„თბილისის საქალაქო სასამართლოს განცხადება არ შეესაბამება სიმართლეს“ – „ფინანსური ბიურო“ სარჩელების რაოდენობის ზრდაზე

„თბილისის საქალაქო სასამართლოს განცხადება არ შეესაბამება სიმართლეს“ – „ფინანსური ბიურო“ სარჩელების რაოდენობის ზრდაზე

access_time2020-03-18 11:15:08

თბილისის საქალაქო სასამართლო აცხადებს, რომ მას შემდეგ, რაც კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით დისტანციურ რეჟიმზე გადავიდნენ და საქმეების ელექტრონულად რეგისტრაცია უფასო გახადეს, მიკროსაფინანსო ორგანიზაციებმა გაცილებით მეტი სარჩელი შეიტანეს, ვიდრე ჩვეულებრივ შეჰქონდათ. საუბარია ამომღებ ორგანიზაციებზე „გლობუსსა“ და „ფინანსურ ბიუროზე“. აღსანიშნავია, რომ სარჩელები ვალების გადაუხდელობას ეხება.


„ფინანსური ბიუროს“ მთავარი იურისტი ირაკლი ბიწკინაშვილი „კომერსანტთან“ აცხადებს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს განცხადება არ შეესაბამება სიმართლეს, რადგან თებერვლის თვეში ორგანიზაციამ უფრო მეტი სარჩელი დაარეგისტრირა, ვიდრე მარტში.


„პირველ რიგში, უნდა ითქვას, რომ შპს „ფინანსური ბიუროს“ მხრიდან სარჩელების სასამართლოში წარდგენას არანაირი კავშირი არ აქვს სასამართლოში საქმის რეგისტრაციის ელექტრონული სერვისთან უფასო წვდომასთან, რამეთუ შპს „ფინანსურ ბიუროს“, არ დაურეგისტრირებია არცერთი სარჩელი ელექტრონული სერვისების გამოყენებით. მეტიც, შპს „ფინანსური ბიურო“ არ არის დარეგისტრირებული ელექტრონული სერვისების ვებგვერდზე, შესაბამისად, კავშირი ელექტრონული სერვისთან უფასო წვდომასა და შპს „ფინანსური ბიუროს“ მიერ სასამართლოსადმი მიმართვას შორის არ არსებობს.



აქვე ხაზი უნდა გაესვას იმასაც, რომ რეკომენდაცია სასამართლოსადმი მიმართვის შემცირების თაობაზე ეხებოდა მხოლოდ და მხოლოდ არააუცილებელ შემთხვევებს, რასაც ჩვენ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია. უფლების სასამართლო წესით დაცვა უკავშირდება ხანდაზმულობის ვადას, რაც შექმნილი სიტუაციის მიუხედავად მიმდინარეობს უწყვეტად. ჩვენ მიერ სარჩელების წარმოდგენა კი დამოკიდებული იყო სწორედ მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადაზე. რაც შეეხება უშუალოდ რაოდენობას, თბილისის საქალაქო სასამართლოს განცხადება არ შეესაბამება სიმართლეს, რადგან 17 მარტის მდგომარეობით, თებერვლის თვეში თბილისის საქალაქო სასამართლოში უფრო მეტი სარჩელი დაარეგისტრირა შპს „ფინანსურმა ბიურომ“, ვიდრე მარტში. აღნიშნული სარჩელები გამომდინარეობს ვალდებულების შეუსრულებლობიდან“, - განაცხადა ირაკლი ბიწკინაშვილმა.


„მიკროსაფინანსო ორგანიზაციების ასოციაციის“ ხელმძღვანელმა ბესო შენგელიამ „კომერსანტთან“ საუბარში აღნიშნა, რომ მიკროსაფინანსო ორგანიზაციები იძულებულები გახდნენ მიემართათ ამომღები ბიუროებისთვის, რადგან ძალიან დიდი ხანია სასამართლოები უარს აცხადებდნენ მისო-ების მხრიდან საჩივრების მიღებაზე. შესატანი სარჩელების რაოდენობის შესაძლო ზრდა კი უბრალო დამთხვევაა.


„საქმე იმაშია, რომ ეს ორი კომპანია ამომღები ბიუროა და მიკროსაფინანსო ორგანიზაციები იძულებულები გახდნენ მიემართათ მათთვის რადგან ძალიან დიდი ხანია სასამართლოები უარს აცხადებდნენ საჩივრების მიღებაზე და უფრო უარესი მდგომარეობაა აღსრულების დანიშვნის მხრივ. ეს ყველაფერი მიკროსაფინანსო ორგანიზაციებს ძალიან რთულ სიტუაციაში ამყოფებდა. უბრალოდ ცალკეული მსხვილი ბანკები  და კერძო მევახშეები როგორღაც ახერხებენ ამის მოგვარებას. წინა წლიდან მოყოლებული რეგულაციების და რისკიანობის ფონზე ძალიან გაიზარდა ჩამოწერილი პორტფელი, გარდა ამისა რეგულაციებმა მისო-ების მომგებიანობას მნიშვნელოვნად დაარტყა და დიდი უმრავლესობა ზარალზე გავიდა, აქედან გამომდინარე ამ ჩამოწერილ პორტფელს არავინ არავის აჩუქებს, ამიტომ ჯობია სასამართლომ თავის საქმეს მიხედოს. ახლა იმიტომ დაემთხვა ეს, რომ ბევრმა მიკროსაფინანსომ მიმართა ამომღებ ბიუროს, რომლებიც დროთა განმავლობაში გროვდებოდა და ალბათ ახლა ერთდროულად შევიდა სასამართლოში, ეს უბრალოდ დამთხვევაა. მისო-ების მოგება მნიშვნელოვნად შემცირდა იმის გამო, რომ ეფექტური საპროცენტო განაკვეთი წინა წლებში შეიცვალა, ასევე დიდი იყო ჩამოწერილი პორტფელების მოცულობა რეგულაციების შედეგად და ამ ორგანიზაციებმა ვერ შეძლეს თანხების დაბრუნება. მისო-ების მიმართულებით ხელის გაშვერა, რომ ყველაფრის გამფუჭებლები არიან ეს სრული უპასუხისმგებლობაა, ეს საფინანსო ორგანიზაციების სრულად ჩამოშლას გამოიწვევს“, -  განაცხადა ბესო შენგელიამ.


ნინო თამაზაშვილი





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up