სასტუმრო „მოქსი თბილისში“ შექმნილი საკარანტინო სივრცე დღეს 130-მა მოქალაქემ დატოვა.
“ჯი-ემ-თი ჯგუფმა“ სასტუმრო „მოქსი თბილისი“ ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას საკარანტინო ზონისათვის უსასყიდლოდ დაუთმო. სასტუმროში მდებარე საკარანტინო სივრცეში მოქალაქეები ორი კვირის განმავლობაში ექიმთა მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებოდნენ და სრულიად ჯანმრთელები დაუბრუნდნენ ოჯახებს.
საკარანტინო სივრციდან მოქალაქეების თბილისსა და რეგიონებში გამგზავრება თბილისის მერიამ სპეციალურად გამოყოფილი მიკროავტობუსებით უზრუნველყო.
საქართველოს პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია საკარანტინო ზონების მოძიებას, მართვას და ოპერირებას ახდენს. დღევანელი მონაცემებით საკარანტინო სივრცეები საქართველოს მასშტაბით 84 სასტუმროშია მოწყობილი, სადაც 5000-ზე მეტი მოქალაქე იმყოფება.