Ryanair ოპერირებას თბილისის შემდეგ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში დაიწყებს

Ryanair ოპერირებას თბილისის შემდეგ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში დაიწყებს

access_time2019-11-07 16:10:07

7 ნოემბერს, ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტში უმსხვილესი დაბალბიუჯეტიანი ირლანდიური ავიაკომპანია Ryanair დაიწყებს ოპერირებას. პირველი რეისი მარსელიდან ქუთაისის მიმართულებით 21:15 საათზე შესრულდება.


ამ დღესთან დაკავშირებით აეროპორტში ოფიციალური მიღება გაიმართება. ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ ეკონომიიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ,,საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ დირექტორი გიორგი ჩოგოვაძე, იმერეთის მხარის გუბერნატორი ზვიად შალამბერიძე, გუბერნატორის მოადგილე იოსებ ხახალეიშვილი, ქუთაისის მერი გიორგი ჭიღვარია, ვიცე-მერი დავით ერემეიშვილი, მერის მოადგილე ნინო თვალთვაძე, ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარე რამაზ ჩხიკვაძე და თავმჯდომარის მოადგილე ირაკლი შენგელია, ასევე Ryanair-ის კომუნიკაციის მენეჯერი აღმოსავლეთ და ცენრტრალურ ევროპასა და ბალკანეთში ოლგა პავლონკა.


9 ნოემბრიდან ქუთაისის აეროპორტს კიდევ ერთი ახალი მიმართულება - ბოლონია დაემატება. Ryanair დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტიდან მარსელისა და ბოლონიის მიმართულებით კვირაში 2-2 სიხშირით იფრენს. ხოლო თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის აეროპორტიდან კვირაში 4 სიხშირით რეისებს მილანში შეასრულებს. 2020 წლის აპრილიდან კი პირდაპირ რეისების განხორციელებას კვირაში ორჯერ კიოლნი-თბილისის მიმართულებით დაიწყებს.


ირლანდიურ დაბალბიუჯეტიან ავიაკომპანია Ryanair-თან ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო და “საქართველოს აეროპორტების გაერთიანება” მოლაპარაკებებს თითქმის 10 წლის განმავლობაში აწარმოებდნენ. თუმცა, მოლაპარაკებების საბოლოო ფაზა რამდენიმე თვის წინ დაიწყო და 21 აგვისტოს წარმატებით დასრულდა. ,,საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ დირექტორმა გიორგი ჩოგოვაძემ და ავიაკომპანია Ryanair-ის კომერციულმა დირექტორმა დევიდ ო’ ბრაიენმა ხელი მოაწერეს ურთიერთთანამშრომლობის შესახებ ხელშეკრულებას, რის შედეგადაც დღეს Ryanair-ი უკვე საქართველოშია და ფრენებს ევროპის სხვადასხვა ქალაქში ერთდროულად საქართველოს ორი აეროპორტიდან, ბოინგ 737 ტიპის საჰაერო ხომალდებებით ასრულებს.



ირლანდიური დაბალბიუჯეტური ავიაკომპანია RYANAIR-ი 1984 წელს დაფუძნდა. მისი ავიაპარკი 455 ერთეული ბოინგ 737-800 ტიპის საჰაერო ხომალდისგან შედგება, რომელთა მოცულობა 189 მგზავრს შეადგენს. ამ დროისთვის ავიაკომპანია 38 ქვეყნის 224 მიმართულებით ოპერირებს და ყოველდღიურად 2400 ზე მეტ რეისს ასრულებს. 2018 წლის მონაცემებით ავიაკომპანიამ ჯამურად 139 მილიონი მგზავრი გადაიყვანა და ევროპის ბაზარზე, Lufthansa-ს შემდეგ სიდიდით მეორე ავიაკომპანია გახდა.


„კომერსანტი“

თეგები:
Ryanair



არაექსპლუატირებადი ტერასები, დაუსრულებელი მოაჯირები, გაუქმებული მწვანე სახურავი- რა სამშენებლო დარღვევები აღმოაჩინა მუნიციპალურმა ინსპექციამ „გალერია თბილისში“

არაექსპლუატირებადი ტერასები, დაუსრულებელი მოაჯირები, გაუქმებული მწვანე სახურავი- რა სამშენებლო დარღვევები აღმოაჩინა მუნიციპალურმა ინსპექციამ „გალერია თბილისში“
access_time2020-02-24 20:00:17
მერიის მუნიციპალურმა ინსპექციამ „გალერია თბილისი“ 4 000 ლარით დააჯარიმა, მიზეზი ის სამშენებლო სამართალდარღვევებია, რომელიც დედაქალაქის მთავრობამ მრავალფუნქციურ სავაჭრო ცენტრში აღმოაჩინა.   სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის წარმოება მუნიციპალურმა ინსპექციამ გასული წლის 19 ნოემბერს დაიწყო. ოფიციალური დოკუმენტის მიხედვით ირკვევა, რომ ბიძინა ივანიშვილის...

დღის Top-10 საინტერესო ამბავი

დღის Top-10 საინტერესო ამბავი
access_time2020-02-24 21:30:50
დღის Top-10 საინტერესო ამბავი 1.ვასილ ურუშაძე: ქვეყნის ლოგისტიკური ეფექტიანობა ფსკერზეა, გამართული სატრანსპორტო სისტემის გარეშე ბიზნესის კეთება აბსურდია ლოგისტიკური მაჩვენებლების გაუარესების ფონზე არის თუ არა შესაძლებელი საქართველო ბიზნესის საკეთებლად...

დამსაქმებელთა ასოციაციის და English Book Education-ის ერთობლივ ნეთვორქინგ ღონისძიებას უმასპინძლებენ

დამსაქმებელთა ასოციაციის და English Book Education-ის ერთობლივ ნეთვორქინგ ღონისძიებას უმასპინძლებენ
access_time2020-02-24 14:30:17
ბიზნეს გაერთიანება - საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციისა და English Book Education-ის ორგანიზებით “ნეთვორქინგ” ღონისძიება გაიმართება, რომელსაც 100-მდე კომპანიის წარმომადგენელი დაესწრება. საქართველოში დღითიდღე აქტუალური ხდება TOEIC ტესტი, რომლის ჩაბარებაც 1979 წლიდან აუცილებელი მოთხოვნაა მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში საერთაშორისო ორგანიზაციებში თანამშრომლების მისაღებად. ღონისძიების მიზანია, მონაწილეებმა მიიღებენ ინფორმაცია თავიანთი ბიზნეს საქმიანობის სტანდარტების გაუმჯობესების...

რუსეთის დუმის დეპუტატი გენადი ონიშენკო სვირინგების აკრძალვას ითხოვს

რუსეთის დუმის დეპუტატი გენადი ონიშენკო სვირინგების აკრძალვას ითხოვს
access_time2020-02-24 18:30:23
რუსეთის დუმის დეპუტატი,განათლების კომიტეტის მდივანი   გენადი ონიშნეკო  რუსულ რადიოსთან ინტერვიუში სვირინგების საშიშროებაზე ალაპარაკდა. ონიშენკო მიიჩნევს, რომ სვირინგების მიმართ სიყვარული სქესობრივი ჰორმონების სიჭარბეს უკავშირდება. „ეს უფრო მძიმე გამოვლინებაა იმ სულიერი ინტელექტუალური კრიზისის, რომელსაც საზოგადოება გაინცდის. საერთოდაც, ეს სვირინგები უნდა აიკრძალოს.“ - განაცხადა პარლამენტარმა. მისი თქმით, სვირინგებით სხეულის...

ფაბიო მანინი -„ქუთაისის „ტორპედოს“ დიდი ისტორია აქვს,ჩვენ ამ სახელით სასტუმროს აშენება გვინდა“

ფაბიო მანინი -„ქუთაისის „ტორპედოს“ დიდი ისტორია აქვს,ჩვენ ამ სახელით   სასტუმროს აშენება გვინდა“
access_time2020-02-24 16:30:04
„არ ვეძებდი მცირე და უმნიშვნელო კლუბებს, მინდოდა საუკეთესო. ქუთაისის „ტორპედო“  არაერთი თასის მფლობელი გახდა, ორი წლის წინ ასევე დიდი გამარჯვება მოიპოვა, შესაბამისად ჩავთვალე, რომ ეს საუკეთესო ვარიანტი იყო ჩემთვის“-ამის შესახებ „კომერსანტთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში  ქუთაისის „ტორპედოს“ ახალმა მფლობელმა,იტალიელმა ბიზნესმენმა ფაბიო მანინიმ...


მსგავსი სიახლეები

up