თბილისის ვიცე-მერი:

თბილისის ვიცე-მერი: "შმაქსის" საქმიანობა სამართალდარღვევაა

access_time2019-10-03 16:20:52

თბილისის ვიცე-მერი ირაკლი ხმალაძე ამბობს, რომ „შმაქსის" საქმიანობა სამართალდარღვევაა. რადგან მათ აქვთ მაიდენტიფიცირებელი ნიშანი რათა მგზავრმა ხელი დაუქნიოს, ხოლო კანონის მიხედვით, მგზავრის გადაყვანას ერთი ადგილიდან მეორე ადგილზე სჭირდება ნებართვა.


"აქ იმის ინტერპრეტაცია, რომ იქ ხდება საგანმანათლებლო საქმიანობის გაწევა თუ რაღაცის ახსნა, თუ მოყოლა ამას არ აქვს მნიშვნელობა," - ამბობს ხმალაძე.


ხმალაძე განმარტავს, რომ "შმაქსის" საქმიანობას ადმინისტრაციული სახდელის დაკისრება მოჰყვება, თუმცა აღსანშნავია, რომ დღეს პატრულმა "შმაქსის" ნიშნით მოძრავი მანქანები გააჩერა, თუმცა დარღვევა ვერ აღმაოჩინა და გაუშვა.



"ეს პოლიტიკური ორგანიზაცია უბრალოდ ერთობა. ჯერ იყო და რელიგიური ორგანიზაცია დააფუძნეს, ახლა საგანმანათლებლო ორგანიზაცია დააფუძნეს, ყველაზე ცუდი არის ის, რომ ადამიანები შეცდომაში შეჰყავთ. მოქმედება, რომელსაც ისინი პროპაგანდას უწევენ," - ამბობს ხმალაძე.


პოლიტიკური პარტია გირჩი მძღოლებს, რომლებიც რეგულაციების გამო ვეღარ ტაქსაობენ "შმაქსაობას" სთავაზობს. პარტიის ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ დღეს "შმაქსის" პრეზენტაცია გამართა და თქვა, რომ ეს არის საგანმანათლებლო პროექტი, "ბორბლებზე მოძრავი უნივერსიტეტი" და მოსახლეობაში "საღ აზრსა და სწორა მორალს გაავრცელებს", ამავდროულად პირს სასურველ ადგილზე მიიყვანს. მისივე თქმით, ანაზღაურება მოხდება არა იმის მიხედვით, თუ რა მანძილს გაივლის მოქალაქე მანქანით, არამედ იმის მიხედვით, რამხელა საგანმანათლებლო მასალას მოისმენს მგზავრი და რამდენ ხანს.


კომპანია “შმაქსი” იურიდიულად უკვე რეგისტიტრებულია საჯარო რეესტრში. მისი დამფუძლებელი ზურაბ გირჩი ჯაფარიძეა. კომპანიის წესდების მიხედვით, მისი ფუნქცია საღი აზრისა და საგანმათლებლო იდეების გავრცელება არის.


2018 წლის 1 ოქტომბრიდან ძალაში შევიდა კანონი ტაქსების ლიცენზირების შესახებ. ერთწლიანი ლიცენზიის ღირებულება ჩვეულებრივი ავტომობილებისთვის 100, ჰიბრიდებისთვის კი - 50 ლარია. ელექტროავტომობილის შემთხვევაში ლიცენზია უფასოა. ულიცენზიოდ გადაადგილების შემთხვევაში, მძღოლს 200 ლარით დააჯარიმებენ. გარდა ამისა, 2019 წლის 1 ოქტომბრიდან მარჯვენასაჭიანი და სამკარიანი ავტომობილებით ტაქსის მომსახურების გაწევა აიკრძალა, დარეგულირდება მანქანის ფერიც - A კატეგორიის ლიცენზიის მქონე მძღოლები ვალდებულები არიან, ტაქსები თეთრად გადაღებონ. ეს მათთვის უფასოა და რეკლამის განთავსების სანაცვლოდ კეთდება. "თეთრ ტაქსებს" საჩუქრად გადაეცემათ მანათობელი წარწერით "TAXI თბილისი" - წითელი ფერის განათება იქნება იმ შემთხვევაში, როცა ტაქსი დაკავებულია, ხოლო თეთრი - როცა მანქანა თავისუფალია.



თეგები:
შმაქსი



საგადასახადო შეღავათის მოთხოვნის ვადა 1–ელ აგვისტოს იწურება

საგადასახადო შეღავათის მოთხოვნის ვადა 1–ელ აგვისტოს იწურება
access_time2021-07-30 17:00:16
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური იურიდიულ პირებს შეგახსენებს, რომ გადასახადის გადამხდელს, რომელსაც აქვს მიმდინარე წლის 17 მაისის მდგომარეობით წარმოშობილი, აღიარებული ან არაღიარებული საგადასახადო დავალიანება, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, შესაძლებლობა ეძლევა, გადასახადის ძირითადი თანხის გადახდის პირობით სრულად შეიმციროს დარიცხული ჯარიმა-საურავები.  დღეის მონაცემებით, საგადასახადო შეთანხმების გაფორმების შესახებ, შემოსავლების სამსახურის მონაცემთა ბაზაში, ...

როგორი იქნება სპორტული მედიცინის ცენტრი, რომელიც თბილისში აშენდება

როგორი იქნება სპორტული მედიცინის ცენტრი, რომელიც თბილისში აშენდება
access_time2021-07-30 16:00:51
თბილისში სპორტული მედიცინის ცენტრის მშენებლობა იგეგმება, - ამის შესახებ jandacva.ge-ს სპორტული მედიცინის ასოციაციის ვიცე პრეზიდენტმა ხათუნა საგანელიძემ განუცხადა. მისი ინფორმაციით, ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტი სპორტული რეაბილიტაციის ცენტრს ააშენებს. მისი ინფორმაციით, დაწყებულია კონკრეტული მოლაპარაკებები სპორტული მედიცინის ცენტრების მშენებლობაზე, აღჭურვაზე, ექიმების და რეაბილიტოგების გადამზადებაზე. საგანელიძის განმარტებით, ამისთვის საჭიროა საკმაოდ დიდი...

განათლების მინისტრი სასკოლო რეფორმაში ფინურ გამოცდილებას გაითვალისწინებს

განათლების მინისტრი სასკოლო რეფორმაში ფინურ გამოცდილებას გაითვალისწინებს
access_time2021-07-30 12:30:08
პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განათლების მინისტრ მიხეილ ჩხენკელთან ერთად განათლების სისტემის 10 წლიანი განვითარების გეგმა წარადგინა. მიხეილ ჩხენკელის განცხედებით სკოლებში ესტონური და ფინური გამოცდილების გათვალისწინებით ინტენსიურად მიმდინარეობს მესამე თაობის ეროვნული სასწავლო გეგმის დანერგვის პროცესი, რომელიც 2024 წელს დასრულდება. განათლების მინისტრის განმარტებით სწავლების მეთოდოლოგიის შეცვლა მოსწავლეებში კრიტიკული აზროვნების განვითარებას შეუწყობს...

კომფორტის ფასი თბილისის პრემიუმ კლასის საცხოვრებელ კომპლექსებში

კომფორტის ფასი თბილისის პრემიუმ კლასის საცხოვრებელ კომპლექსებში
access_time2021-07-30 15:00:52
თბილისის პრემიუმ კლასის საცხოვრებელ კომპლექსში მობინადრეების ცხოვრების ხარჯი, კომუნალური გადასახადების გამოკლებით, 400-600 ლარს აღწევს. ამ თანხაში შედის საცხოვრებელი არეალის - სადარბაზოებისა და ეზოების, გამწვანების, ლიფტის, საცურაო აუზების, სასეირნო და სარბენი ბილიკების და სხვა შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოვლა-შენახვის ხარჯი. ამ პროცესს დეველოპერი დაქირავებული კომპანიების საშუალებით უზრუნველყოფს ან ასეთ ფირმებს თავად  ამხანაგობები ქირაობენ. მომსახურების...

ორნიშნა ეკონომიკური ზრდა ივნისშიც გაგრძელდა

ორნიშნა ეკონომიკური ზრდა ივნისშიც გაგრძელდა
access_time2021-07-30 11:20:36
ორნიშნა ეკონომიკური ზრდა გრძელდება. ივნისში მშპ გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 18.7%-ით გაიზარდა.  მთლიანად, წლის პირველ ნახევარში ეკონომიკა 12.7%-ით გაიზარდა, საიდანაც თუ პირველ კვარტალში ეკონომიკა 4.5%-ით შემცირდა, მეორე კვარტალში რეკორდული - 29.8%-იანი ზრდა დაფიქსირდა. საქსტატის ცნობით 2021 წლის ივნისში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით ზრდა შეინიშნებოდა შემდეგ დარგებში: დამამუშავებელი მრეწველობა, საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობა,...


მსგავსი სიახლეები

up