თბილისის უფასო სასადილოებში მომსახურების წესები დროებით იცვლება

თბილისის უფასო სასადილოებში მომსახურების წესები დროებით იცვლება

access_time2020-03-14 10:15:28

თბილისის უფასო სასადილოებში მომსახურების წესების დროებით შეცვლა იგეგმება.  ამის შესახებ დედაქალქის მერმა, კახა კალაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც მერმა აღნიშნა, ახალი წესები 16 მარტიდან ამოქმედდება და იქნება დროებითი.

1.  პირველ რიგში, ორშაბათიდან, უფასო სასადილოები, ამ სერვისით მოსარგებლე ადამიანებს, კუთვნილ საკვებს,  სასადილოში აღარ მიართმევენ, არამედ გაატანენ სახლში, რათა ადგილზე არ მოხდეს ბევრი ადამიანის თავშეყრა და დავიცვათ ჩვენი მოქალაქეები ვირუსის გავრცელების დამატებითი რისკისგან;

2.  ამასთან, ცხადია გავაგრძელებთ ყველა უფასო სასადილოს (62 გამცემი პუნქტის) ყოველდღური დეზინფექციას და სტერილიზებას საერთაშორისო ჯანდაცვის ორგანიზაციის შესაბამისი რეკომენდაციების მიხედვით;

3. სასადილოს მომსახურე პერსონალი  სრულად უზრუნველყოფილი იქნება შესაბამისი დამცავი  აღჭურვილობით;

4.  სასადილოს/ საკვების გამცემ პუნქტში ბენეფიციარები შევლენ სათითაოდ და სასადილოს სივრცეში მყოფი ადამიანი ვალდებული იქნება ჩაიტაროს სადეზინფექციო პროცედურა შესაბამისი წესის დაცვით, რომელსაც უზრუნველყოფს ადგილზე მყოფი სპეციალური ჯგუფი;


5. საკვებთან ერთად ბენეფიციარები მიიღებენ საინფორმაციო ფურცელს, სადაც მოცემული იქნება განსაკუთრებული  რისკის მქონე ქრონიკული დაავადების სახეობები და ცხელი ხაზის ნომერი;

6. განსაკუთრებული  რისკის მქონე ქრონიკული დაავადების მქონე ბენეფიციარებითვის, ასევე, მარტოხელა მოხუცებულებისა და თვითიზოლაციაში მყოფი  ბენეფიციარებისთვის, იმუშავებს დამატებითი, საკვების სახლში მიტანის სერვისი. ამ კატეგორიას მიკუთვნებულ ადამიანებს, შეეძლებათ დარეკონ მერიის ცხელ ხაზზე (ტელ ნომერი) განაცხადონ, რომ სურთ აღნიშნული მომსახურება, რის შემდეგაც “ქ. თბილისის გადამდებ დაავადებათა ეპიზედამხედველობისა და კონტროლის მუნიციპალური ცენტრის” მიერ დატრენინგებული მერიის თანამშრომელები და მოხალისეთა ჯგუფები  უზრუნველყოფენ კუთვნილი საკვების  მიტანას საცხოვრებელ მისამართზე, ასეთ სიტუაციებში მოქმედი წესების, ჰიგიენისა და უსაფრთხოების ნორმების სრული დაცვით;

7. ყოველი უფასო სასადილოს შესასვლელთან მობილიზებული იქნება სპეციალურად დატრენინგებულ მოხალისეთა და მერიის თანამშრომელთა ჯგუფი, რომლებიც უზრუნველყოფს: რიგების რეგულირებას საერთაშორისო ჯანდაცვის ორგანიზაციის რეკომენდაციის მიხედვით; გააკონტროლებს შესასვლელში დეზინფექციის პროცედურას; მიაწვდის ბენეფიციარებს მათთვის საჭირო დამატებით  ინფორმაციას.

მისივე თქმით, ეს წესები დროებითია და ყველა ბენეფიციარი ვინც ამ სერვისით სარგებლობს, კვლავაც უწყვეტად და ყოველდღიურად მიიღებს კუთვნილ საკვებს.

„უბრალოდ დროებით, უფასო სასადილოები, ადგილზე მომსახურების ნაცვლად საკვებს ბენეფიციარებს სახლში გაატანენ და უზრუნველყოფილი იქნება ჰიგიენისა და უსაფრთხოების განსაკუთრებული ზომები. ეს არის აუცილებელი ნაბიჯები ჩვენი (სოციალურად შეჭირვებული) მოქალაქეების დამატებითი რისკებისგან დასაცავად. ბუნებრივია მუნიციპალიტეტის მერია იღებს სრულ პასუხისმგებლობას, რომ ცვლილებების განხორციელების გამო, ამ მომსახურებით მოსარგებლე არცერთ ჩვენს თანამოქალაქეს არ შეექმნება თავისი კუთვნილი საკვების მიღების პრობლემა და პირიქით, მერიის მხრიდან, ამ რთულ პერიოდში. ჩვენი თანამოქალაქეების მიმართ გამოვლენილი იქნება მაქსიმალური ყურადღება და მაქსიმალური მზრუნველობა“, – განაცხადა კახა კალაძემ.


თეგები:
სასადილო



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up