თბილისის სატრანსპორტო კომპანია ახალი პროგრამის განხორციელებას იწყებს

თბილისის სატრანსპორტო კომპანია ახალი პროგრამის განხორციელებას იწყებს

access_time2022-12-07 13:40:51

თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში პროგრამის - „ინკლუზიური სატრანსპორტო სტრატეგია და ღირსეული სამუშაო გარემო“ პრეზენტაცია გაიმართა. ახალი პროექტი ხელს შეუწყობს დედაქალაქში, მეტროსა და ავტობუსების მომსახურებისადმი თანაბარ წვდომას და ციფრული სისტემის განვითარებით, ავტობუსებსა და მეტროში უსაფრთხოების დონის ამაღლებას.


ღონისძიების მონაწილეებს საბაზისო კვლევის შედეგები, ასევე, შემდგომი ქმედებების რეკომენდაციები გააცნეს. პრეზენტაციას თბილისის სატრანსპორტო კომპანიის გენერალური დირექტორი გიორგი შარკოვი დაესწრო და მონაწილეებს სიტყვით მიმართა.


„თბილისის სატრანსპორტო კომპანია მუდმივად მიისწრაფის განვითარებისკენ, რაშიც განსაკუთრებული წვლილი შეაქვს ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს (EBRD). 2016 წელს EBRD-ის მხარდაჭერით დაწყებული „თბილისის ავტობუსების პროექტის“ ფარგლებში, სატრანსპორტო კომპანიამ 2017-2019 წლებში წარმატებით განახორციელა გენდერული საკონსულტაციო მომსახურების პროგრამა. აღნიშნული პროგრამის ფარგლებში, კომპანიაში შემუშავდა და დამტკიცდა „თანაბარი შესაძლებლობების და სექსუალური შევიწროების პრევენციის პოლიტიკა“, რომლის მიზანს დასაქმებულთა თანასწორობის, მათ მიმართ სამართლიანობისა და პატივისცემის უზრუნველყოფა წარმოადგენს. ასევე, განახლდა საჩივრების პროცედურები და მექანიზმები, განახლდა და გენდერულად გაიმართა სამსახურში მიღების პოლიტიკა და სამუშაო აღწერილობები“, - განაცხადა გიორგი შარკოვმა.


მისივე თქმით, კომპანიისთვის ყველაზე მნიშვნელოვან მიღწევას წარმოადგენს ავტობუსის ქალი მძღოლების მომზადებისა და დასაქმების პროგრამა.


„პროგრამის დაწყებამდე, კომპანიაში დასაქმებული იყო ავტობუსის მხოლოდ ერთი ქალი მძღოლი. პროგრამის განხორციელების შედეგად, ავტობუსის მძღოლის პოზიციაზე უკვე 25 ქალია დასაქმებული. აღსანიშნავია, რომ კომპანია გახდა მოწინავე დამსაქმებელი საზოგადოებრივი ტრანსპორტის სექტორში“, - აღნიშნა სატრანსპორტო კომპანიის გენერალურმა დირექტორმა.


თბილისის სატრანსპორტო კომპანია EBRD-სა და „მწვანე კლიმატის ფონდის“ მხარდაჭერით, იწყებს ახალ ინიციატივას - „ინკლუზიური სატრანსპორტო სტრატეგია და ღირსეული სამუშაო ადგილი: თბილისის ავტობუსების (ფაზა II) და მეტროს პროექტი“. აღნიშნული ინიციატივა განავრცობს წინა პროექტს, რომლის მიზანიც იყო, სატრანსპორტო კომპანია გამხდარიყო თანაბარი შესაძლებლობის დამსაქმებელი. პროექტის პირველ ეტაპზე, ჩატარდა საბაზისო კვლევა, რომლის დროსაც, გაანალიზდა გამოწვევები - ქალების, გოგონებისა თუ მოწყვლადი ჯგუფებისთვის გამოვლინდა შესაძლებლობები, თუ როგორ შეიძლება გაიზარდოს წვდომა ხარისხიან და უსაფრთხო ტრანსპორტზე. განსაკუთრებული ყურადღება ასაკოვან ადამიანებს, ბავშვებსა და შშმ პირებს ეთმობა.


პროექტის ფარგლებში, შეგროვდება ინფორმაცია მგზავრების მოძრაობისა და მათი უსაფრთხოდ გადაადგილების შესახებ. იგი ასევე, დაეხმარება თბილისის მერიას ინკლუზიური სატრანსპორტო სტრატეგიისა და მიდგომების ჩამოყალიბებაში. განხორციელდება საინფორმაციო კამპანია საზოგადოებრივ ტრანსპორტში უსაფრთხოების შესახებ. გარდა ამისა, პროექტის ფარგლებში, კიდევ უფრო მეტი ქალი დაეუფლება ავტობუსის მძღოლის პროფესიას.


აღნიშნულ პროგრამას საკონსულტაციო მომსახურებას EBRD-ის მიერ შერჩეული საერთაშორისო კომპანია AETS უწევს.





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up