თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს „გრანთ თორნთონის“ სტიპენდია გადაეცათ

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს „გრანთ თორნთონის“ სტიპენდია გადაეცათ

access_time2020-04-08 21:20:49

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის  3 სტუდენტი კომპანია „გრანთ თორნთონის“ სტიპენდიანტი გახდა.  ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის სტუდენტები თამარ ათოშვილი, ანა ბუხრაშვილი და ელენე ცეცხლაძე სპეციალურ სტიპენდიას 2019-2020 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში მიიღებენ.

 

როგორც „გრანთ თორნთონის“ მმართველმა პარტიორმა ვახტანგ ცაბაძემ განაცხადა,  კომერციული სექტორის ჩართულობა და სტიპენდიების დაწესება სახელმწიფო უნივერსიტეტებში, მნიშვნელოვნად გაზრდის სტუდენტების მოტივაციას. მისივე თქმით, „გრანთ თორნთონი“ აქტიურად თანამშრომლობს სხვადასხვა საგანმანათლებლო დაწესებულებებთან, რაც გულისხმობს სხვადასხვა ლექცებისა და მასტერ-კლასების ჩატარებას უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის. წარჩინებულ სტუდენტებს ვაძლევთ როგორც სტაჟირების, ისე დასაქმების შესაძლებლობას.

 

„კომერციული სექტორის ჩართულობა სახელმწიფო უნივერისტეტებში, სტიპენდიების დაწესება და დასაქმების რეალური პერსპექტივა, მნიშვნელოვნად გაზრდის სტუდენტების მოტივაციას, განსაკუთრებით ამ რთულ ეკონომიკურ პერიოდში. ამჯერად სტიპენდიები გადაეცემათ ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის, ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულების სამ წარმატებულ სტუდენტს - აღნიშნა ვახტანგ ცაბაძემ.

 

ურთერთთანამშრომლობის მემორანდუმი თსუ-სა და შპს „გრანთ თორნთონს“ შორის 2018 წელს გაფორმდა და ერთობლივი პროექტების განხორციელებასთან ერთად ყოველწლიურად მაღალი აკადემიური მოსწრების სტუდენტებისთვის სტიპენდიების დაწესებას, ასევე  პროფესიული უნარების განვითარებაში დახმარებას, კერძოდ,  საზოგადოებაში სხვადასხვა პოზიციებზე, ასევე საგანმანათლებლო და სამეცნიერო მიმართულებით პრაქტიკის გავლას გულისხმობს.


 

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკსა და ბიზნესის ფაკულტეტის დეკანის გიორგი ღაღანიძის განცხადებით, კომპანია „გრანთ თორნთონი“ ქართული ბიზნესის სოციალური პასუხისმგებლობისა და მაღალი პროფესიონალიზმის ბრწყინვალე მაგალითია, მითუმეტეს დღეს არსებულ ვითარებაში. „ვფიქრობ, ეს თანამშრომლობა გარდა სტანდარტულად დადგენილი დადებითი მხარეებისა, წარმოაჩენს იმ ფაქტს, რომ დისტანციურადაც შეიძლება სრულფასოვანი მუშაობა. თსუ-მ დაამტკიცა, რომ ნებისმიერ ამ ტიპის გამოწვევას სწრაფად და ეფექტიანად პასუხობს, ვინაიდან გარდა თავისი მაღალპროფესიონალური პერსონალისა, ასეთივე მაღალი პროფესიონალიზმით გამორჩეული პარტნიორები ყავს. კიდევ ერთხელ მადლობა კომპანია „გრანთ თორნთონს“,-აღნიშნა გიორგი ღაღანიძემ.

 

„გრანთ თორნთონის“ სტიპენდიანტი ელენე ცეცხლაძე მიიჩნევს, რომ კომპანიის მიერ დაწესებული სტიპენდია დიდი მოტივაციაა სტუდენტებისთვის, თუმცა კიდევ უფრო მეტად სასიხარულოა, რომ მათ პრაქტიკული გამოცდილების მიღების შესაძლებლობა მიეცემათ. „ეს იქნება ჩვენი პირველი ნაბიჯი მომავალ კარიერაში. დიდი მადლობა თსუ-ს, რომელიც განათლებასთან ერთად ჩვენ პრაქტიკული გამოცდილების მიღების და დასაქმების შესაძლებლობას გვაძლევს, და დიდი მადლობა „გრანთ თორნთონს“ უნივერსიტეტის და სტუდენტების მხარდაჭერისთვის“,-განაცხადა ელენე ცეცხლაძემ.

 

 გრანთ თორნთონის შესახებ

გრანთ თორნთონი მსოფლიოს ერთ-ერთი წამყვანი დამოუკიდებელი აუდიტორული და ბიზნეს საკონსულტაციო კომპანიების საერთაშორისო ქსელია. გრანთ თორნთონის წევრი ფირმები პროფესიონალური რჩევებით ეხმარებიან დინამიკურ ორგანიზაციებს მათი ზრდა-განვითარების პოტენციალის გამოვლენაში. გრანთ თორნთონის გუნდის წევრები, პარტნიორთა ხელმძღვანელობით, მაქსიმალურად იყენებენ საკუთარ ცოდნასა და გამოცდილებას იმისათვის, რომ კარგად გაიაზრონ საჯარო, თუ კერძო კომპანიების წინაშე მდგარი გამოწვევები და დაეხმარონ მათ პრობლემების გადაწყვეტაში. გრანთ თორნთონის 56,000-მდე თანამშრომელი, 143-ზე მეტ ქვეყანაში მუშაობს იმისათვის, რომ იყოს გამორჩეული კლიენტების, კოლეგებისა და საზოგადოებისათვის.

გრანთ თორნთონი აღნიშნავს ბრენდს, რომლის სახელითაც გრანთ თორნთონის წევრი ფირმები თავიანთ კლიენტებს უწევენ აუდიტორულ, საგადასახადო და საკონსულტაციო მომსახურებებს და/ან აღნიშნავს ერთ, ან მეტ წევრ ფირმას, კონტექსტიდან გამომდინარე. გრანთ თორნთონ საქართველო არის გრანთ თორნთონ ინთერნეშენალის წევრი. გრანთ თორნთონ ინთერნეშენალი და მისი წევრი ფირმები არ წარმოადგენენ მსოფლიო მასშტაბის პარტნიორობას. გრანთ თორნთონ ინთერნეშენალი და ყოველი წევრი ფირმა წარმოადგენს ცალკე იურიდიულ პირს. მომსახურების მიმწოდებლები არიან წევრი ფირმები. გრანთ თორნთონ ინთერნეშენალი და მისი წევრი ფირმები არ არიან აგენტები, და/ან არ გააჩნიათ ვალდებულებები ერთმანეთის წინაშე და არ არიან პასუხისმგებელნი ერთმანეთის მოქმედებაზე ან უმოქმედობაზე.


R




„დიდგორელის“ მონაწილეთა პირველი კონფერენცია

„დიდგორელის“  მონაწილეთა პირველი კონფერენცია
access_time2021-12-06 17:50:47
საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში, საგანმანათლებლო პროექტ  „დიდგორელის“ ორგანიზებითა და  არემჯის მხარდაჭერით,  ოკუპირებულ აფხაზეთში არსებული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების შესახებ მოსწავლეთა კონფერენცია გაიმართა. მოსწავლეთა კონფერენციაში მონაწილეობა თბილისის, ზუგდიდის, მესტიის, მარნეულის ახალციხის, გარდაბნის და თეთრიწყაროს სკოლების ოცამდე მოსწავლემ მიიღო. მოსწავლეებმა, პროექტ ,,დიდგორელის’’ ავტორებთან და...

ლარის კურსი ყველა ძირითად ვალუტებთან მიმართებით გამყარდა

ლარის კურსი ყველა ძირითად ვალუტებთან მიმართებით გამყარდა
access_time2021-12-06 18:00:16
6 დეკემბრის ვაჭრობის შედეგად ლარი აშშ დოლართან მიმართებაში 2.43 თეთრით 3.0967-მდე გამყარდა. Bloomberg-ის პლატფორმაზე დღის ბოლოს კურსმა 3.0900 შეადგინა. საერთაშორისო ვალუტებიდან ლარი ევროსთან 3.09 თეთრით 3.4993-მდე, ბრიტანულ ფუნტთან 4.10 თეთრით 4.1037-მდე, აზერბაიჯანულ მანათთან 1.60 თეთრით 1.8215-მდე, ლარი თურქულ ლირასთან 0.44 თეთრით 0.2247-მდე, 1000 სომხურ დრამთან 5.06 თეთრით 6.2921-მდე, ხოლო 100 რუსულ რუბლთან 4.26 თეთრით...

„ავერსი“ საკუთარი ტერიტორიის დაბრუნებას აპირებს – ინფექციურის ახალ შენობაში არაფერი ხდება

„ავერსი“ საკუთარი ტერიტორიის დაბრუნებას აპირებს – ინფექციურის ახალ შენობაში არაფერი ხდება
access_time2021-12-06 18:30:16
ინფექციური კლინიკა ახალ შენობაში, დიდი ალბათობით, არც წელს გადავა. ამის შესახებ jandacva.ge-ს  „ავერსში“ განუცხადეს, რომელსაც ის ტერიტორია ეკუთვნის, სადაც ინფექციური საავადმყოფოა განთავსებული. „ავერსი ფარმას“ დირექტორის ირაკლი ფურცელაძის განცხადებით,  ახალ შენობაში, რომელიც ინფექციურ საავადმყოფოს სახელმწიფომ 2020 წლის მაისში შეუძინა და რომელიც თეთრი კარკასის მდგომარეობაშია, „კარიც კი არავის შეუღია“ და იქ ამ ხნის განმავლობაში არანაირი...

დაიბრუნეთ საკომისიო ვითიბის მობაილ და ინტერნეტ ბანკით გადახდისას

დაიბრუნეთ საკომისიო ვითიბის მობაილ და ინტერნეტ ბანკით გადახდისას
access_time2021-12-06 15:50:29
მომხმარებელი, რომელიც დარეგისტრირდება ვითიბის მობაილ და ინტერნეტ ბანკით წლის ბოლომდე. დაიბრუნებს როგორც დეკემბრის, ისე იანვრის კომუნალური გადახდების საკომისოს. შეღავათი მოიცავს კომუნალური, სადაზღვევო, საფოსტო და სწავლის გადახდებზე...

Myway Airlines-ი სასამართლოში მიდის - „თუ აქტი სასამართლოში გასაჩივრებით არ შეჩერდა, კომპანია 1 კვირაში გაკოტრდება“

Myway Airlines-ი სასამართლოში მიდის - „თუ აქტი სასამართლოში გასაჩივრებით არ შეჩერდა, კომპანია 1 კვირაში გაკოტრდება“
access_time2021-12-06 20:00:00
Myway Airlines-ი სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს გადაწყვეტილებას სასამართლოში გაასაჩივრებს. როგორც კომპანიის იურისტი „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას აცხადებს, სააგენტოს გამოცემული აქტი სასამართლოში გასაჩივრებით თუ არ შეჩერდა, ნიშნავს, რომ კომპანია ოპერირებას ვერ შეძლებს და პირდაპირ 1 კვირაში გაკოტრდება. შეგახსენებთ, რომ საქართველოს მთავრობა ავიაკომპანია Myway Airlines-ისთვის კომერციული ფრენის ლიცენზიის გაუქმებას გეგმავს. ეს კი ავიაკომპანიის გაჩერებას...


მსგავსი სიახლეები

up