თბილისის შემოგარენში აგარაკის დაქირავების ღირებულება 20%-მდე გაიზარდა

თბილისის შემოგარენში აგარაკის დაქირავების ღირებულება 20%-მდე გაიზარდა

access_time2020-06-29 12:30:44

თბილისის შემოგარენში აგარაკების დაქირავების სეზონი მოახლოვდა. პანდემიის ფონზე დედაქალაქთან ახლოს კერძო სახლების ქირაობაზე მოთხოვნა და ფასები საგრძნობლად გაიზარდა.


უძრავი ქონების პორტალების მიხედვით, 2020 წლის ზაფხულში თბილისის შემოგარენში ყველაზე მოთხოვნადი ლოკაციებია: წყნეთი, კოჯორი, წავკისი, ოქროყანა, ტაბახმელა და საგურამო. ადგილმდებარეობის მიხედვით განსხვავებულია ფასები, მაგალითად ერთი თვით აგარაკის დაქირავება კიკეთში და საგურამოში საშუალოდ 2500-დან 3000 ლარამდე ღირს, ტაბახმელაში 4500 ლარი, ოქროყანაში და წყნეთში 5500-დან 6000 ლარამდე, ხოლო კოჯორში 6000 ლარზე ზემოთ.


Myhome-ის პროექტის ხელმძღვანელი მადონა კაჭკაჭაშვილი „კომერსანტთან“ საუბრისას აღნიშნავს, რომ სახლების და აგარაკების ქირავნობაზე მოთხოვნაც და მიწოდებაც წელს გაზრდილია.


„Myhome-ის მონაცემებით, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, თბილისის შემოგარენში სახლების/აგარაკების ქირავნობაზე გაზრდილია როგორც მიწოდება, ასევე მოთხოვნა. საშუალო ფასი სეზონურ განთავსებაზე, სხვადასხვა ლოკაციაზე, განსხვავდება, თუმცა, მთლიანი ფონით სეზონური ქირის ფასი 5-10%-ის ოდენობითაა გაზრდილი. მიმდინარე სეზონზე, ყველაზე აქტუალური ლოკაციებია: წყნეთი, კოჯორი, წავკისი, ოქროყანა, ტაბახმელა. შარშანდელთან მიმართებაში, შედარებით გააქტიურდა შინდისის მიმართულებაც“, - განმარტავს მადონა კაჭკაჭაშვილი.



აგარაკებზე მოთხოვნის ზრდაზე საუბრობს კომპანია „რემაქსის“ ხელმძღვანელი მარიამ ასათიანიც, თუმცა აღნიშნავს, რომ პანდემიის პირობებში მესაკუთრეების ნაწილმა რომლებიც ადრე უძრავ ქონებას აქირავებდნენ, წელს თავად გადაწყვიტეს აგარაკების გამოყენება, რამაც შესაბამისად მიწოდება შეამცირა.


„თბილისის შემოგარენში აგარაკებზე მოთხოვნა გაზრდილია, ზოგადად სეზონურად მაისი-ივნისის თვიდან ყოველთვის იწყება ზრდა და ეს ამ შემთხვევაშიც ბუნებრივია, თუმცა წლევანდელ სეზონზე, რაც ალბათ კოვიდის პანდემიას უკავშირდება გვაქვს ისეთი ტენდენცია, რომ მოთხოვნა დიდია, თუმცა მიწოდება შემცირდა. მესაკუთრეების ნაწილმა რომლებიც მანამდე სახლებს აქირავებდნენ, პანდემიის პირობებში თავად გადაწყვიტეს არსებული ფართების გამოყენება. შესაბამისად, შემცირდა მიწოდება, ალბათ მეორე მიზეზია, ის რომ ზაფხულის პერიოდში ეს ადამიანები უცხოეთში ვეღარ წავლენ და თავიანთ უძრავ ქონებას თვითონ იყენებენ. ამ ყველაფერმა და მიწოდების შემცირებამ, ფასების ზრდა გამოიწვია, ჩემი ინფორმაციით ზრდა საკმაოდ მაღალია, დაახლოებით 20%-მდე. ადრე თუ  სტანდარტულად მოთხოვნა წყნეთზე, წავკისსა და ოქროყანაზე იყო, წელს იქედან გამომდინარე, რომ ამ ადგილებში ფასები გაიზარდა, უკვე წამოვიდა მოთხოვნა საგურამოზე, მცხეთაზე და სხვა მსგავს ლოკაციებზე, რითაც ადრე საერთოდ არ ინტერესდებოდნენ“, - განაცხადა მარიამ ასათიანმა.



ნინო თამაზაშვილი








„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up