თბილისის ახალი სატრანსპორტო მასტერ-პლანი - პრიორიტეტი ფეხით მოსიარულე და საზოგადოებრივი ტრანსპორტია - თედო ისაკაძე

თბილისის ახალი სატრანსპორტო მასტერ-პლანი - პრიორიტეტი ფეხით მოსიარულე და საზოგადოებრივი ტრანსპორტია - თედო ისაკაძე

access_time2020-08-04 11:10:59

თბილისის საკრებულოს სატრანსპორტო საკითხთა კომისიის თავმჯდომარე თედო ისაკაძე სოციალურ ქსელში ჭავჭავაძის გამზირის ახალი სატრანსპორტო სქემის შესახებ პოსტს აქვეყნებს, რომელსაც კომერსანტი უცვლელად გთავაზობთ:


„კამათს არ ექვემდებარება, რომ ნებისმიერი მოქალაქის შეუვალი უფლებაა გამოთქვას აზრი, მათ შორის კრიტიკული, ნებისმიერ საკითხზე, მითუფრო თემაზე, რომელიც მის ყოველდღიურ ცხოვრებას ეხება, თუმცა...


დავიწყოთ იმით, რომ თბილისის ახალი სატრანსპორტო პოლიტიკა, ითვალისწინებს ასეთ იერარქიას - ფეხით მოსიარულე, საზოგადოებრივი ტრანსპორტი, ველოსიპედი, კერძო ავტომობილები, დაღმავლობის პრინციპით.


ეს სიახლე, მესმის, ნამდვილად არ იქნება სასიამოვნო კერძო ავტომობილების მფლობელთათვის, მაგრამ მინდა გაცნობოთ, რომ მიდგომა თბილისური ნოუ-ჰაუ არ გახლავთ, ასე ვითარდება ყველა ცივილიზებული ქალაქის სატრანსპორტო შემადგენელი.


ბევრისათვის უცნობია ის ფაქტიც, რომ თბილისის სატრანსპორტო მასტერ-პლანიც არ გახლავთ მერიის ახირება, იგი ავტორიტეტული ფრანგული კომპანია SYSTRA მდგრადი ურბანული მობილობის კუთხით თბილისზე მრავალწლიანი დაკვირვების პროდუქტია.



კომპანია SYSTRA 1957 წლიდან არსებობს და ავტორია ისეთი ქალაქების სატრანსპორტო სქემებისა, როგორიცაა - ნიუ-იორკი, ჰონ-კონგი, დელი, მარსელი და სხვა. ავტორია საგზაო-სარკინიგზო სატრანსპორტო სქემისა ბრაზილიაში, კალიფორნიის ხიდებისა და საზოგადოებრივი ტრანსპორტის სტრუქტურისა, აქვს საკონსულტაციო ბიუროები 50-ზე მეტ ქვეყანაში.


ყველაფერს რომ თავი გავანებოთ, ჩვენი, სატრანსპორტო სისტემებში საყოველთაო განსწავლულობის მიუხედავად, ამ კომპანიის გამოცდილება, იმსახურებს იმას, რომ უფრო მეტი მოთმინებით დაველოდოთ ამ სქემის ამოქმედების შედეგებს. მით უფრო, რომ ჭავჭავაძის პროსპექტი ქალაქის ახალი სატრანსპორტო სისტემის დიდი პაზლის მხოლოდ ერთი პატარა სეგმენტია.


ელემენტარული ობიექტურობაა საჭირო იმის წარმოსადგენად, რომ ანალოგიური სქემის ამუშავება, სხვა მონაკვეთებზეც, მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს დედაქალაქში საზოგადოებრივი ტრანსპორტის გადაადგილების ხარისხსა და სიჩქარეს და, შესაბამისად, უფრო მიმზიდველს გახდის მას.


არ მოგვწონს საცობები, დაბინძურებული ჰაერი, ავტოსაგზაო შემთხვევები, მანქანებით ჩახერგილი ტროტუარები. ყველა ამ პრობლემის მოგვარებას ითვალისწინებს თბილისის ახალი სატრანსპორტო მასტერ-პლანი, უბრალოდ თანმიმდევრულობაა საჭირო და დრო, პირველ რიგში კი საზოგადოებრივი ტრანსპორტის ხარისხის გაუმჯობესება.


არც ის უნდა გაგვიკვირდეს თუ ქაღალდზე არსებული პროექტს პრაქტიკაში გადატანისას გარკვეული კორექციები დაჭირდება.


გულშემატკივრების საპასუხოდ კი, რაღა არჩევნების წინ გინდებათ არაპოპულარული ნაბიჯებიო, ვიტყვი - ჩვენს ქვეყანაში არჩევნები თითქმის ყოველ წელს არის და პასუხისმგებლიანმა ხელისუფლებამ ქვეყნის განვითარების გზა, პოპულიზმს არ უნდა გადააყოლოს.


ყველაფერი კარგად იქნება!“ წერს თედო ისაკაძე.





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up