თბილისის შუაგულში არსებულ ყველა ბიზნეს ცენტრზე დაბალი ფასები გვაქვს-„ქარვასლას“ გენერალური დირექტორი

თბილისის შუაგულში არსებულ ყველა ბიზნეს ცენტრზე დაბალი ფასები გვაქვს-„ქარვასლას“ გენერალური დირექტორი

access_time2020-07-03 16:30:44

„კომერსანტი“ გთავაზობთ ინტერვიუს სავაჭრო და ბიზნეს ცენტრ “ქარვასლა’’-ს გენერალურ დირექტორ ზურაბ შავლაყაძესთან


-რა კვადრატულობის საოფისე ფართების ქირავნობა არის შესაძლებელი სავაჭრო და ბიზნეს ცენტრ “ქარვასლა’’-ში?


-“ქარვასლა’’-ში მეორე სართულიდან მეხუთე სართულის ჩათვლით არის ბიზნეს ცენტრი, სადაც განლაგებულია საოფისე ფართები, რომლებიც იწყება 18 კვადრატულიდან ზევით.


-რა უპირატესობა აქვს “ქარვასლა’’-ს ბიზნეს ცენტრს?


-უპირატესობა არის პირველ რიგში ის, რომ თბილისის შუაგულში არსებულ ყველა ბიზნეს ცენტრზე დაბალი ფასები გვაქვს. ფასი მოიცავს დღგ-ს გადასახადს, ფართის კონდიცირებას, გათბობას, დაცვა/უსაფრთხოებას 24 საათიან რეჟიმში, ასევე სახანძრო უსაფრთხოებას. გარდა ამისა, სავაჭრო და ბიზნეს ცენტრს აქვს პარკინგი, რომელიც გათვლილია 300 და მეტ მანქანაზე. მდებარეობა არის იდეალური და ადვილად მისასვლელი, როგორც საზოგადოებრივი ტრანსპორტით, (მიკროავტობუსი, ავტობუსი და მეტრო) ასევე პირადი მანქანით. ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ “ქარვასლა’’-ში არის სხვადასხვა ტიპის სავაჭრო მაღაზია, სუპერმარკეტი “კარფური’’, კაფეები, ესთეტიკური ცენტრები, სილამაზის სალონები, სტომატოლოგიური კლინიკა, აფთიაქი და ა.შ., რაც კიდევ უფრო კომფორტულს ხდის სამუშაო სივრცეს.


- რა დამატებითი შესაძლებლობა აქვს დამწყებ ბიზნესს განვითარებისთვის “ქარვასლა’’-ში?



“ქარვასლა’’ არა მხოლოდ ბიზნეს ცენტრია, არამედ სავაჭრო არეალიც საკმაოდ ფართე და მრავალფეროვანია, რომელსაც ჰყავს მომხმარებლის დიდი რაოდენობა, აქედან გამომდინარე, უფრო მეტი შესაძლებლობა აქვს დამწყებ ბიზნესს, რაც შეიძლება მეტმა ადამიანმა გაიგოს მისი საქმიანობის შესახებ. გარდა ამისა, მას საშუალება აქვს სარეალიზაციო პროდუქცია დაარეკლამოს, მოაწყოს შოურუმები და ა.შ.



-რა როლს თამაშობს “ქარვასლა’’-ს ადმინისტრაცია მოიჯარეების ხელშესაწყობად?


“ქარსვასლა’’-ს ადმინისტრაცია მჭიდრო კავშირშია მოიჯარეებთან ყოველდღიურ რეჟიმში. ადმინისტრაციის მიზანია პარტნიორული ურთიერთობების დამყარება მოიჯარეეთან და პრობლემების ერთად გადაწყვეტა, რისთვისაც მუდმივად გვაქვს კომუნიკაცია მათთან. გარდა ამისა, ადმინისტრაციის მოვალეობაა შექმნას კომფორტული გარემო, როგორც მოიჯარეებისთვის, ასევე მომხმარებლისათვის. დღევანდელ დღეს მთავარი პრიორიტეტია უსაფრთხო გარემო, რისთვისაც ყოველდღიურ რეჟიმში მიმდინარეობს ტერიტორიის დეზინფიცირება. გარდა ამისა, მარკეტინგული კუთხით ჩვენთან მუდმივად მიმდინარეობს სხვადასხვა ტიპის ღონისძიებები და აქტივობები, როგორც ბავშვების გართობის კუთხით, ასევე სხვადასხვა თემატიკის გამოფენები. გამოფენების მიზანია, ხელი შევუწყოთ სხვადასხვა ბიზნესს ცნობადობის ამაღლებაში და რეალიზაციის გაზრდაში.


-რომ გვითხრათ კონკრეტულად რომელი ცნობილი კომპანიები არიან ბიზნეს ცენტრში წარმოდგენილი?


ბიზნეს ცენტრში წარმოდგენილია ისეთი ბრენდების მსხვილი ოფისები, როგორიცაა: “ნიკორა ტრეიდი’’, “Mimino in Caucasus’’, “MLC Medical’’, “IT TECH’’, “ქარავან ტრანს ექსპრესს’’, “KPI Georgia’’, “ექსკლუზივ თრეველი’’, “KPI Georgia’’, “INNOTECH’’, “NGS group”, მარველ ჯორჯია და სხვა. საერთო ჯამში 200-ზე მეტი კომპანიაა წარმოდგენილი.


 რა სამომავლო გეგმები აქვს სავაჭრო და ბიზნეს ცენტრ “ქარვასლა’’-ს?


-სავაჭრო ცენტრის მიმართულებით “ქარვასლა’’-ს კონცეფცია არის ძირითადად აუთლეტ მიმართულება. ჩვენ გვაქვს მიზანი გავხდეთ პირველი აუთლეტ მაღაზიების ცენტრი საქართველოში. ჩვენთან უკვე წარმოდგენილია სხვადასხვა დიდი ბრენდების აუთლეტ მაღაზიები, როგორიცაა: “ლს ვაიკიკი’’-ს აუთლეტ მაღაზია, “კოტონი’’-ს აუთლეტ მაღაზია, “აი სი არ ტრეიდი’’-ს ბრენდების ქვეშ არსებული ფეხსაცმელების მაღაზიის აუთლეტი, “ევრობრენდ’’ აუთლეტი, საბავშვო ტანსაცმელების მულტი ბრენდული აუთლეტი “ბებე+’’, “ამორე’’-ს აუთლეტი, მამაკაცის და ქალის სამოსის აუთლეტ მაღაზია, “ბრენდ აუთლეტ სთორი’’. გარდა ამისა წარმოდგენილია რეგულარული მაღაზიები, ისეთი როგორიც არის: “ჯეოქსი“, “ეკო“, “კორსო იტალია’’, “ბატა’’, “ჯინსის გალერეა’’, სათამაშოების მაღაზია “ჭიტა’’, საოფისე მაღაზია “ოფის 1’’ და სხვა მრავალი ბუტიკური მაღაზიები. ზემოთ აღნიშნულ აუთლეტებში მომხმარებელს საშუალება ეძლევა 365 დღის განმავლობაში ისარგებლოს 70%-მდე ფასდაკლებით. სამომავლოდ ჩვენი მიზანია კიდევ უფრო გაიზარდოს მათი რიცხვი, რათა ძვირადღირებული ბრენდები ხელსაყრელი გახდეს მოსახლეობის რაც შეიძლება მეტი ფენისათვის.



(R)



თეგები:
ქარვასლა



„გალფს“ ზესტაფონის ავტოგასამართი სადგური ჩამოერთმევა - კომპანია საავტომობილო გზების დეპარტამენტთან ვერ შეთანხმდა

„გალფს“ ზესტაფონის ავტოგასამართი სადგური ჩამოერთმევა - კომპანია საავტომობილო გზების დეპარტამენტთან ვერ შეთანხმდა
access_time2020-10-28 18:45:59
საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი „სან პეტროლიუმ ჯორჯიას“ ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ ძირულაში მდებარე არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 1476.00 კვ.მ მიწის ნაკვეთს და მასზე მდგომ შენობა-ნაგებობას იძულებით ჩამოართმევს.   ეკონომიკის მინისტრმა გზების დეპარტამენტს ექსპროპრიაციის უფლება უკვე მიანიჭა. ბრძანება "საკანონმდებლო მაცნეზე" გამოქვეყნდა. დოკუმენტიდან ირკვევა, რომ „დასახელებული უძრავი ქონების ნებაყოფლობით გამოსყიდვაზე დეპარტამენტსა და მესაკუთრეს...

28 ოქტომბერი - რეგიონში მხოლოდ ქართული ლარი და თურქული ლირა გაუფასურდა

28 ოქტომბერი - რეგიონში მხოლოდ ქართული ლარი და თურქული ლირა გაუფასურდა
access_time2020-10-28 18:10:22
კორონავირუსის უარყოფითი ეფექტი რეგიონში ყველაზე მკვეთრად ქართული ლარის კურსზე აისახა. 2020 წლის განმავლობაში, ქართული ლარი აშშ დოლართან მიმართებაში დაახლოებით 12%-ით გაუფასურდა. შედარებისთვის, დაახლოებით 11%-ით არის შემცირებული თურქული ლირა, სომხური დრამი და აზერბაიჯანული მანათი კი 2%-ის ქვემოთ მერყეობს. ეროვნული ბანკის მიერ 28 ოქტომბრის ვაჭრობის შედეგად, ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებით გაუფასურდა, რის შედეგადაც ერთი დოლარის ოფიციალური ღირებულება...

დღის Top 10 საინტერესო ამბავი

დღის Top 10 საინტერესო ამბავი
access_time2020-10-28 21:00:16
დღის Top 10 საინტერესო ამბავი:   1. „ქართული ოცნების“ ეკონომიკური საქმიანობის TOP 20 ნეგატიური შედეგი „კომერსანტმა“ გადაწყვიტა შემოგთავაზოთ „ქართული ოცნების“ ეკონომიკური საქმიანობის ნეგატიური შედეგები, რომლებმაც ქვეყანის განვითარება  შეაფერხა   2. საქართველოს ეროვნული ბანკი მონეტარული პოლიტიკის განაკვეთს უცვლელად, 8.0...

ცხინვალის არაღიარებულ რესპუბლიკაში საავადმყოფოები ინფიცირებულთა მზარდ რაოდენობას ვეღარ იტევს

ცხინვალის არაღიარებულ რესპუბლიკაში საავადმყოფოები ინფიცირებულთა მზარდ რაოდენობას ვეღარ იტევს
access_time2020-10-28 20:00:37
გასულ დღე-ღამეში ცხინვალის არაღიარებულ რესპუბლიკაში კიდევ 64 ადამიანი დაინფიცირდა - ეს ძალიან ბევრია ცხინვალისთვის, სადაც 30 000 ადამიანი ცხოვრობს.   15 სექტემბერს რუსეთს და ე.წ. სამხრეთს ოსეთს შორის საზღვარი გაიხსნა და ამის შემდეგ რესპუბლიკაში ინფიცირების...

მსოფლიო ავიაციაში სამუშაო ადგილები 40%-ით შემცირდება

მსოფლიო ავიაციაში სამუშაო ადგილები 40%-ით შემცირდება
access_time2020-10-28 17:30:17
IATA-ს შეფასებით, 2021 წელს სასურველი საოპერაციო შედეგების მისაღებად და ფინანსური რესურსების შემცირების გასანეიტრალებლად, საჭირო იქნება, ხარჯების კიდევ 30%-ით შემცირება.   ”კრიზისის პირობებში ყოველდღიურად სამუშაო ადგილების დაკარგვის და ეკონომიკური შეფერხების ალბათობა იზრდება. თუ კი სახელმწიფოები სწრაფად არ იმოქმედებენ ავიაციაში 1.3 მლნ სამუშაო ადგილი საფრთხის ქვეშ დადგება. ამას კი დომინოს ეფექტი ექნება, რაც საავიაციო სექტორში დამატებით 3.5 მლნ სამუშაო ადგილს შეუქმნის...


მსგავსი სიახლეები

up