თბილისის ვაგონმშენებელმა კომპანიამ პანდემიის გამო შუა აზიის ბაზარი დაკარგა

თბილისის ვაგონმშენებელმა კომპანიამ პანდემიის გამო შუა აზიის ბაზარი დაკარგა

access_time2021-07-23 14:00:33

ქართული წარმოების სატვირთო ვაგონებზე მოთხოვნამ იკლო. ამის მიზეზი პანდემიაა, რის გამოც თბილისის ვაგონშემკეთებელმა კომპანიამ შუა აზიის ბაზარი პრაქტიკულად დაკარგა. ამის შესახებ ,,კომერსანტს“ ვაგონშემკეთებელი კომპანიის ტექნიკურმა დირექტორმა მამუკა დოლიძემ აცნობა.


,,ჩვენ მიერ წარმოებული ვაგონები, ძირითადად, ყაზახეთსა და სხვა პოსტსაბჭოთა ქვეყნებში გადის. ბოლო დრომდე აქტიურად ვახდენდით ექსპორტს შუა აზიის ქვეყნებში, მაგრამ ამ მხრივ პანდემიამ საკმაოდ დაგვაზარალა. ამ ეტაპზე ეს მიმართულება დროებით შეჩერებულია. რაც შეეხება შეკვეთებს, ძირითადად ონლაინ რეჟიმში ხდება. პანდემიამდე აქტიურად ჩამოდიოდნენ პარტნიორები, მოლაპარაკებებს ვმართავდით, რის შესაძლებლობაც ახლა ნაკლებადაა. თუმცა, საქმიანობას ჩვეულებრივ ვაგრძელებთ, ვაწარმოებთ ახალ ვაგონებს, გვაქვს რესურსი, რომ მოვამარაგოთ მთელი პოსტსაბჭოთა სივრცე და რამდენიმე სხვა ქვეყანაც, თუ მოთხოვნა იქნება. რაც შეეხება წარმადობას, თვეში 50 ვაგონი იწარმოება. უმეტესობა ექსპორტზე გადის, ადგილობრივ ბაზარზე მარტო საქართველოს რკინიგზაა შემსყიდველი“, - განმარტავს დოლიძე.


როგორც ცნობილია, ვაგონების დეფიციტს რიგი ქვეყნები განიცდიან, მათ შორის რუსეთიც, სადაც რეგისტრირებული 1,2 მილიონი ვაგონიდან 40% გამოყენებისთვის უვარგისია. შესაბამისად, ქვეყნის ნახშირის, მარილისა და სხვა ნედლეულის მწარმოებლები გადაზიდვის მხრივ დიდ პრობლემებს აწყდებიან.


მამუკა დოლიძის ინფორმაციით, რუსეთის მხრიდან ქართულ ვაგონზე მოთხოვნა ჯერჯერობით არ არის, თუმცა, შეკვეთების შემთხვევაში, კომპანიას აქვს რესურსი, რომ ექსპორტი ამ მიმართულებითაც განახორციელოს.



რაც შეეხება დასაქმებას, მამუკა დოლისძის ინფორმაციით, თბილისის ვაგონმშენებელ კომპანიაში 400-მდე ადამიანია დასაქმებული, ხოლო საშუალო ხელფასი 1000 ლარს შეადგენს.


შეგახსენებთ, რომ თბილისის ვაგონმშენებელი კომპანია წარმოადგენს  ,,საქართველოს ვაგონმშენებელთა ჰოლდინგში“ შემავალ  კომპანიას, „ელექტროვაგონმშენებელი ქარხანასა“ და „რუსთავის მეტალურგიული კომბინატთან“ ერთად. ჰოლდინგის მთავარი მამოძრავებელი ძალა სწორედ „ვაგონმშენებელი კომპანიაა“, სადაც ხდება ყველა სახის ვაგონების მშენებლობა და რემონტი.  რუსეთისა და უკრაინის შემდეგ, საქართველო ერთადერთი ქვეყანაა, რომელმაც ვაგონმშენებლის სტატუსი მოიპოვა და კვლავ ლიდერია კავკასიაში რკინიგზის მოძრავი შემადგენლობის შეკეთებისა და მშენებლობის დარგში.


კომპანია ფლობს შესაბამის სერთიფიკატს/ლიცენზიას, რომლის ფარგლებშიც ახორციელებს  ყველა ტიპის სატვირო და სამგზავრო ვაგონების, ელმავლებისა და ელექტრომატარებლების ახალი გოგორწყვილებისა და მარაგ ნაწილების  წარმოებასა  და  შეკეთებას.


დამატებით შესაძლებლობებს წარმოადგენს, ასევე, მშენებლობისთვის საჭირო ლითონ-კონსტრუქციების წარმოება.


მარი ჩიტაია





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up