პარკირების საპილოტე პროექტი ჩავარდა - „პარკირების სფერო მთლიანად მოშლილია და მეეჭვება, რომ მერიამ ამის დარეგულირება მოახერხოს“

პარკირების საპილოტე პროექტი ჩავარდა - „პარკირების სფერო მთლიანად მოშლილია და მეეჭვება, რომ მერიამ ამის დარეგულირება მოახერხოს“

access_time2019-01-25 11:30:04

თბილისის მერიის ინფორმაციით, 2019 წლის იანვრიდან საპილოტე პროექტი უნდა ამოქმედებულიყო, რომელიც ქალაქის ცენტრალურ უბნებში პარკირებაზე ზონალურ -საათობრივი საფასურის შემოღებას ითვალისწინებდა. დღეს თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში კონკრეტულ დეტალებზე ვერ საუბრობენ. პრესსამსახურის განცხადებით , პროექტთან დაკავშირებით მუშაობა მიმდინარეობს და როდესაც იქნება რეალური გეგმები მომზადებული, ამის შესახებ საზოგადოებას დეტალურ ინფორმაციას მოგვიანებით მიაწვდიან.

 

საპილოტე პროექტის შესახებ ინფორმაცია არ აქვთ არც არასამთავრობო ორგანიზაციებს. „ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის“ ხელმძღვანელის დავით მესხიშვილისთვის გაუგებარია პროექტი, რომლის ამოქმედებასაც თბილისის მერია გეგმავს.

 

„პარკირების საპილოტე პროექტი, რომელიც 2019 წლის იანვრიდან უნდა დაწყებულიყო არ გვინახავს. კონკრეტული დეტალები ჩვენთვის უცნობია. საკითხი თბილისის მერიას არასამთავრობოებთან არ განუხილია. იყო საუბარი, რომ ქალაქი დაიყოს ზონებად და ამის შესაბამისად განისაზღვროს გადასახადი. ასევე საუბრობდნენ საათობრივ გადასახადზე და იმაზე, რომ ფასები სხვადასხვა რაიონში განსხვავებული იქნება. ესენი მხოლოდ სპეკულაციებია. ჩვენს თავს უფლებას ვაძლევთ, რაღაც სპეკულაციებზე ვისაუბროთ, რადგან მერიის სამსახურებს საკითხი განხილვის რეჟიმში არ გამოაქვთ. არის რაღაც საკითხები, რაზეც შესაბამისი სამსახურები არასამთავრობოებთან გადიან კონსულტაციებს და არის რიგი საკითხები, რომელსაც ჩვენთან არ განიხილავენ. ეს არაერთხელ მოხდა. გვეუბნებიან ისეთ საკითხებს, რომელზეც წინასწარ იციან, რომ ჩვენც მოგვეწონება. სადაც განხილვაა საჭირო, იგივე ტაქსებთან დაკავშირებით, კონსულტაციების გავლა არ ისურვეს“, - აცხადებს დავით მესხიშვილი.

 

„ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის“ ხელმძღვანელი „კომერსანტთან“ პარკირების პრობლემაზეც საუბრობს და განმარტავს, რომ თბილისის სატრანსპორტო კომპანია პარკირების ნაწილში არის არაკომპეტენტური, რადგან მას ეს საქმე არასდროს უკეთებია.


 

„სატრანსპორტო კომპანიის მიერ მოგვარებული საკითხი ჩვენ არ გვინახავს. იმ საქმეებზეც, რასაც ისინი წლებია აკეთებენ,  ძალიან ბევრი კითხვა ჩნდება. იმ საქმის გაკეთება, რაც არასდროს უკეთებიათ, საერთოდ წარმოუდგენლად მიმაჩნია. მათი მენეჯმენტი არის გასული საუკუნის, მოძველებული მეთოდოლოგიით. რაც აისახა კიდეც ქალაქზე. ვერავინ მეტყვის, რომ „სითი პარკის“ გასვლის შემდეგ რაიმე გაუმჯობესდა. პირიქით, ჩვენ ვხედავთ გაუარესებას რიგი მიმართულებებით: ეს არის პარკირების ადგილების მიტაცება კერძო თუ იურიდიული პირების მიერ, ისინი ღობავენ ადგილებს, რომელიც არის საზოგადოებრივი სარგებლობის. პარკირების ადგილები დაკავებულია car rent- ით, ტაქსით, მიკრო ავტობუსით. ვნახეთ, რომ რკინის კონსტრუქციებია გზაზე განთავსებული. სრულიად გაუგებარია, რატომ არ აგვარებს მერია ამ პრობლემებს. მარტო ნაგვის ბუნკერებს აქვს ძალიან ბევრი ადგილი დაკავებული. დღემდე ვერ მოახერხეს ის რომ ბუნკერი განთავსდეს ისე, რომ არ დაიკავოს პარკირების ადგილი? ეს ის პრობლემებია, რომელიც აზრს უკარგავს ზონალურ თუ საათობრივ პარკირების სისტემას“, - განმარტავს დავით მესხიშვილი.

 

დავით მესხიშვილი პარკირების პრობლემის მოგვარების გზებზე საუბრობს და განმარტავს, რომ პარკირების საკითხი თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ კი არა, სხვა კერძო კომპანიამ უნდა დაარეგულიროს:

 

„საკითხის მოგვარება თბილისის მერიამ ისეთ კომპანიებს უნდა გადასცეს, ვისაც საერთაშორისო დონეზე  აქვს ამ პრობლემის მოგვარების გამოცდილება. გასაგებია, სითი პარკის თემა, მაგრამ არსებობენ კომპანიები, რომლებიც ამ საკითხში კარგად ერკვევიან. აუცილებლად უნდა გავიხსენოთ მიწისქვეშა პარკირების საკითხი. ჯერ ნარმანიას პერიოდში იწერებოდა ამ საკითხზე, შემდეგ კალაძის დროს გამოცხადდა ინტერესთა გამოხატვა, რომელიც პრაქტიკულად ჩავარდა, რატომ ჩავარდა? მიწისქვეშ ვინ ჩავა, როდესაც მიწის ზევით ყველაფერი დაშვებულია უფასოდ, სანამ ასეთი ვითარებაა მიწისქვეშა პარკირების ბიზნესი ვერასდროს განვითარდება.  პარკირების სფერო მთლიანად მოშლილია და მეეჭვება, რომ მერიამ ამის დარეგულირება მოახერხოს“, -აცხადებს დავით მესხიშვილი.


ბაჩო ადამია

 





ქართველი ამომრჩევლების შესახებ ინფორმაცია ჰაკერულ ფორუმზე გამოქვეყნდა

ქართველი ამომრჩევლების შესახებ ინფორმაცია ჰაკერულ ფორუმზე გამოქვეყნდა
access_time2020-03-30 14:40:37
4 934 863  ქართველი ამომრჩევლის შესახებ სრული ინფორმაცია ჰაკერულ ფორუმზე შაბათს გასაჯაროვდა. მათ შორისაა გარდაცვლილთა შესახებ მონაცემებიც - წერს სააგენტო zdnet.com-ი. პირადი მონაცემები, როგორებიცაა ამომრჩევლის სახელი, მისამართი, დაბადების თარიღი, პირადი ნომერი და მობილურის ნომერი, ეს ყველაფერი ფორუმზე ფაილის სახით გასაჯაროვდა. გაჟონვის შესახებ მონაცემთა მონიტორინგისა და პრევენციის სერვისმა  Under the breach-მა...

Bloomberg-ზე 1 დოლარი 3.2906 ლარად ივაჭრება, ბანკებში კი 1 დოლარი 3.3700 ლარი ღირს

Bloomberg-ზე 1 დოლარი 3.2906 ლარად ივაჭრება, ბანკებში კი 1 დოლარი 3.3700 ლარი ღირს
access_time2020-03-30 12:30:43
Bloomberg-ის სავაჭრო სისტემაში დილიდან ვაჭრობა $1/3.2875-ით დაიწყო, 12:30 საათისთვის 1 დოლარი 3.2906-ის ნიშნულზეა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 27 მარტის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარის ღირებულებამ 3.2896 ლარი შეადგინა.   შედარებით განსხვავებულია კომერციულ ბანკებში არსებული კურსი. „თიბისი ბანკში“ 1 აშშ დოლარის ყიდვა 3.3200 ლარადაა შესაძლებელი, ხოლო მისი გაყიდვა - 3.2400 ლარად. „საქართველოს ბანკში“ 1 დოლარის ყიდვა 3.3700 ლარადაა შესაძლებელი,...

Handelsblatt: შიდა კარანტინი არაა საკმარისი ვირუსთან გასამკლავებლად

Handelsblatt: შიდა კარანტინი არაა საკმარისი ვირუსთან გასამკლავებლად
access_time2020-03-29 20:00:11
  შიდა კარანტინი არაა საკმარისი კორონავირუსთან გამკლავებისთვის - მიიჩნევს ჰარვარდი უნივერსიტეტის ბიოსტატისტიკის პროფესორი სიუნ ლინი.   მისი თქმით,იმისთვის რომ პირველ ეტაპზე ინფიცირების ინტენსიურობა შემცირდეს, საჭიროა გაცილებით უფრო მკაცრი ქმედებები, ვიდრე უბრალოდ ადამიანების გამოკეტვა სახლებში - ამ დასკვნამდე მივიდა მეცნიერთა ჯგუფი ლინის ხელმძღვანელობით, იმის შემდეგ, რაც შეისწავლა კორონავირუსით დაავადებულ 26 000 პაციენტთა...

„ეროვნული ბანკის ფულად-საკრედიტო პოლიტიკა მიმართულია ფინანსური დესტაბილიზაციისკენ“ - თემურ ბასილია ლარის გაუფასურების მიზეზებზე

„ეროვნული ბანკის ფულად-საკრედიტო პოლიტიკა მიმართულია ფინანსური დესტაბილიზაციისკენ“ - თემურ ბასილია ლარის გაუფასურების მიზეზებზე
access_time2020-03-29 18:30:38
პრობლემა არის ფუნდამენტალური - ეს გახლავთ ეროვნული ბანკის ფულად-საკრედიტო პოლიტიკა, რომელიც მიმართულია ფინანსური დესტაბილიზაციისკენ. ეს პოლიტიკა შესაცვლელია - ასე ეხმაურება სოციალურ ქსელში ფინანსისტი თემურ ბასილია ლარის ბოლოდროინდელ გაუფასურებას და ეროვნული ბანკის...

იტალია - კოლაფსის ზღვარზე

იტალია - კოლაფსის ზღვარზე
access_time2020-03-29 17:00:03
  22 მარტს იტალიის ხელისუფლებამ შემოიღო საგანგებო ეკონომიკური მდგომარეობა - დაიხურა ყველა საწარმო, დაწესებულება, და ორგანიზაცია სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანის გარდა. აგრძელებენ მუშაობას მხოლოდ მაღაზიები, აფთიაქები, ბანკები, საზოგადოებრივი ტრანსპორტი, მიტანის სამსახურები, და პირველადი აუცილებლობის პროდუქციის მწარმოებელი ქარხნები.   1 თვის მანძილზე იტალია გადაიქცა აყვავებული ნახევარკუნძულიდან მთლიანად ჩაკეტილ ქვეყანად, კოლაფსის მდგომარეობასთან მიახლოებული...


მსგავსი სიახლეები

up