თბილისის შემოგარენში უძრავი ქონების შეძენაზე მოთხოვნა იზრდება - როგორია პერსპექტივა

თბილისის შემოგარენში უძრავი ქონების შეძენაზე მოთხოვნა იზრდება - როგორია პერსპექტივა

person access_time2017-06-02 11:30:28

გადატვირთული მოძრაობის, დაბინძურებული ჰაერისა და ეკოლოგიური პრობლემების გამო, მოსახლეობის გარკვეული ნაწილი საცხოვრებლად ქალაქგარეთ გადადის. უძრავი ქონების სააგენტოებში ამბობენ, რომ ბოლო 4-5 წლის განმავლობაში თბილისის შემოგარენში სახლის და მიწის ნაკვეთის შეძენის მსურველთა რაოდენობამ საგრძნობლად მოიმატა. რეალტორების თქმით, პოპულარულ მიმართულებებს შორისაა ცხვარიჭამია, წყნეთი, კიკეთი, წავკისი, საგურამო და სხვა დასახლებული პუნქტები.

 

ჯანდაცვის მსოფლიოში ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით, დედამიწაზე ყოველი 10 ადამიანიდან 9 იმ გარემოში ცხოვრობს, სადაც ჰაერის დაბინძურების მაღალი დონე ფიქსირდება. ჰაერის დაბინძურება პრობლემაა საქართველოშიც, განსაკუთრებით დედაქალაქში, რის შედეგადაც ყოველწლიურად დაავადებების რიცხვი კატასტროფულად მატულობს. ამიტომ ეკოლოგების თქმით, თბილისში ცხოვრებას ქალაქგარეთ გადასახლება სჯობს.

 

ეკოლოგების თქმით, ქალაქში ტრანსპორტისა და შუშის შენობების მომრავლების გამო ეკოლოგიურად სუფთა გარემო ვერ იქმნება. როგორც ექსპერტები განმარტავენ, ქალაქგარეთ ცხოვრების ტენდენცია, რომელიც ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში დიდი ხანია დამკვიდრდა, მალე საქართველოშიც შესამჩნევი გახდება.

 

ბუნების დამცველების განცხადებით, თბილისთან ახლოს ეკოლოგიურად სუფთა საცხოვრებლის თვალსაზრისით რამდენიმე ადგილია, მათ შორის: კიკეთი, ცხვარიჭამია, ნატახტარი, წეროვანი, წავკისი, წყნეთი და სხვ.
"საქართველოს მწვანეთა მოძრაობის" თანათავმჯდომარე რუსუდან სიმონიძე მიიჩნევს, რომ ეკოლოგიური თვალსაზრისით ქალაქში ცხოვრება გაუსაძლისი გახდა, მისი განცხადებით, ქალაქგარეთ ცხოვრება უმჯობესია.

 

„საქართველოს რეალტორთა ასოციაციის" ხელმძღვანელი თენგიზ გადელიას განცხადებით, საკმაოდ მოთხოვნადია საგურამო, კიკეთი, წყნეთის მიმართულებები. ამის მიზეზი კი რამდენიმეა. პირველი, დედაქალაქთან სიახლოვე, მეორე -გასული წლებისგან განსხვავებით დასახელებული ადგილების ინფრასტრუქტურულად განვითარება და მესამე - ეკოლოგიური სისუფთავე.

 

გადელიას განცხადებით, გასული წლებისგან განსხვავებით წელს თბილისის შემოგარენში უძრავ ქონებაზე ტრანზაქციები მომატებულია. „ზრდის მაჩვენებელი თბილისელებზე მოდის. ვინც მართლა თბილისელია, მას ყელში აქვს ამოსული ხმაური, ბევრი ავტომანქანა. თბილისის შემოგარენში უძრავი ქონების შესყიდვით ძირითდად ეს სეგმენტი ინტერესდება"-აცხადებს გადელია. მისი თქმით, ადამიანები თბილისის შემოგარენში ქონებას ხშირ შემთხვევაში აგარაკებისთვის ყიდულობენ.

 

რეალტორთა ასოციაციის ხელმძღვანელი თენგიზ გადელია პროგნოზსაც აკეთებს და აცხადებს, რომ მოთხოვნა კიდე უფრო გაიზრდება, თუ თბილისის ცენტრალურ უბნებში კიდევ უფრო გადაიტვირთა მშენებლობები და ქალაქი მანქანებისგან არ განიტვირთება.

 

ეკონომიკის დოქტორი, პროფესორი რატი აბულაძე განმარტავს, რომ თბილისის შემოგარენის, როგორც ცენტრიდან დაშორებული სივრცის ფორმირებაზე გავლენა იქონია პრემიუმ კლასის მოთხოვნის ვექტორმა და სტრუქტურის ცვლილებამ, რაც აისახა დედაქალაქის შემოგარენის გამოცოცხლებასა და საცხოვრებელი ბაზრის გააქტიურებაში.

 


„ვინაიდან და რადგანაც საგარეუბნო ზონები საკურორტო ზონებს მიეკუთვნება, მათი ღირსებები ისტორიულადაა ცნობილი, შესაბამისად დღევანდელ ტენდენციას პროცესების გაცოცხლება და ერთგვარი „დემოგრაფიული ინვერსია" წარმოადგენს"-აცხადებს რატი აბულაძე.

 

მისი განმარტებით, თბილისის შემოგარენის განვითარებას უბიძგებს ისეთი ფაქტორები, როგორიცაა:
ჰაერის დაბინძურების მაღალი დონე (რაც სერიოზული დაავადებების გამომწვევია ცენტრის მაცხოვრებლებისათვის), ხმაურის დონე;

 

ქალაქის ფორმირება, სივრცის დეფიციტი და მაღალი სიმჭიდროვე;


 

ხე-მცენარეებისა დაგამწვანებული ტერიტორიების სიმცირე;

 

ურბანული ნიუსანსები; ქალაქის სოციალურ-სივრცითი, ეკონომიკური და ინსტიტუციური ასპექტები;

 

სოციალური სეგრეგაციის პროცესი;

 

კულტურის გავლენა და ტენდენციის არსებობა;

 

როგორც აბულაძე განმარტავს,ახალი ნარატივით აქტიურად მიდის „მაღალშემოსავლიანი სეგმენტის სუბურბანიზაცია" და საგარეუბნო დასახლებების მოდიფიცირება. ფაქტია, რომ თბილისის შემოგარენი ორგანული მთლიანობაა, რომელიც წარმოდგენილია:

 

საგარეუბნო საკურორტო ზონების (წყნეთი, კოჯორი, კიკეთი, ბეთანია) ჯანსაღი კლიმატით;

 

ინდივიდუალიზებით, იზოლირებითა და კომფორტულად ცხოვრების უზრუნველყოფით;
სოციალურ-სივრცითი სტრუქტურით, დაბალი სიმჭიდროვითა და დიდ სივრცეებზე კონტროლით (რაც ამცირებს ცხოვრების სირთულეებს);

 

ბუნებისა და ლანდშაფტის სილამაზის შეგრძნებით. დასახლებების გამოცოცხლებითა და „პრემიუმ გარემოს" კონფიგურაციიის აღქმით;

 

აბულაძის განმარტებით, ქალაქის მთავრობის მოვალეობაა ჰეტეროგენულ გარემოში:

 

თბილისისა და მისი შემოგარენის დიქოტომით არ მოხდეს უთანასწორობის გააღრმავება და „სეგრეგირებული ქალაქის" ფორმირება;

 

არ მოხდეს სოციალურ-ეკონომიკური იზოლირება და კლასებად დაყოფა;

 

პრემიუმ სეგმენტის გარეუბანში კონცენტრირებამ კი უნდა გამოიწვიოს საქმიანი და სიცოცხლისუნარიანი გარემოს ფორმირება;

 

"საქართველოს მენაშენეთა ასოციაციის ხელმძღვანელი" ირაკლი როსტომაშვილი განმარტავს,რომ იმაზე ხმამაღლა საუბარი რომ თბილისის შემოგარენი ვითარდება, არასწორია. როგორც როსტომაშვილი განმარტავს, განვითარება მასშტაბური არ არის. „ადრე უფრო შენდებოდა, რადგან თბილისის შემოგარენში მსგავსი უბნები ადრე არ იყო. წყნეთი, მუხათწყარო და წავკისი არ იყო ასე განვითარებული და რამდენიმე წლის წინ განვითარდა. ახლა ახალი დასახლება არაფერი აშენებულა. ისეთი მასშტაბური განვითარება არ არის. ეს უბნები ადრე ჩამოყალიბდა"-აცხადებს როსტომაშვილი.

 

ქალაქის შემოგარენში უძრავ ქონებაზე მოთხოვნა რომ მკვეთრად გაზრდილია ამაზე საუბრობენ უძრავის ქონების სააგენტოებიც. მათი განცხადებით,თბილისის ცენტრალური უბნები საკმაოდ გადატვირთულია როგორც მშენებლობებით, ისე მანქანებით,ამიტომ მოსახლეობა ცხოვრებას ბევრა უფრო მყუდრო და მშვიდ გარემოში არჩევს.

 

რამდენიმე თვის წინ უძრავი ქონების სააგენტო „ბონუსის" დირექტორი ილია ინაშვილი განმარტავდა, რომ ქალაქის შემოგარენში უძრავ ქონებაზე მოთხოვნა მკვეთრად გაზრდილი იყო.

 

„თბილისთან ახლოს რაიონებში მიწის ნაკვეთები ყოველთვის მოთხოვნადი იყო. პრობლემას მხოლოდ კომუნიკაციების არარსებობაა წარმოადგენს. მაგრამ, როდესაც გამოსწორდება, მოთხოვნაც უფრო მეტად გაიზრდება.

 

რაც შეეხება უშუალოდ უძრავი ქონების გაყიდვებს, ამაზე მოთხოვნა ყოველთვის იყო და ახლაცაა. თბილისის შემოგარენში გაყიდვების კუთხით ბოლო 4-5 წლის ტენდენციას რომ გადახედოთ, ვნახავთ, რომ ეს წლიდან წლამდე მნიშვნელოვნად იზრდება" - აცხადებდა ილია ინაშვილი.

 

 




საავიაციო სფეროს ახალი მოთამაშე შეემატა – Aero Georgia Group-ი რამდენიმე მიმართულებით იმუშავებს

საავიაციო სფეროს ახალი მოთამაშე შეემატა – Aero Georgia Group-ი რამდენიმე მიმართულებით იმუშავებს
access_time2019-11-15 18:17:34
საავიაციო სფეროს ახალი მოთამაშე შეემატა. ავიაკომპანია Myway Airlines-ის ყოფილმა მეწილემ და კომერციულმა დირექტორმა იგორ აფციაურმა თანამოაზრეებთან ერთად კომპანია Aero Georgia Group-ი ჩამოაყალიბა, რომელიც რამდენიმე მიმართულებით იმუშავებს, თუმცა მისი საქმიანობა მაინც ავიაციასთან იქნება მჭიდრო კავშირში. იგორ აფციაური ამბობს, რომ ავიაციის სფეროში მომუშავე საკუთარი კომპანიის დაფუძება დიდი ხანია სურდა. ქართული ავიაკომპანია Aero Georgia Group-ი საქმიანობა...

ოცდაექვსს მინუს ერთი - ჯანდაცვის სატარიფო რეფორმა, რომელიც მხოლოდ „ევექსისთვისაა“ მისაღები

ოცდაექვსს მინუს ერთი - ჯანდაცვის სატარიფო რეფორმა, რომელიც მხოლოდ „ევექსისთვისაა“ მისაღები
access_time2019-11-15 17:30:21
რამდენიმე დღის წინ კლინიკა „გულის“ დამფუძნებელმა ანზორ მელიამ „კომერსანტს“ განუცხადა, რომ სამედიცინო სფეროს წამყვანი სპეციალისტები იმ რეფორმის გადავადებას ითხოვენ, რომლის მიხედვითაც საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში ჩართული კლინიკებისთვის ერთიანი ტარიფი ამოქმედდება. როგორც მელიამ განგვიცხადა, პრემიერ მინისტრს, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარეს, ჯანდაცვის...

მაჭავარიანი: ბევრი ევროპული ქვეყანა ისურვებდა, ვალის ასეთი დაბალ მაჩვენებელს

მაჭავარიანი: ბევრი ევროპული ქვეყანა ისურვებდა, ვალის ასეთი დაბალ მაჩვენებელს
access_time2019-11-15 14:30:45
„დღეის მდგომარეობით, მთლიან შიდა პროდუქტთან მიმართებაში ვალი 45 პროცენტია. 41 პროცენტიდან ზრდა კურსის ვარდნამ გამოიწვია“, – ეს განცხადება საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა,პარლამენტის სხდომაზე 2020 წლის ბიუჯეტის წარდგენისას გააკეთა. მისი თქმით, ბევრი ევროპული ქვეყანა ისურვებდა, საქართველოს მსგავსად ვალის ასეთი დაბალი მაჩვენებელი ჰქონდეს: „რამდენად საგანგაშოა ამჟამად არსებული ვალის ნიშნული? ჩვენ ვამბობთ, რომ ეს ნიშნული არ არის...

„არცერთ სტრუქტურას პასუხი არ აქვს“ -ცნობილი ექიმი მე-6 დღეა ტყვეობაშია

„არცერთ სტრუქტურას პასუხი არ აქვს“ -ცნობილი ექიმი  მე-6 დღეა  ტყვეობაშია
access_time2019-11-15 16:00:13
საოკუპაციო ხაზთან ცნობილი ტრავმატოლოგის ვაჟა გაფრინდაშვილის დაკავებიდან თითქმის ერთი კვირა გავიდა, თუმცა,ხელისუფლებამ ამ ფაქტის შესახებ  გატაცებიდან მხოლოდ, ოთხი დღის შემდეგ გაავრცელა ინფორმაცია და კონკრეტულად ვერც ის თქვა, რა კეთდება იმისათვის,რომ გაფრინდაშვილი  ცხინვალის იზოლატორიდან გათავისუფლდეს. დღეს კი, ცნობილი გახდა, რომ ოკუპირებული  ახალგორის  სასამართლომ, საქართველოს მოქალაქე ვაჟა გაფრინდაშვილს, ორთვიანი...

არჩილ თალაკვაძე: არჩევნებს ხალხის ნდობა იგებს და არა ცალკე აღებული საარჩევნო მოდელი

არჩილ თალაკვაძე: არჩევნებს ხალხის ნდობა იგებს და არა ცალკე აღებული საარჩევნო მოდელი
access_time2019-11-15 15:09:56
„პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლა „ქართული ოცნების“ ინიციატივა იყო თავის დროზე. სწორედ ჩვენი გუნდის ძალისხმევით ჩაიწერა კონსტიტუციაში, რომ 2024 წლიდან არჩევნები სრულად პროპორციული სისტემით გაიმართება“-ამის შესახებ უმრავლესობის ლიდერმა, პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ რამდეიმე წუთის წინ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.  „ასევე „ქართული ოცნების“ ინიციატივა იყო პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე 2020 წლიდან გადასვლა, რასაც, როგორც ვნახეთ, სამწუხაროდ, დეპუტატთა...


მსგავსი სიახლეები

up