თბილისის შემოვლითი რკინიგზის პროექტი ისევ დაკონსერვებულია

თბილისის შემოვლითი რკინიგზის პროექტი ისევ დაკონსერვებულია

access_time2021-10-23 12:00:47

თბილისის შემოვლითი რკინიგზა, რომლის მშენებლობაც 2010 წელს დაიწყო, ბოლო პერიოდში არაერთხელ გახდა პოლიტიკური ურთიერთბრალდებების საგანი.  “საქართველოს რკინიგზისა” და ოცნების ხელისუფლების მიერ გავრცელებული განცხადებების თანახმად, შემოვლითი რკინიგზის სამშენებლო სამუშაოების შეჩერების მიზეზი კომპანია Mobility Consultants-ის კვლევის შედეგად გამოვლენილი ხარვეზები იყო. გარდა ამისა, შემოვლითი რკინიგზის დაპაუზება დაუკავშირეს მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის შემუშავება-განახლებას, თუმცა სპეციალისტებისთვის ეს არგუმენტი მაშინვე მიუღებელი აღმოჩნდა. მათი თქმით, გენერალურმა გეგმამ ქალაქის ცენტრში რკინიგზისგან გათავისუფლებული ტერიტორიის განვითარების მიმართულება უნდა განსაზღვროს და არა ის, თუ როდის და რა ფორმით მოხდება თბილისიდან სატვირთო მატარებლების სამარშრუტო ხაზის გატანა. 

"შემოვლითი რკინიგზის მშენებლობა რაც შეიძლება სწრაფად უნდა დასრულდეს და ქალაქის გენერალური გეგმის მომზადებასთან მისი დაკავშირება გაუმართლებელია. ამჟამად არსებობს კონსენსუსი იმის შესახებ, რომ სატვირთო შემადგენლობები ქალაქის ცენტრში არ უნდა მოძრაობდნენ და გენერალური გეგმის დამტკიცების შემდეგ ამ გადაწყვეტილების გადახედვა მოსალოდნელი არ არის. ამდენად ალოგიკურია შემოვლითი რკინიგზის მშენებლობის დასრულების გადადება გენერალური გეგმის დამტკიცებამდე. გარდა ამისა გენერალური გეგმა მნიშვნელოვანია ქალაქის ფარგლებში ამჟამად არსებული სარკინიგზო ინფრასტრუქტურის გაუქმების შედეგად გამოთავისუფლებული ტერიტორიის შემდგომი გამოყენებისა და განვითარების კუთხით. ამ საკითხზე გადაწყვეტილების მიღება გენერალური გეგმის დამტკიცებამდე მართლაც არასწორი იქნებოდა. გამოთავისუფლებული ტერიტორიის გამოყენების შესაძლო ვარიანტების განხილვისას ქალაქის მთავრობამ უნდა გაითვალისწინოს ქალაქის მდგრადი გრძელვადიანი განვითარების საჭიროებები და მოქალაქეებისთვის (პირველი რიგში, ამჟამინდელი რკინიგზის ხაზის მიმდებარე უბნებში მცხოვრები ადამიანებისთვის) მაღალი ხარისხის საცხოვრებელი გარემოს შექმნის აუცილებლობა. გასათვალისწინებელია, რომ სამგზავრო სალიანდაგო ტრანსპორტი მდგრადი ურბანული ტრანსპორტის ერთ-ერთი ძირითადი სახეობაა და მნიშვნელოვანი როლის შესრულება შეუძლია ქალაქში გზების განტვირთვისა და ჰაერის დაბინძურების შემცირების მხრივ. აქედან გამომდინარე, სასურველია, რომ ხელისუფლებამ განიხილოს თბილისში ტრანსპორტის ამ სახეობის შემდგომი განვითარების შესაძლებლობა საუკეთესო თანამედროვე პრაქტიკისა და გამოცდილების გათვალისწინებით," - ასეთი იყო არასამთავრობო ორგანიზაცია "საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს" პოზიცია ჯერ კიდევ 2016 წელს, რაც დღესაც უცვლელია. 


2013 წლის 5 დეკემბერს საქართველოს მთავრობამ გადაწყვიტა, რომ პროექტი 3 წლით დაეკონსერვებინა და ეს პერიოდი ხარვეზების აღმოსაფხვრელად გამოეყენებინა. შემოვლითი რკინიგზის სამშენებლო სამუშაოები 2016 წელს უნდა განახლებულიყო, თუმცა ის დღემდე დაძრული არ არის. დედაქალაქს მოწათსარგებლობის ახალი გენგეგმაც აქვს, თუმცა  ფაქტია, რომ შემოვლითი რკინიგზის შემდგომი ბედი დღესაც გაურკვველია, ანუ სახელმწიფომ 2016 – 2021 წლების განმავლობაში, მრავალი დაპირების მიუხედავად ვერ შეძლო შემოვლითი რკინიგზის შემდგომი გამოყენების ოპტიმალური ვარიანტის შემოთავაზება. როგორი უნდა იყოს თბილისის შემოვლითი რკინიგზის ფუნქციონირების ოპტიმალური ვარიანტი, ამის შესახებ "კომერსანტმა" "საქართველოს სატრანსპორტო დერეფნის კვლევის ცენტრში" იკითხა. ცენტრის პრეზიდენტმა, პაატა ცაგარეიშვილმა, აგვიხსნა, რომ  თბილისის შემოვლითი რკინიგზის ოპტიმალური გადაწყვეტულება მიღებული უნდა იქნეს კომპლექსური ქალაქგანვითარებითი კუთხით.  მისი აგრეგირებული დასკვნით, თბილისის ცენტრალური ნაწილიდან სამგზავრო- სარკინიგზო ხაზის გადატანას ექნება გრძელვადიანი სერიოზული ნეგატიური შედეგები, როგორც ქალაქგანვითარებითი, ისე სტრატეგიული და საოპერაციო თვალსაზრისით;

"ცალ-ცალკე სატვირთო და სამგზავრო-სარკინიგზო ხაზების არსებობა მსოფლიოს არაერთ ქალაქში დანერგილი პრაქტიკაა. განცალკევებული მოდელი, ხელს უწყობს მდგრადი შიდასაქალაქო, საგარეუბნო და საქალაქთაშორისო ელექტროსალიანდაგო ტრანსპორტის ხელშეწყობასა და განვითარებას; თბილისის აგლომერაციის მასშტაბით განხორციელდება - ნატახტარი, მცხეთა, თბილისი, რუსთავი, აეროპორტი, გარდაბანი - მგზავრთა გადასაყვანად S-Bahn ტიპის მატარებლების სამგზავრო-სარკინიგზო ხაზში ინტეგრირება; (სურათი) მგზავრნაკადის მეტროპლიტენის ხაზიდან, სამგზავრო - სარკინიგზო ხაზზე შეუფერხებელი გადაჯდომის მიზნით, აუცილებელი იქნება ორლიანდაგიანი სამგზავრო-სარკინიგზო ხაზის შენარჩუნება ცენტრალურ ვაგზალთან ბმით, რასაც წინასწარი გაანგარიშებით დასჭირდება 5 ჰა-მდე ტერიტორია; სატვირთო სარკინიგზო ინფრასტრუქტურის გადატანის შედეგად, დარჩენილი 75 ჰა-მდე ტერიტორია განვითარდება როგორც ახალი მულტიფუნქციური ცენტრი. გამოთავისუფლებული ტერიტორიის განვითარებისას სამგზავრო-სარკინიგზო ხაზის უშუალო სიახლოვეს არ უნდა დაიგეგმოს საცხოვრებელი შენობების მშენებლობა, მის გასწვრივ, უპირველეს ყოვლისა, უნდა განვითარდეს გამწვანებული სარეკრეაციო ზონა. მომდევნო ზოლში, მოეწყოს საზოგადოებრივ - საქმიანი სივრცე კომერციული დანიშნულების შენობებით და ყველაზე მოშორებით ხმაურის აცილების მიზნით, - საცხოვრებელი ზონა; ფინანსური რესურსების პირობებში, პერსპექტივაში შესაძლებელია დიდუბისა და ნავთლუღის სადგურებს შორის ცენტრალური სადგურის შენარჩუნებით სამგზავრო- სარკინიგზო ხაზისთვის გვირაბის მოწყობა, მიწისქვეშა დონეზე პლატფორმების ჩატანით. ამგვარი რეკონსტრუქციით ქალაქის ცენტრალურ ნაწილში მთლიანად გამოთავისუფლდება მიწისზედა ტერიტორია. ასეთ საგზაო ინფრასტრუქტურას ვხვდებით, მაგალითად, ნიუ- იორკსა და ბრიუსელში; სამგზავრო რკინიგზის ქალაქის ცენტრალურ ნაწილში გაუქმება აქვეითებს საქართველოს სარკინიგზო ქსელის სტრატეგიულ მნიშვნელობას; (რეზერვირება) სამგზავრო ნაწილის გადატანა, ქალაქს აკარგვინებს ქალაქგეგმარებით ღირებულებებს და სწორი, მდგრადი ქალაქგანვითარების შესაძლებლობებს, რაც მომავალში შეიძლება შეუქცევადი გახდეს, რასაც უზარმაზარი ფინანსური სახსრები დასჭირდება; სატვირთო რკინიგზის შემოვლით მარშრუტზე გადატანის შემდეგ დარჩება მხოლოდ ვიწრო სამგზავრო ხაზი, რაც უფრო გაამარტივებს განივ კავშირებს და შესაძლებელს გახდის სარკინიგზო ინფრასტრუქტურით გაყოფილი ქალაქის ნაწილების უკეთეს ინტეგრირებას," - აცნობს თავის ხედვას "კომერსანტს" პაატა ცაგარეიშვილი და დასძენს, რომ  თბილისისთვის მნიშვნელოვანია პოლიცენტრიული განვითარება, რაც საცხოვრებლად მიმზიდველი ქალაქის მდგრადი განვითარების ერთ-ერთი წინაპირობაა. ექსპერტის მტკიცებით, სამგზავრო რკინიგზის ქალაქიდან „ამოჭრა“ სწორედაც რომ ამ მიზნის სრულფასოვან განხორციელებას უშლის ხელს. პირიქით, ამას უკუეფექტი ექნება;

"სატვირთო გადაზიდვების დერეფანი გადის თბილისის ზღვის სიახლოვეს - წყალსაცავისგან 800-900 მეტრის დაშორებით, რაც დიდ საფრთხეს წარმოადგენს ეკოლოგიური თვალსაზრისით, არსებობს ნაკლოვანებებიც, მაგალითად ისეთი, როგორიც არის დიდი ქანობი და ორი ელმავლის გამოყენება; (მდინარის ნოღაზე პროექტირება)," - გვეუბნება ცაგარეიშვილი. 


შეგახსენებთ, თბილისის გენერალური გეგმის შემუშავებამდე თბილისის შემოვლითი რიკინიგზის პროექტის დასრულების სამი ალტერნატიული ვარიანტი არსებობდა: პირველი ვერსიის მიხედვით, უკვე აშენებულ შემოვლით რკინიგზას უმნიშვნელო რეკონსტრუქცია უნდა ჩაუტარებულიყო და ამ გზით სატვირთო მატარებლები ისარგებლებდნენ. მეორე ვერსიით, იგეგმებოდა მნიშვნელოვანი რეკონსტრუქცია უკვე არსებულ შემოვლით რკინიგზაზე და შეიცვლებოდა მისი 11 კმ-იანი მონაკვეთი. მესამე ვერსიით კი, მცირეოდენი ცვლილება შეეხებოდა შემოვლით მიმართულებას და რკინიგზა ქალაქში მინიმალურად იქნება წარმოდგენილი. პირველი ვარიანტი, რომელიც ყველაზე ოპტიმალურად მიაჩნდა ხელისუფლებას, ჯდებოდა 300 მლნ შვეიცარული ფრანკი, მეორე ვარიანტი პროექტს აძვირებდა 64 მილიონით და მესამე ვარიანტი აძვირებდა 140 მლნ-ით. ასეთი იყო  “საქართველოს რკინიგზის” მაშინდელი ინფრასტრუქტურის დირექტორის, გურამ გურამიშვილის კალკულაცია. ექსპერტებს არც მაშინ გამორჩენიათ, რომ  პროექტის არცერთი ალტერნატივა ქალაქის ტერიტორიის გავლით ფეთქებადსაშიში ნავთობპროდუქტების გადაზიდვას არ ითვალისწინებს, რაზეც პრეტენზიებიც გამოითქვა. ლოგისტიკის სპეციალისტები ჯერ კიდევ 2013 წელს ამტკიცებდნენ,  რომ თბილისის შემოვლითი რკინიგზის ბედის განსაზღვრისას პასუხისმგებელმა პირებს უნდა გაეთვალისწინებინათ 2 რამ: 1. პროექტის დასრულება აშკარად ემსახურება საჯარო ინტერესს, რადგან შეამცირებს გარემოს დაბინძურების საფრთხეს და ხანძარსაშიშროების ხარისხს; 2. პროექტის ფარგლებში უკვე დახარჯულია მნიშვნელოვანი ოდენობის სახელმწიფო სახსრები. ამიტომ ის გარემოება, რომ პროექტის ინიცირებამდე კომერციული ეფექტიანობის კვლევა არ ჩატარებულა და არ გამოქვეყნებულა (რაც უნდა გაკეთებულიყო), არ უნდა გამხდარიყო პროექტის დასრულებასთან დაკავშირებული გადაწყვეტილების განმსაზღვრელი.

"კომერსანტი" ქრონოლოგიურად გთავაზობთ, რა ტრანსფრომაცია განიცადა თბილისის შემოვლითი რკინიგზის პროექტმა წლების მიხედვით და რა მესიჯებს აჟღერებდა ხელისუფლება ამ საკითზე მთელი ამ წლების განმავლობაში:


2013 წელი - თბილისის შემოვლითი რკინიგზის შესწავლისა გაუმჯობესების მიზნით განხორციელდა პროექტის კონსერვაცია;

2016 წელი - საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ხელი მოაწერა განკარგულებას რითაც მთავრობამ - „საქართველოს რკინიგზას 22 თვეში თბილისის შემოვლითი რკინიგზის პროექტის დასრულება დაავალა;

2016 წელი - „არსებობს ასეთი ოფციაც, რომ ეს პროექტი განახლდეს, გადაწყვეტილება უახლოეს პერიოდში იქნება მიღებული“ – ეკონომიკის მინისტრის გ. გახარიას მიერ პარლამენტში გაკეთებული განცხადება;

2016 წელი - საქართველოს რკინიგზის“ გენერალური დირექტორის მ. ბახტაძის განცხადებით - თბილისის შემოვლითი რკინიგზის დარჩენილი ნაწილის მშენებლობა 70 მლნ აშშ დოლარი დაჯდება სამშენებლო სამუშაოების დასრულებას 18 თვე დასჭირდება;

2017 წელი - საქართველოს რკინიგზის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის კ. გუნცაძის განცხადება - „თბილისის შემოვლითი რკინიგზის ერთ-ერთი პროექტი მიწისქვეშა გვირაბს ითვალისწინებს“. 2018 წელი - რკინიგზასა და მერიას შორის ჯერ კიდევ შეთანხმებული არ არის შემოვლითი რკინიგზის საბოლოო ვარიანტი - ერთ-ერთი ვერსია სამგორსა და ზაჰესში გვირაბების გაკეთება და რკინიგზის სატვირთო ხაზის მათ შორის მოქცევაა;

2018 წელი საქართველოს რკინიგზის“ კორპორატიული ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსის ა. საღირაშვილის განცხადებით - თბილისის შემოვლითი რკინიგზისთვის აშენებული ინფრასტრუქტურა შესაძლოა, დედაქალაქმა ახალი საავტომობილო გზისთვის გამოიყენოს.


ავტორი: ბელა გელაშვილი








„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up