თბილისის ვიცე–მერი ირაკლი ხმალაძე: ერთი კვირის თავზე წარმოვადგენ მიკროავტობუსების ჩანაცვლების გეგმას

თბილისის ვიცე–მერი ირაკლი ხმალაძე: ერთი კვირის თავზე წარმოვადგენ მიკროავტობუსების ჩანაცვლების გეგმას

access_time2019-12-04 12:15:12

„მიკროავტობუსების კომპანიასთან კომუნიკაცია გრძელდება, ერთი კვირის თავზე წარმოვადგენ მიკროავტობუსების ჩანაცვლების გეგმას“ - ამის შესახებ ვიცე-მერმა ირაკლი ხმალაძემ დედაქალაქის მერისათვის „თბილისის მიკროავტობუსთან“ დაკავშირებული მოლაპარაკებების თაობაზე ანგარიშის ჩაბარებისას განაცხადა. ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.



ვიცე–მერის თქმით, კომპანიას ფინანსური პრობლემები აქვს, რომელიც რამდენიმე წლის წინ დაიწყო.



„ინტენსიური კომუნიკაცია გვქონდა კომპანიასთან და ერთი კვირაა მხოლოდ მათ პრობლემებს ვისმენ. საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რომ მიკროავტობუსების კომპანიის ფინანსური პრობლემები დღეს და გუშინ არ დაწყებულა. ის დაიწყო რამდენიმე წლის წინ და სამწუხაროდ, ჩვენამდე, მერიის არცერთმა მენეჯმენტმა არ ისურვა და სათანადო გამოხმაურება არ მოაყოლა ამ პრობლემებს. ეს დალექილი პრობლემები, რომელიც საკმაოდ მსუყეა და დიდ გამოწვევას წარმოადგენს. ამას დამატებული მიკროავტობუსების ჩანაცვლების ხარჯები არის უკვე ჩვენს პერიოდში გადასაწყვეტი. გასაგებია მიზეზები, რატომაც არ მიიღეს ეს გადაწყვეტილებები წინა მენეჯმენტის პირობებში. არ იქნებოდა პოპულარული, თუმცა პრობლემა, რომელსაც თავის დროზე თვალებში არ შეხედავ, არსად გაქრება, უფრო დამძიმებული სახით დაბრუნდება, როდესაც მოითხოვს გადაწყვეტას. სწორედ ეს პერიოდია ახლა. ამოვდივარ იმ მოცემულობიდან, რომ მიკროავტობუსები უნდა შეიცვალოს. თქვენი მოცემული ვადიდან კიდევ ერთი კვირა მაქვს დარჩენილი. ამ ერთ კვირას ძალიან ეფექტურად გამოვიყენებ და პირობას გაძლევთ, რომ წარმოვადგენ მიკროავტობუსების ჩანაცვლების გეგმას, თუმცა ერთი რამ მინდა ვთქვა: კომპანიასთან უთანხმოება მაქვს გარკვეულ საკითხებში. კომპანია როდესაც აცხადებს, რომ ის ასეული მილიონობით ლარის ზარალზე არის, მე ამას ვარქმევ იმას, რომ კომპანიამ ვერ მიიღო დაგეგმილი შემოსავალი, რაც ბიზნესის გადმოსახედიდან, რა თქმა უნდა, არ არის მიმზიდველი და სასურველი, ამას სჭირდება გამოსწორება, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ კომპანია ზარალზე მუშაობს. კომპანიის შემოსავლები არის იმის საპირწონე, რაც აქვს მას ხარჯები, თუმცა ჩანაცვლების რესურსები კომპანიას ნამდვილად არ გააჩნია. ერთ კვირას ვიყენებ ეფექტურად, ერთ კვირის თავზე მოგაწვდით დალაგებულ წინადადებას“, - განაცხადა ირაკლი ხმალაძემ.




დედაქალაქის მერის თქმით, პრინციპულად მნიშვნელოვანია, რომ ეს პრობლემა მოგვარდეს.



„ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ ეს მიმართულება იყოს მოწესრიგებული. ჩვენ პირობა მივეცით მოსახლეობას, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტი თბილისში იქნება ყველაზე მოწესრიგებული. შემიძლია წავიტრაბახო: როდესაც ჩვენ დავასრულებთ ამ პროექტის განხორციელებას, ევროპაში ერთ-ერთი საუკეთესო საზოგადოებრივი ტრანსპორტი ეყოლება თბილისს. ეს იქნება ახალი, ევრო 6-ის ტიპის ავტობუსები, პარალელურად მიკროავტობუსები აუცილებლად უნდა ჩანაცვლდეს; ტაქსის რეფორმა, რომელიც წარმატებულად მიმდინარეობს და მართლაც ძალიან მაგარია. ვფიქრობ, საზოგადოება ამას ხედავს და აფასებს, თუმცა, რეფორმა ჯერ არ დამთავრებულა და იქნება შემდეგი ეტაპები; ასევე, მეტრო, რომელსაც ყველაზე მეტი მგზავრი გადაჰყავს დღეს, მოსაწესრიგებელია. გარდა ვაგონების განახლებისა, რასაც ვაკეთებ, საჭიროა ახალი ვაგონების შესყიდვა და ამას აუცილებლად გავაკეთებთ, ასევე მნიშვნელოვანია მეტროსადგურების რეაბილიტაცია, რომლებიც უმძიმეს მდგომარეობაშია. გარკვეული პრობლემები შეგვექმნა ამ მიმართულებით - გაგვეწელა გადაწყვეტილებების მიღება სამუშაოებთან დაკავშირებით. გვინდა, რომ მაქსიმალურად უსაფრთხოდ იყოს გაკეთებული ყველაფერი, რომ იგივე არ განმეორდეს, რაც მოხდა ვარკეთილის მეტროში, როცა ჭერი ჩამოინგრა“, - განაცხადა კახა კალაძემ.







გიორგი ზედელაშვილის დედის კომპანიამ სახელმწიფო ბიუჯეტიდან 105 მილიონ ლარზე მეტი მიიღო

გიორგი ზედელაშვილის დედის კომპანიამ სახელმწიფო ბიუჯეტიდან 105 მილიონ ლარზე მეტი მიიღო
access_time2020-02-17 15:00:40
“საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო” რეგულარულად ახორციელებს სახელმწიფო შესყიდვების მონიტორინგს. კვლევისას გამოიკვეთა, რომ სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს მდივნის ყოფილი პირველი მოადგილის - გიორგი ზედელაშვილის დედის კომპანიას, შპს “საგზაო სამშენებლო-სარემონტო კომპანია სერპანტინს” დომინანტური პოზიცია უკავია ტენდერებსა და გამარტივებულ შესყიდვებში. “სერპანტინმა” მხოლოდ კახეთის რეგიონში განხორციელებული პროექტებისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან, 2013 წლიდან დღემდე,...

სილქნეტის ქსელში ჩართულ ახალ აბონენტს ინტერნეტისა და ტელევიზიის მაქსიმალური პაკეტები უპრეცედენტო ფასად გაუაქტიურდება

სილქნეტის ქსელში ჩართულ ახალ აბონენტს ინტერნეტისა და ტელევიზიის მაქსიმალური პაკეტები უპრეცედენტო ფასად გაუაქტიურდება
access_time2020-02-17 13:30:48
დღეიდან სილქნეტის ოტიკურ ქსელში ჩართულ აბონენტს, სპეციალურ ფასად ინტერნეტისა და ტელევიზიის მაქსიმალური პაკეტები გაუაქტიურდება: ტელევიზია:  239 არხი - პაკეტი  პრემიუმ + ინტერნეტი:  100 მბ/წმ სიჩქარე  - პაკეტი  Formula 1 აქციის ფარგლებში, თბილისში პაკეტის ღირებულება შეადგენს თვეში 55 ლარს 6 თვით, ხოლო რეგიონში -თვეში 34 ლარს 1 წლის ვადით.  ...

BAG-ში „რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ კანონის პროექტი განიხილეს

BAG-ში „რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ კანონის პროექტი განიხილეს
access_time2020-02-17 12:55:19
საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში (BAG) საკანონმდებო ბაზის განვითარების კომიტეტის ფარგლებში, BAG-ის წევრებთან ერთად, განხილული იქნა „რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ კანონის პროექტი თანმდევი ცვლილებების პაკეტით, რომელიც შემუშავდა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ. შეხვედრას გაუძღვნენ ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი, ლევან ვეფხვაძე და საკანონმდებლო ბაზის განვითარების კომიტეტის თავმჯდომარე, ლაშა ნოდია. შეხვედრის ფარგლებში...

უბისა-შორაპანის მშენებელ ჩინურ კომპანიას გაფრთხილება მიეცა

უბისა-შორაპანის მშენებელ ჩინურ კომპანიას გაფრთხილება მიეცა
access_time2020-02-17 13:29:20
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველი მოადგილე, საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე ირაკლი ქარსელაძე, რიკოთის საუღელტეხილო გზის უბისა-შორაპანის მონაკვეთის მშენებელი და საზედამხედველო კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდა. ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს. შეხვედრაზე, სოფელ უბისაში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, მშენებელი და ზედამხედველი კომპანიების წარმომადგენლებმა დეტალური ინფორმაცია...

ყულევის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის მართვას კომპანია Cepsa განახორციელებს-პროექტის შედეგად,საქართველოში საწვავი შესაძლოა 15-20%-ით გაიაფდეს

ყულევის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის მართვას კომპანია Cepsa განახორციელებს-პროექტის შედეგად,საქართველოში საწვავი შესაძლოა 15-20%-ით გაიაფდეს
access_time2020-02-17 16:00:53
შპს „ფაზის ოილი“ და საკონსულტაციო კომპანია Deloitte & Touche ყულევის მაღალტექნოლოგიური ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის პროექტის განხორციელებას გეგმავენ. საქართველოში თანამედროვე ტექნოლოგიების შესაბამისი ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის მშენებლობის პროცესში მონაწილეობას ამ სფეროს მსოფლიოს არაერთი ლიდერი კომპანია მიიღებს. „ფაზის ოილის“ აღმასრულებელმა დირექტორმა გია...


მსგავსი სიახლეები

up