თბილისის სასტუმროებში ფაქტობრივად ერთი სართულით ვმუშაობთ - ვალერი ჩეხერია

თბილისის სასტუმროებში ფაქტობრივად ერთი სართულით ვმუშაობთ - ვალერი ჩეხერია

access_time2020-09-23 12:00:49

ამ სეზონზე შიდა ტურიზმი კარგი იყო და აქტიურად დავიტვირთეთ, თუმცა ეს ვერ აკმაყოფილებს იმ საჭიროებებს, რაც დღეს ბაზარს აქვს,- ამის შესახებ „კომერსანტთან“ „აჭარა ჯგუფის“ დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარემ ვალერი ჩეხერიამ განუცხადა.


„ეს არის ძალიან რთული პერიოდი სასტუმროებითვის და ზოგადად სტუმარმასპინძლობის სექტორითვის. ძალიან კარგად იმუშავა ყაზბეგის rooms-მა და მუშაობს დღემდე. რაც  შეხება თბილისის სასტუმროებს, ფაქტობრივად ერთი სართულით ვმუშაობთ. რესტორნები მუშაობს საკმაოდ დატვირთულად, თუმცა სასტუმროების გამო ბიზნესს ძალიან დიდი თანხები დააკლდა შემოსავლების ნაწილში,“- ამბობს ჩეხერია.  


როგორც ცნობილია, „აჭარა ჯგუფის“ აღმასრულებელი ხელმძღვანელი ვალერი ჩეხერია ჯგუფის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე გახდა. მანვე აღნიშნა, ჯგუფი სწრაფი ტემპებით ვითარდება და ახლა ბიზნესის ყველა მიმართულებას თავისი ხელმძღვანელი ყავს.



„აჭარა ჯგუფი ძალიან სწრაფად იზრდება, ჩვენთან სტრუქტურა შეცვალა ჩამოვაყალიბეთ დირექტორთა ბორდი და ამჟამად ამ ბორდის  ხელმძღვანელი ვარ. ყველა მიმართულებას თავისი ხელმძღვანელი ყავს და ყველანი ვალდებული არიან ბორდის წინაშე. ნინო ზამბახიძე ბორდის ხელმძღვანელია სოფლის მეურნეობის მიმართულებით, სხვა მიმართულებები ძირითადად შიდა კადრებით დავაკომპლექტეთ,“ - ამბობს „აჭარა ჯგუფის“ დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე.


რაც შეეხება დაგეგმილ და შეყოვნებულ პროექტებს, ერთერთი ასეთია ბათუმის Rooms-ი, რომლის მშენებლობაც მომავალ წელს განახლდება, ხოლო ჯგუფის მიერ აბასთუმანში შესყიდული სანატორიუმში ახალი Rooms-ის პროექტის მზადება აქტიურ ფაზაშია.


„ჩვენ ვაგრძელებთ აქტიურად სოფლის მეურნეობის პროექტს.  ვგეგმავთ და დაწყებული გვაქვს, ასევე აბასთუმნის პროექტზე მუშაობა,  ვფიქრობთ ძალიან საინტერესო იქნება პანდემიის შემდეგ ეს მიმართულება, რაც ეკოტურიზმის კატეგორიაში გადის.  ერთადერთი პროექტი, რისი გადავადებაც მოვითხოვეთ, ეს არის ბათუმის Rooms-ი, რომლის დაწყებაც წელს გვინდოდა და გადავავადეთ მომავალი წლისთვის. სხვა მიმართულებას ბიზნესში, ჯერ არ ვფიქრობთ, გვინდა მეტი ინვესტიცია სოფლის მეურნეობის მიმართულებით.  ეს არის ის ძირითადი ბიზნესი, რომელიც რჩება დღის წესრიგში. “ - აღნიშნავს ვალერი ჩეხერია.







„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up