყველანი მოლოდინის რეჟიმზე არიან გადასულები, ერთის მხრივ ელოდებიან საქართველოს მთავრობის ახალ გადაწყვეტილებებს, ხოლო მეორეს მხრივ ელოდებიან ტურისტებს, ტურისტებს რომლებიც მათი შემოსავლის ერთადერთი წყარო იყო.


 



















ბაჩო ადამია




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up