თბილისის სატრანსპორტო ქსელის რესტრუქტურიზაციისა და მოდელირების პროექტისთვის 500 ათასი ევროს გრანტი გამოიყოფა

თბილისის სატრანსპორტო ქსელის რესტრუქტურიზაციისა და მოდელირების პროექტისთვის 500 ათასი ევროს გრანტი გამოიყოფა

access_time2018-04-04 14:22:43

დედაქალაქის მთავრობამ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკთან (EBRD) საგრანტო ხელშეკრულება გააფორმა. თბილისის მერიის ინფორმაციით, გრანტის მეშვეობით, საერთაშორისო ტენდერში გამარჯვებული ფრანგული კომპანია „სისტრა თბილისის მერიას ავტობუსების ქსელის რესტრუქტურიზაციის დეტალურ გეგმას შესთავაზებს.

 

საგრანტო ხელშეკრულებას ხელი თბილისის მერმა კახა კალაძემ და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის კავკასიის, მოლდოვისა და ბელარუსის წარმომადგენლობის დირექტორმა, ბრუნო ბალვანერამ მოაწერეს.

 

„სისტრა კვლევაზე დაყრდნობით, მრავალკომპონენტიან, ვადაში გაწერილ პროგრამას შეიმუშავებს, რომელიც დედაქალაქისთვის საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარების ერთ-ერთი მთავარი დოკუმენტი იქნება. კომპანიამ მერიას დოკუმენტი ხელშეკრულების გაფორმებიდან 15 თვეში უნდა შესთავაზოს.

 

პროგრამის შედგენამდე, კომპანია ავტობუსების ქსელის რესტრუქტურიზაციაზე იმუშავებს, რაც ავტობუსებისა და მიკროავტობუსების მარშრუტების შესწავლასა და ხელახალ დაგეგმვას ითვალისწინებს. აღნიშნულ პროცესში გათვალისწინებული იქნება მეტროპოლიტენის მუშაობის სპეციფიკაც.

 

„ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკთან გაფორმებული ხელშეკრულებით, ძალიან მნიშვნელოვან პროექტს ეყრება საფუძველი. ეს არის ავტობუსების ქსელის რესტრუქტურიზაციის გეგმა, რომელსაც ფრანგული კომპანია „სისტრა შეიმუშავებს. აღნიშნული შეთანხმების შედეგად, კვლევა, რომელიც ახლო მომავალში ჩატარდება, საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარების მნიშვნელოვანი დოკუმენტი ექნება. შედეგად კი, დედაქალაქის მოსახლეობამ კომფორტული, სწრაფი და უსაფრთხო საზოგადოებრივი ტრანსპორტი უნდა მიიღოს, რომელიც მგზავრთა საჭიროებებზე იქნება მორგებული და ქალაქის დატვირთვას სრულად დააკმაყოფილებს, - განაცხადა კახა კალაძემ.

 

დედაქალაქის მერმა ევროპელ პარტნიორებს მადლობა გადაუხადა, რომლებმაც თბილისისთვის მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელებაში ქალაქის მთავრობას არაერთხელ დაუჭირეს მხარი.

 

„ჩვენი ერთ-ერთი პრიორიტეტი დედაქალაქში საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოწესრიგებაა, რადგან ქალაქის განტვირთვა და არსებული ეკოლოგიური გამოწვევების გარკვეულწილად დაძლევა მასზეა დამოკიდებული. მომდევნო წლების განმავლობაში, დედაქალაქში არსებული ავტობუსები სრულად ჩანაცვლდება. წელს კი, 100 ახალი ავტობუსის შემოყვანას ვგეგმავთ, - განაცხადა თბილისის მერმა.

 


აღსანიშნავია ასევე, რომ EBRD-თან გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე, თბილისის სატრანსპორტო კომპანიის ფუნქციონირება გაუმჯობესდება, რომელშიც უსაფრთხოებისა და გენდერული თანასწორობის ელემენტების მხედველობაში მიღება მოხდება.

 

„ფრანგული კომპანიის, „სისტრას მიერ ჩატარდება კვლევა, რათა საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაუმჯობესებისთვის ყველა საჭიროების იდენტიფიცირება მოხდეს. მომდევნო რამდენიმე თვის განმავლობაში, „სისტრა, როგორც კვლევას, ასევე, საზოგადოებრივი ტრანსპორტის მომხმარებლების გამოკითხვას ჩაატარებს, თუ სად იწყება მათი მგზავრობა, სად მთავრდება, რომელი საავტობუსო თუ მიკროავტობუსების მარშრუტები სად გადის, რამდენად ეფექტური და რენტაბელურია თითოეული მათგანი და ამის შემდგომ წარადგენს თავის რეკომენდაციებს სატრანსპორტო მარშრუტების შეცვლის, განახლების ან ახალი მიმართულებების დადგენის მიზნით, - განაცხადა ბრუნო ბალვანერამ.

 

ხელშეკრულების გაფორმების ცერემონიაზე, საქართველოში ევროკავშირის ელჩის მოადგილე კარლო ნატალემ აღნიშნა, რომ ევროკავშირი მსგავსი ღონისძიებების განხორციელების დროს, თბილისის მუნიციპალიტეტს მხარს დაუჭერს.

 

„თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობას კარგად ესმის, თუ რა არის საჭირო იმისთვის, რომ კერძო ტრანსპორტზე ორიენტირებული სისტემის საზოგადოებრივი ტრანსპორტით ჩანაცვლება მოხდეს. ვთანხმდებით იმაზე, რომ ევროკავშირი თბილისის მუნიციპალიტეტს ყველა მსგავსი ღონისძიების განხორციელებაში მხარს დაუჭერს. ჩვენი პარტნიორის - EBRD-ის მხარდაჭერით, შევძლებთ, ავტობუსების ქსელის რესტრუქტურიზაციასა და საზოგადოებრივი ტრანსპორტის სამარშრუტო ქსელის ოპტიმიზაციას, რათა თბილისში აღნიშნული მიმართულება გაუმჯობესდეს. მინდა მოვუწოდო თბილისის მთავრობას, რომ რაც შეიძლება მოკლე დროში მოხდეს ტრანსპორტის რეფორმა, რომელიც თავისთავად, მოქალაქეებისა და ზოგადად, გარემოს გაუმჯობესებას შეუწყობს ხელს, - განაცხადა კარლო ნატალემ.

 

აღნიშნული ხელშეკრულების ფარგლებში, „სისტრამ მერიას თითოეული მარშრუტი რუკების, მარშრუტზე მოძრავი ავტობუსების რაოდენობის, გაჩერებების განრიგის, გადაჯდომის არეალების, ფეხით სავალი მანძილებისა და სხვა მნიშვნელოვანი ასპექტების გათვალისწინებით უნდა წარუდგინოს.

 

ამავდროულად, „სისტრა თბილისს გადასცემს სატრანსპორტო მოდელს - იმ სპეციალიზებულ პროგრამას, რომელიც ქალაქის სატრანსპორტო ქსელის შედგენისას გამოიყენება. იგი ქუჩათა ქსელსა და მგზავრთა გადაყვანასთან დაკავშირებული მონაცემების გათვალისწინებით ტრანსპორტის მოძრაობის მოდელირებას ახდენს. ამავდროულად, ეფექტურია ახალი მშენებლობების დაგეგმვისას სატრანსპორტო ნაკადების გამტარუნარიანობისა და საზოგადოებრივი ტრანსპორტით ქალაქის უბნების მომსახურების შესამუშავებლად.

 

აღსანიშნავია, რომ დღეს თბილისის 101 მარშრუტს დაახლოებით, 530 ავტობუსი ემსახურება, რაც არასაკმარისია. თბილისის მერია უახლოესი ოთხი წლის განმავლობაში, 700 ახალი ავტობუსის შეძენას გეგმავს. მათგან 100 დედაქალაქს წლის ბოლომდე შეემატება. „სისტრას რეკომენდაციების საფუძველზე, მერიას ექნება ზუსტი ინფორმაცია, თუ რა მოცულობისა და რამდენი ავტობუსი ესაჭიროება თბილისს, რაც შესყიდვების პროცესში გათვალისწინებული იქნება.

 

ამავე დროს, თბილისის მერია გეგმავს მეტროს ახალი მატარებლებისა და ვაგონების შეძენას. შედეგად, მერია დედაქალაქის სულ უფრო მზარდ მოთხოვნებს მუნიციპალური ტრანსპორტით სრულად დააკმაყოფილებს.

 

პროექტის საერთო ღირებულება 800 ათას ევროს შეადგენს, საიდანაც 500 ათასი ევროკავშირის გრანტია, ხოლო 300 ათასი მერიის დაფინანსება. ხელშეკრულების განმახორციელებელი ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკია. თბილისის მთავრობის მიერ მოწონებულ საგრანტო ხელშეკრულებაზე საკრებულოდან თანხმობა უკვე მიღებულია.

 

 

 

 

 

 



„ჩვენ პრობლემებს დაუხვეწავ კანონმდებლობაში ვხედავთ და არა თიზ-ის ინფრასტრუქტურაში“ - ჰუალინგის თიზ-ის აღმასრულებელი დირექტორი

„ჩვენ პრობლემებს დაუხვეწავ კანონმდებლობაში ვხედავთ და არა თიზ-ის ინფრასტრუქტურაში“ - ჰუალინგის თიზ-ის აღმასრულებელი დირექტორი
access_time2021-04-16 18:30:56
„ჩვენ პრობლემებს დაუხვეწავ კანონმდებლობაში ვხედავთ და არა თიზ-ის ინფრასტრუქტურაში, რაზეც უკვე წლებია ვსაუბრობთ* - აცხადებს ჰუალინგის თიზ-ის აღმასრულებელი დირექტორი სოსო ნიბლაძე, თუმცა არ ეთანხმება ქეთი ბოჭორიშვილის მოსაზრებას, რომ თიზ-ებში ინვესტორებს პრობლემების მოგვარება თვითონ უხდებათ და თიზ-ებში არ არის მოწესრიგებული ინფრასტრუქტურა. „ჰუალინგის თიზ-ში გასული 5 წლის განმვალობაში განხორციელდა 50 მლნ დოლარზე მეტი ინვესტიცია, როგორც უშუალოდ ინდუსტრიული პროექტების მოზიდვის...

რუსეთი დსთ - დან ჩასულ არალეგალ მიგრანტებს ქვეყნის დატოვებას სთხოვს

რუსეთი დსთ - დან ჩასულ არალეგალ მიგრანტებს ქვეყნის დატოვებას სთხოვს
access_time2021-04-16 19:00:31
რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტრო დსთ-ს ქვეყნებისგან მოითხოვს, რომ მათ რუსეთში არალეგალურად მყოფი თავისი მოქალაქეები 15 ივნისამდე დაუყოვნებლივ გაიყვანონ. ამის შესახებ საპარლამენტთაშორისო ასამბლეაზე უწყების ხელმძღვანელის მოადგილემ ალექსანდრ გორავოიმ განაცხადა. შინაგან საქმეთა სამინისტროს სტატისტიკის მიხედვით, დღეს რუსეთში 332 ათასი არალეგალი მიგრანტი იმყოფება უზბეკეთიდან, 247 ათასი  - ტაჯიკეთიდან, 152 ათასი - უკრაინიდან, 120 ათასი...

16 აპრილი - რეგიონში მხოლოდ თურქული ლირა გაუფასურდა

16 აპრილი - რეგიონში მხოლოდ თურქული ლირა გაუფასურდა
access_time2021-04-16 18:00:21
კორონავირუსის უარყოფითი ეფექტი ქართული ლარის კურსზე მკვეთრად აისახა. 2021 წლის 16 აპრილის ოფიციალური კურსების მიხედვით, წლის დასაწყისიდან ქართული ლარი აშშ დოლართან მიმართებაში დაახლოებით 16 პუნქტით გაუფასურდა. შედარებისთვის, დაახლოებით 62 პუნქტით არის გაუფასურებული თურქული ლირა, სომხური დრამი მცირედით გამყარდა და აზერბაიჯანული მანათი კი პრაქტიკულად უცვლელია. ეროვნული ბანკის მიერ 16 აპრილის ვაჭრობის შედეგად (რომლის ოფიციალური კურსი 19 აპრილისთვისაა) ეროვნული...

დღის Top 10 საინტერესო ამბავი

დღის Top 10 საინტერესო ამბავი
access_time2021-04-16 21:00:47
დღის Top 10 საინტერესო ამბავი: 1.„ახალი ობლიგაციების დაბალი საპროცენტო განაკვეთით ბიუჯეტი 350 მლნ ლარს დაზოგავს“ „ფინანსთა სამინისტრომ წარმატებით დაასრულა 500 მლნ აშშ დოლარის ღირებულების ევრობონდების გამოშვება. საპროცენტო განაკვეთმა (coupon rate) შეადგინა 2,75%. ახალი ობლიგაციებით მოხდა 2011 წელს გამოშვებული ევროობლიგაციების...

„ქართული ოცნება“ საჯაროდ აწერს ხელს შარლ მიშელის ეგიდით შექმნილ დოკუმენტს - არჩილ თალაკვაძე

„ქართული ოცნება“ საჯაროდ აწერს ხელს შარლ მიშელის ეგიდით შექმნილ დოკუმენტს - არჩილ თალაკვაძე
access_time2021-04-16 17:15:15
„ქართული ოცნება“ მედიატორის მიერ შექმნილ დოკუმენტს ხელს საჯაროდ აწერს. ამის შესახებ განცხადება პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე ცოტა ხნის წინ გააკეთა. „ქართული ოცნება“ საჯაროდ აწერს ხელს ევროკავშირისა და ევროსაბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის ეგიდით შექმნილ დოკუმენტს, რომელიც ევროსაბჭოს პრეზიდენტის სპეციალურმა წარმომადგენელმა საქართველოში კრისტიან დანიელსონმა წარადგინა. ჩვენ დიალოგის დასკვნით შეხვედრაზევე დავაფიქსირეთ დოკუმენტის...


მსგავსი სიახლეები

up