თბილისის შემოვლით რკინიგზაზე დახარჯული 210 მილიონი, ფაქტობრივად, წყალში გადაიყარა, მთავრობა ახალ პროექტზე იწყებს მუშაობას

თბილისის შემოვლით რკინიგზაზე დახარჯული 210 მილიონი, ფაქტობრივად, წყალში გადაიყარა, მთავრობა ახალ პროექტზე იწყებს მუშაობას

access_time2018-11-12 09:00:00


თბილისის შემოვლითი რკინიგზა, რომესაც თავის დროზე დედაქალაქისთვის მნიშვნელოვანი ეკონომიკური და ეკოლოგიური სარგებელი უნდა მოეტანა,  6 წელია დაპაუზებულია. 


პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ „მწვანე პოლიტიკა — ეკოტრანსპორტის“ პრეზენტაციაზე განაცხადა, რომ შემოვლითი რკინიგზის პროექტის შეჩერება სრულიად ობიექტურმა მიზეზებმა განაპირობა, ვინაიდან ეს პროექტი იყო „ კონტრპროდუქტიული და რეტროგრადული.“



 არადა, უფრო ადრე „ საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო“ საკუთარ კვლევაში წერდა „პროექტის დასრულება მნიშვნელოვანი სარგებლის მომტანია ქალაქის განვითარებისა და მოსახლოების უსაფრთხოებისათვის. მათ შორის:



  •  ყოველდღიურად ქალაქის ცენტრში ფეთქებადსაშიში ტვირთის გადაადგილება მაღალ რისკთან არის დაკავშირებული;



  • პროექტის განხორციელებას შეუძლია ქალაქის განვითარებაში ახალი ეკონომიკური სტიმულის (დამატებითი სამუშაო ადგილების) შექმნა და შედეგად, დადებითი სოციალური ეფექტების მოტანა;



  • პროექტის განსახორციელებლად მნიშვნელოვანი ხარჯებია გაწეული.



თბილისის შემოვლითი რკინიგზის მშენებლობა 2010 წელს დაიწყო ,თუმცა 2012 წლის საპარლამენტ არჩევნების შემდეგ ხელისუფლების გადაწყვეტილებით შეჩერდა, მიზეზად კი კომპანია mc Mobility -ის კვლევის შედეგად გამოვლენილი ხარვეზები დასახელდა. კერძოდ გამოვლინდა, რომ პროექტის იმ დროისთვის არსებული ფორმით განხორციელების შედეგად გაუარესდებოდა როგორც საოპერაციო, ასევე მონაკვეთის მოვლა-შენახვის მაჩვენებლები და შემცირდებოდა გამტარუნარიანობა (სატრანზიტო სიმძლავრე). ამასთან კონტრაქტორმა (ჩინეთის რკინიგზის 23-ე ბიურო) ვერ დაიცვა მშენებლობის შესრულების ვადები შედეგად, სამუშაოების დამთავრების თარიღისთვის (2013 წლის 8 ივნისი), კონტრაქტორს 18-თვიანი ჩამორჩენა ჰქონდა.




2013 წლის 5 დეკემბერს საქართველოს მთავრობამ გადაწყვეტილება მიიღო, რომ პროექტი 3 წლით დაეკონსერვებინა და ეს პერიოდი ხარვეზების აღმოსაფხვრელად გამოეყენებინა. ამ დროისთვის პროექტის ძირითადი სამშენებლო სამუშაოები უკვე შესრულებული და პროექტის დაახლოებით 2/3 უკვე დაფინანსებული იყო .შემოვლითი რკინიგზის სამშენებლო სამუშაოები 2016 წელს უნდა განახლებულიყო. საქართველოს მთავრობის 2016 წლის 9 აგვისტოს განკარგულები მიხედვით, პროექტის განხორციელების ფორმაზე საბოლოო გადაწყვეტილება „საქართველოს რკინიგზას“ განკარგულების ძალაში შესვლიდან ოთხ თვეში, მაქსიმუმ 2016 წლის 9 დეკემბერს უნდა მიეღო, ამავე განკარგულებით პროექტის განხორციელების ვადად გადაწყვეტილების მიღებიდან 22 თვიანი პერიოდი განისაზღვრა,თუმცა აღნიშნული ვადები დაირღვა და პროექტი კვლავ შეჩერებულია.



პარლამენტის ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, რომან გოცირიძე  შემოვლითი რკინიგზის პროექტის გაჩერებას ხელოვნურ მიზეზებს უკავშირებს.


„ ეს პროექტი, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია, ისევე როგორც რიყეზე დოქები, რომელიც მსოფლიოში საუკეთესო არქიტექტურულ პროექტებს შორის დასახელდა, ჯინაზე 6 წელია ერთიც და მეორეც გაჩერებულია. ჯერ მხოლოდ 200 მილიონ ლარზე მეტია რკინიგზის პროექტზე დახარჯული. ეს იყო სერიოზული მავნებლობა, რომ ამდენი დანახარჯები წყალში გადაყარეს და ახლა იმით უნდათ გამოძვრნენ, რომ პროექტის წამგებიანობაზე საუბრობენ. შემოვლითი რკინიგზა მნიშვნეოვნად განტვირთავდა ქალაქის ცენტრს, გააცოცხლებდა მარცხენა სანაპიროს, განვითარდებოდა ინფრასტრუქტურაც. ძველი პროექტები გაჩერდა, ახალი კი წლებია არ ჩანს.“- განაცხადა რომან გოცირიძემ.



მიმდინარე წლის დასაწყისში სწორედ თბილისის შემოვლითი რკინიგზის პროექტი იყო ერთ-ერთი იმ რამდენიმე საკითხიდან, რის გამოც თბილისის მერიამ თბილისის გენერალური გეგმა დაიწუნა და დოკუმენტი ავტორებს შენიშვნებით უკან დაუბრუნა. ამ ეტაპზე ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, თბილისის შემოვლთი რკინიგზის ახალ პროექტს მთავრობა უახლოეს მომავალში წარადგენს.


  • პროექტის მთავარ მიზანს, სარკინიგზო ოპერაციების უსაფრთხოებისა და ეფექტურობის გაზრდის მიზნით, სახიფათო ტვირთის (ნავთობისა და ნავთობპროდუქტების) სატრანზიტო გადაზიდვების მჭიდროდ დასახლებული დედაქალაქის ცენტრიდან ქალაქის ფარგლებს გარეთ გადატანა წარმოადგენდა.



„სატრანსპორტო დერეფნების კვლევითი ცენტრის ხელმძღვანელის“— პაატა ცაგარეიშვილის აზრით, დღესდღეობით აღარ არსებობს არგუმენტები, რომლებიც შემოვლითი რკინიგზის საჭიროებას დაასაბუთებს. ასევე მისი თქმით, საეჭვოა ამ პროექტში ჩადებული ინვესტიციის დაბრუნება.



„როდესაც პროექტი დაიწყო , მაშინ რკინიგზის გადაზიდვები ყოველწლიურად დაახლოებით 15-20 %-ის ფარგლებში იზრდებოდა. 2012 წელს რკინიგზამ მიაღწია გადაზიდვების პიკურ -20 მილიონ ტონიან მაჩვენებელს, შესაბამისად საჭირო იყო ამ პროექტის განხორციელება , მაგრამ იმ ვითარებაში, როცა 2012 წლიდან მოყოლებული დღემდე ტვირთის შემცირების ტენდენცია გვაქვს , ისმის კითხვა : გვჭირდება შემოვლით რკინიგზა? ქალაქის ცენტრში არსებული რკინიგზა სავსებით საკმარისია დღევანდელი ტვირთის ნაკადებისთვის. მნიშვნელოვანი იყო ასევე ეკოლოგიური არგუმენტი ნედლი ნავთობის გადაზიდვასთნ დაკავშირებით, მაგრამ ესეც ავტომატურადაა მოხსნილი, რადგან ნავთობპროდუქტები სხვა ალტერნატიული გზებით გადააქვთ, შესაბამისად შემოვლითი რკინიგზის განხორციელებას დღევანდელ ვითარებაში არანაირი შედეგი არ ექნება.“ -განაცხადა პაატა ცააგარეიშვილმა.


საერთო ჯამში, თბილისის შემოვლითი რკინიგზის პროექტის საინვესტიციო ღირებულება დაახლოებით, 300 მილიონი დოლარია, საიდანაც 210 მილიონამდე უკვე დაიხარჯა.



მარიამ ტიტვინიძე




მარკ ცუკერბერგი ცენტი-მილიარდერების კლუბს შეუერთდა

მარკ ცუკერბერგი ცენტი-მილიარდერების კლუბს შეუერთდა
access_time2020-08-08 19:35:02
მარკ ცუკერბერგი ცენტი-მილიარდერების კლუბს შეუერთდა, რაც იმას ნიშნავს, რომ მისმა ქონებამ $100 მილიარდი შეადგინა. ამის შესახებ...

MEI: რუსეთის სამხედრო თავდასხმამ და მისმა შედეგებმა საქართველო დასავლეთთან დაახლოებისკენ მიმავალ გზაზე ვერ დააბრკოლა

MEI: რუსეთის სამხედრო თავდასხმამ და მისმა შედეგებმა საქართველო დასავლეთთან დაახლოებისკენ მიმავალ გზაზე ვერ დააბრკოლა
access_time2020-08-08 18:00:38
„ამ კვირაში სრულდება 12 წელი რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე შემოჭრის შემდეგ. მაშინ, როცა მსოფლიოს ყურადღება გადატანილი იყო პეკინის ზაფხულის ოლიმპიადაზე, ოკუპანტი ძალები: ასობით რუსული ტანკი და ჯავშანტრანსპორტიორი როკის გვირაბის გავლით მიადგა რუსეთ-საქართველოს საზღვარს“, - ამის შესახებ არაკომერციული და არაპარტიული ანალიტიკური ინსტიტუტის – „ახლო აღმოსავლეთის...

ევროპული თვალთახედვა დეზინფორმაციასთან საბრძოლველად

ევროპული თვალთახედვა დეზინფორმაციასთან საბრძოლველად
access_time2020-08-08 13:00:39
ლიეტუვას რადიოსა და ტელევიზიის კომისიის თავმჯდომარეს, ბატონ მანტას მარტისიუსს სოციალური სამართლის იურისტი ნინი შენგელია ესაუბრა. დიალოგი გაიმართა „სექტორი 3-ის, ჰაბი განვითარებისთვის“ პროექტის ფარგლებში. თემა შეეხებოდა დეზინფორმაციის საფრთხეს, ყალბ ახალ ამბებს, სოციალურ მედიაში სიძულვილის ენასა და სოციალური მედიის პლატფორმებთან მიმართებაში, როგორც ლიეტუვას, ასევე გლობალურ გამოცდილებას.რუსეთის დეზინფორმაცია ლიეტუვასა და მისი ბალტიელი მეზობლებისთვის, ესტონეთისა და ლატვიისთვის...

აშშ-ის კონტრდაზვერვის ხელმძღვანელი აცხადებს, რომ რუსეთი, ჩინეთი და ირანი 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში ჩარევას შეეცდებიან

აშშ-ის კონტრდაზვერვის ხელმძღვანელი აცხადებს, რომ რუსეთი, ჩინეთი და ირანი 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში ჩარევას შეეცდებიან
access_time2020-08-08 16:30:43
აშშ-ის კონტრდაზვერვის და უსაფრთხოების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის,...

პირბადე 8 ენაზე თარგმნის ფუნქციით – იაპონური სტარტაპის გამოგონება

პირბადე 8 ენაზე თარგმნის ფუნქციით – იაპონური სტარტაპის გამოგონება
access_time2020-08-08 14:00:59
როდესაც COVID-19-ის პანდემიამ პირბადე ჩვენი ყოველდღიურობის ნაწილად აქცია, იაპონური სტარტაპი Donut Robotics ახალ შესაძლებლობებზე დაფიქრდა. მაშინ, როცა სხვადასხვა კომპანია სხვადასხვა დიზაინისა...


მსგავსი სიახლეები

up