თბილისის საქალაქო სასამართლომ  ბაგებში  “მეტრა დეველოპმენტის” ახალი კორპუსის მშენებლობის ნებართვის მოქმედება შეაჩერა

თბილისის საქალაქო სასამართლომ ბაგებში “მეტრა დეველოპმენტის” ახალი კორპუსის მშენებლობის ნებართვის მოქმედება შეაჩერა

access_time2019-05-16 13:30:25

ბაგებში მდებარე ე.წ. „მეტრა პარკის“ საცხოვრებელი კომპლექსის მობინადრეებმა სასამართლო დავაში მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწიეს. ამის თაობაზე „კომერსანტს“ მობინადრეების ადვოკატმა გენადი ზარანდიამ აცნობა. 


მისი თქმით, გასულ კვირაში თბილისის საქალაქო სასამართლომ გამოსცა განჩინება, რომლის ძალითაც თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2019 წლის 14 მარტის #4415185 ბრძანება შეჩერდა. ანუ, შეჩერდა მშენებლობის იმ ნებართვის მოქმედება, რომელიც არქიტექტურის სამსახურის მიერ კომპლექსის მოსახლეობის სამართლიანი პროტესტის და საპროექტო დოკუმენტაციაში არსებული მრავალრიცხოვანი ხარვეზის უგულებელყოფის ფონზე იყო გაცემული. 



“პროექტი ცალსახად ეწინააღმდეგება გარემოს დაცვისა და ჯანსაღი გარემოს შექმნის კანონმდებლობით რეგლამენტირებულ ნორმებს, უკვე არსებული  მობინადრეების ინტერესებს და რაც მთავარია, ქმნის სერიოზულ საფრთხეებს კომპლექსის მიმდებარე გარემოსთვის ეკოლოგიური თვალსაზრისით. მშენებლობის ნებართვის შეჩერებით სასამართლომ ერთადერთი   სწორი და სამართლიანი გადაწყვეტილება მიიღო, რადგანაც საქმეში არსებული მტკიცებულებათა სტანდარტი პირდაპირ და ერთმნიშვნელოვნად მიუთითებს იმაზე, რომ საპროექტო სამუშაოების განხორციელება ზიანს მიაყენებს და ხელყოფს მოსარჩელეთა კანონიერი უფლებებსა და ინტერესებს (ადამიანის სიცოცხლე და ჯანმრთელობა, ჯანსაღ და უსაფრთხო გარემოში ცხოვრება, ეკოლოგიური და გარემოსდაცვითი მოთხოვნების დაცვა). ამ საფრთხეების თაობაზე არაერთ საექსპერტო დასკვნაშია აღნიშნული, რაც ყველა დაინტერესებულ პირსთვის, მათ შორის თბილისის მერიისთვისაც იქნა წარდგენილი“,  - აცხადებს ზარანდია.


ადვოკატი მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში, დასაბუთებული დიდი ეჭვითა და წარდგენილი მტკიცებულებების შესაბამისად,  სასამართლომ დაადგინა მოსარჩელეთა უფლებების რეალიზაციისა და კანონიერი ინტერესების დაცვის შეუძლებლობის საფრთხე, რაც გახდა კიდეც შეჩერების მექანიზმის გამოყენების საფუძველი.






“საქართველოს ხელისუფლებამ მაქსიმალურად უნდა გაითვალისწინოს საერთაშორისო სავალუტო ფონდის რჩევები“ - დარგის სპეციალისტები კრისტინ ლაგარდის ვიზიტს “კომერსანტთან“ აფასებენ

“საქართველოს ხელისუფლებამ მაქსიმალურად უნდა გაითვალისწინოს საერთაშორისო სავალუტო ფონდის რჩევები“ - დარგის სპეციალისტები კრისტინ ლაგარდის ვიზიტს “კომერსანტთან“ აფასებენ
access_time2019-05-20 19:00:52
...

Google Amazon-ს კონკურენციას გაუწევს

Google Amazon-ს  კონკურენციას გაუწევს
access_time2019-05-20 20:00:13
რამდენიმე დღის წინ Google-მა განაახლა სერვისები, რომლებიც დაკავშირებულია ონლაინ ვაჭრობასთან. განახლებული Google Shopping და Google Express დაეხმარება კლიენტებს საქონლის მოძიებაში და ფასების შედარებაში სხვადასხვა გამყიდველებთან. ექსპერტების აღნიშნავენ, რომ ეს არის ახალი ტენდენცია - Google აქტიურად იწყებს ბრძოლას ონლაინ-ვაჭრობის ბაზარზე პირველობისთვის. 16 წლის წინ კომპანიამ, რომელიც ჯერ ბირჟაზეც კი არ იყო გასული,...

კრისტინ ლაგარდი: „საქართველოს ეკონომიკის ზრდა შეიძლება იყოს და უნდა იყოს უფრო მაღალი

კრისტინ ლაგარდი: „საქართველოს ეკონომიკის ზრდა შეიძლება იყოს  და უნდა იყოს უფრო მაღალი
access_time2019-05-20 15:11:57
საერთაშორისო სავალუტო ფონდის მმართველი დირექტორის კრისტინ ლაგარდის აზრით, საქართველოს ეკონომიკისთვის გამოწვევაა ნებისმიერი დაძაბულობა ვაჭრობის სფეროში და რეაგირების ასპექტების, ბერკეტების არქონა, რაც მნიშვნელოვანია, რომ არსებობდეს. ასე უპასუხა ლაგარდმა საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძესთან ერთად გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე ჟურნალისტის კითხვას - „რა ფაქტორები აფერხებენ საქართველოს ეკონომიკის უფრო სწრაფ...

მამუკა ბახტაძე - მზად ვართ სავალუტო ფონდთან კიდევ უფრო ამბიციურ პროგრამებში თანამშრომლობისთვის

მამუკა ბახტაძე - მზად ვართ სავალუტო ფონდთან კიდევ უფრო ამბიციურ პროგრამებში თანამშრომლობისთვის
access_time2019-05-20 15:00:32
გაფართოებული დაფინანსების შესახებ პროგრამის დასრულების შემდეგ, ვაპირებთ კიდევ უფრო მეტად აქტიურ თანამშრომლობას, უფრო ამბიციურ პროგრამაზე და ჩვენ ამისთვის ვართ მოტივირებული, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ საერთაშორისო სავალუტო ფონდის მმართველ დირექტორთან, კრისტინ ლაგართან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. პრემიერმა აღნიშნა, რომ არსებული პროგრამა, რომელიც სამწლიანია, საქართველომ წინმსწრებით დაასრულა და ერთი წლით ადრე პროგრამის დასრულებამდე, პროგრამით...

თემურ ბასილია: „მიდგომა, რომელიც დღეს ქვეყანაში საპენსიო სისტემასთან დაკავშირებით არსებობს, სწორია“

თემურ ბასილია: „მიდგომა, რომელიც დღეს ქვეყანაში საპენსიო სისტემასთან დაკავშირებით არსებობს, სწორია“
access_time2019-05-20 18:00:16
„საპენსიო რეფორმის წარმატება დამოკიდებულია იმაზე, როგორ მოხდება ამ რესურსების მართვა,“— ასე აფასებს  2019 წლის 1 იანვარს ამოქმედებულ  საპენსიო რეფორმას საქართველოს ყოფილი ყოფილი ვიცე პრემიერი, ყოფილი პრეზიდენტის ეკონომიკური მრჩეველი თემურ ბასილია „კომერსანტთან“  ექსკლუზიურ ინტერვიუში. როგორც ბასილია განმარტავს, მიდგომა, რომელიც დღეს ქვეყანაში საპენსიო სისტემასთან დაკავშირებით არსებობს, სწორია. მისივე...


მსგავსი სიახლეები

up