თბილისის შემოგარენში უძრავ ქონებაზე მოთხოვნა იზრდება - „დამკვეთები ხშირად აცხადებენ, რომ თბილისში ცხოვრება შეუძლებელია“

თბილისის შემოგარენში უძრავ ქონებაზე მოთხოვნა იზრდება - „დამკვეთები ხშირად აცხადებენ, რომ თბილისში ცხოვრება შეუძლებელია“

access_time2017-10-23 11:40:57

გადატვირთული მოძრაობის, დაბინძურებული ჰაერისა და ეკოლოგიური პრობლემების გამო, მოსახლეობის გარკვეული ნაწილი საცხოვრებლად ქალაქგარეთ გადადის. შესაბამისად, თბილისთან ახლოს მდებარე სოფლებში უძრავ ქონებაზე მოთხოვნაც გაიზარდა. როგორც „კომერსანტთან“ საუბრისას უძრავი ქონების სააგენტოების წარმომადგენლები აცხადებენ, თბილისის შემოგარენში სახლის და მიწის ნაკვეთის შეძენის მსურველთა რაოდენობამ ერთ წელიწადში საშუალოდ 5–დან 30%–მდე მოიმატა.  რეალტორების  ნაწილი აცხადებს, რომ პოპულარულ მიმართულებებს შორისაა – კოჯორი, საგურამო, ზემო წყნეთი, ბაზალეთი, ნატახტარი, ცვხარიჭამია, არაგვისპირი, წავკისი და ტაბახმელა. მზარდ მოთხოვნას უძრავი ქონების სპეციალისტები რამდენიმე ფაქტორით ხსნიან, მათ შორის, ყველაზე მნიშვნელოვნად  ეკოლოგიურ მდგომარეობას ასახელებენ. 

 

„თბილისის შემოგარენში სახლისა და მიწის შეძენის მსურველთა რაოდენობამ შარშანდელ ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 2017 წელს 5-7%-ით იმატა. ჩემი კომპანიის შემთხვევაში ხშირია მოთხოვნა: საგურამოზე, ზემო წყნეთზე და წავკისზე. ეს ტერიტორიები საცხოვრებლად აბსოლუტურად მოწესრიგებულია და ის თბილისთან ახლოსაა. მთავარი მიზეზი კი, როს გამოც მოსახლეობა საცხოვრებელ ადგილად თბილისის შემოგარენს ირჩევს, ეკოლოგიური მდგომარეობაა. თბილისში სუნთქვა პრაქტიკულად, შეუძლებელია“, - განმარტა უძრავი ქონების საგენტო „სიგმას“ დირექტორმა ზურაბ ლაჩაშვილმა.

 

მყიდველთა რაოდენობის ზრდაზე საუბრობს „ჯეო რეალთის“ დამფუძნებელი მაია გამზარდიაც. მისი თქმით, განსაკუთრებულად მოთხოვნადია კოჯორი, საგურამო, ცხვარიჭამია, წავკისი და ტაბახმელა. გამზარდიას თქმით, ეს პროცესი დედაქალაქში დაბინძურებულმა გარემომ გამოიწვია.    

 

„ჩვენი დამკვეთები ხშირად აცხადებენ, რომ თბილისში ცხოვრება და სუნთქვა შეუძლებელია. ეკოლოგიის თვალსაზრისით ჰაერი წარმოუდგენლად დაბინძურებულია“, - განმარტავს „ჯეო რეალთის“ დამფუძნებელი მაია გამზარდია.

 

Myhome.ge-ში აცხადებენ, რომ ქალაქის შემოგარენში უძრავ ქონებაზე როგორც ყიდვის, ასევე გაყიდვის მოთხოვნა ერთი წლის განმავლობაში 30%-ზე მეტით გაიზარდა. ძირითადად პოპულარულია – ბაზალეთი, ნატახტარი, მისაქციელი, არაგვისპირი და ცხვარიჭამია. 

 

როგორც უკვე აღვნიშნეთ, მოქალაქეები დედაქალაქის გარეთ ცხოვრებას თბილისში არსებული მძიმე ეკოლოგიური მდგომარეობის გამო არჩევენ. დაბინძურებული ჰაერი კი პრობლემაა არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ მსოფლიოსთვისაც. მაგალითად, ინგლისურ სამეცნიერო ჟურნალ Lancet-ის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში აღნიშნულია, რომ 2015 წელს ჰაერისა და წყლის დაბინძურების გამო, მსოფლიოში ცხრა მილიონი ადამიანი გარდაიცვალა. ჯანდაცვისა და გამონაბოლქვის საკითხებზე კომისიის მეცნიერებმა დაადგინეს, რომ მსოფლიოში სიკვდილის ყოველი ექვსი შემთხვევიდან ერთი გამონაბოლქვს უკავშირდება.

 

რამდენი ადამიანი იღუპება საქართველოში დაბინძურებული ჰაერის გამო, ამის ზუსტი სტატისტიკა არ არსებობს. თუმცა ისეთი დაავადებების რიცხვი, რომელთა მაპროვოცირებელი სწორედ დაბინძურებული ჰაერია, მნიშვნელოვნად არის გაზრდილი. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2016 წელს პირველადი დადგენილი დიაგნოზით  სისხლისა და სისხლბადი ორგანოების ავადმყოფობები 2012 წელთან შედარებით 3,9 ათასი შემთხვევით გაიზარდა. (18,5 ათასი–დან 22,4 ათასამდე). ასევე მოიმატა სისხლის მიმოქცევის სისტემის ავადმყოფობებმა – 2012 წელს – 133.4 ათასი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, ხოლო 2016 წელს – 191 ათასი. სუნთქვის ორგანოთა ავადობის მაჩვენებელი კი 521.9 ათასიდან 744,7 ათასამდე გაიზარდა.

 

საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ავტომობილების გამონაბოლქვი, ემისიებისა და ნახშირორჟანგის, ასევე აზოტის ჟანგეულები, გოგირდის ორჟანგი, ჭვარტლი, ბენზოპირენი და ჰაერში შეწონილი წვრილდისპერსიული მყარი ნაწილაკების დიდი რაოდენობით გამოყოფა, გავლენას არა მარტო ჰაერის დაბინძურებაზე ახდენს, არამედ მკვეთრად აუარესებს ადამიანის ჯანმრთელობას. მათივე ინფორმაციით, ზრდის გულსისხლძარღვთა და რესპირატორულ დაავადებათა რისკს, მწვავდება ალერგიული ფონი და ფილტვის კიბოს განვითარების ალბათობა.

 

სხვადასხვა არასამთავრობო სექტორის მიერ ჩატარებული კვლევების მიხედვით, საქართველოში ჰაერის დაბინძურების 72% ავტომობილებზე მოდის. იმისათვის, რომ ეს მაჩვენებელი შემცირდეს, საჭიროა მანქანებზე ტექდათვალიერების ამოქმედება, რომელიც 2018 წლის პირველი იანვრიდან დაიწყება.  ასევე აუცილებელია მწვანე ნარგავებით თბილისის, განსაკუთრებით კი ცენტრალური უბნების განაშენიანება და გზების ხარისხის მოწესრიგება. ამასთან, დედაქალაქში ჰაერის დაბინძურების დონის შემცირებას ხელს შეწყობს საცხოვრებელი კომპლექსების ქალაქგარეთ გატანა, ასეთი გამოცდილება ევროპაში უკვე არსებობს და მისი ქართულ რეალობაში გადმოტანა, ურიგო ნამდვილად არ იქნებოდა.

 

ავტორი: ლიკა გურაბანიძე



4 ივნისი - ქართული ლარი 6 თეთრით გამყარდა, თურქული ლირა და სომხური დრამი გაუფასურდა

4 ივნისი - ქართული ლარი 6 თეთრით გამყარდა, თურქული ლირა და სომხური დრამი გაუფასურდა
access_time2020-06-04 19:00:57
კორონავირუსის უარყოფითი ეფექტი რეგიონში ყველაზე მკვეთრად ქართული ლარის კურსზე აისახა, მარტის თვეში, ლარი რეკორდულად 22%-ით გაუფასურდა. წლის განმავლობაში, ქართული ლარი აშშ დოლართან მიმართებაში - 12%-ით გაუფასურდა. შედარებისთვის, დაახლოებით 16%-ით არის შემცირებული თურქული ლირა, სომხური დრამი და აზერბაიჯანული მანათი კი 2%-ის ქვემოთ მერყეობს.   ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული 4 ივნისის ვაჭრობის შედეგად, ქართული ლარის კურსი 6 თეთრით გამყარდა და ერთი...

საქართველოში უკიდურესი სიღარიბე მოსახლეობის ყველა კატეგორიაში გაიზარდა

საქართველოში უკიდურესი სიღარიბე მოსახლეობის ყველა კატეგორიაში გაიზარდა
access_time2020-06-04 17:20:31
„2012 წლის შემდეგ, საქართველოში სიღარიბე 10.5 პროცენტული პუნქტით შემცირდა“ - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა. საქსტატის მონაცემებით, 2013-2019 წლებში აბსოლუტური სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფი მოსახლეობის წილი 30%-დან 19.5%-მდე შემცირდა. პრემიერი სიღარიბის მხრივ ქვეყანაში არსებულ ტენდენციას, ყურადღების მიღმა ტოვებს. ქვეყანაში სიღარიბის შემცირების ტენდენცია 2011 წელს დაიწყო და 2015 წლის ჩათვლით გაგრძელდა. 2016-2017 წლებში ქვეყანაში...

ეს ფარსი უნდა დამთავრდეს-„ფრონტერა“ გიორგი გახარიას ღია წერილის უგზავნის

ეს ფარსი უნდა დამთავრდეს-„ფრონტერა“ გიორგი გახარიას ღია წერილის უგზავნის
access_time2020-06-04 16:25:04
კომპანია „ფრონტერა“ პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ღიას წერილს უგზავნის, რომელსაც „კომერსანტი“ უცვლელად გთავაზობთ: „ ძვირფასო პრემიერ მინისტრო გახარია, პატივისცემით გწერთ, რათა გაუწყოთ, რომ სხვა ამერიკული კომპანიების მსგავსად ჩვენც ვართ მომსწრენი იმისა თუ როგორ გაუარესდა ქვეყანაში საინვესტიციო და ბიზნეს გარემო, რომელიც არ სცნობს კანონის უზენაესობას და იყენებს სასამართლოს როგორც იარაღს, უპირატესობას ანიჭებს სახელმწიფოს მიტაცებას ნაცვლად ამერიკულ ინვესტიციებთან პარტნიორობისა. 2013 წლიდან...

საკარანტინო ზონებისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან 32.5 მლნ ლარი დაიხარჯა

საკარანტინო ზონებისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან   32.5 მლნ ლარი დაიხარჯა
access_time2020-06-04 16:05:28
საკარანტინო ზონებისთვის დახარჯული სახელმწიფო ბიუჯეტი 32.5 მლნ ლარს შეადგენს. ამის შესახებ COVID-19-ის წინააღმდეგ საქართველოს მთავრობის მიერ გატარებული ღონისძიებების ანგარიშშია ნათქვამი. ამავე ანგარიშის თანახმად, 22 მაისის მდგომარეობით, საკარანტინო ზონაში შედიოდა ქვეყნის მასშტაბით 84 სასტუმრო, რაც ჯამში აერთიანებდა 6 500-ზე მეტ ოთახს, რომლებშიც სავალდებულო კარანტინი 19 002 ადამიანმა დაასრულა. ამასთან, 2 თვის განმავლობაში მუდმივად დაკავებული იყო საშუალოდ...

კობა გვენეტაძე ლარის გამყარებას გაუმჯობესებულ მოლოდინებს უკავშირებს

კობა გვენეტაძე ლარის გამყარებას გაუმჯობესებულ მოლოდინებს უკავშირებს
access_time2020-06-04 14:50:22
ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე ლარის გამყარებას გაუმჯობესებულ მოლოდინებს უკავშირებს. როგორც მან ლარის კურსის კომენტირებისას აღნიშნა, ეს უკავშირდება იმას, რომ ქვეყანამ პანდემიის კრიზისი სწარფად დაძლია. “მოლოდინები გაუმჯობესებულია, დამსახურებულადაც. მაგალითად, ორი თვის წინ როდესაც იყო გაუფასურება, მისი აცდენა აბსოლუტურად შეუძლებელი იყო ყოველგვარი კანონების მიხედვით. ხოლო იმის გამო, რომ საქართველო საკმაოდ კარგად გაუმკლავდა პანდემიას და ერთ-ერთი...


მსგავსი სიახლეები

up