თბილისის მუნიციპალურ ავტობუსებზე განთავსებულ საინფორმაციო ტაბლოებზე, რომლებზეც ავტობუსის მარშრუტის ნომრებია ასახული, ტექნიკური ხარვეზი დაფიქსირდა. აღნიშნული ხარვეზის გამო, ტაბლოები არის გამორთული. ამის შესახებ ნათქვამია თბილისის სატრანსპორტო კომპანიის განცხადებაში.
„სატრანსპორტო კომპანიის შესაბამისი სამსახურების, ასევე, კონტრაქტორი კომპანიის წარმომადგენლები, რომელიც ავტობუსების ტაბლოების პროგრამულ უზრუნველყოფას ახორციელებენ, ხარვეზის დროულად აღმოსაფხვრელად მუშაობენ.
თბილისის სატრანსპორტო კომპანია ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტისთვის!“–ნათქვამია განცხადებაში.