თბილისის საკრებულომ დედაქალაქის მთავრობა დაამტკიცა

თბილისის საკრებულომ დედაქალაქის მთავრობა დაამტკიცა

access_time2021-12-07 22:00:00

თბილისის მუნიციპალიტეტის ახალი მთავრობა დამტკიცებულია. საკრებულოს სხდომაზე დედაქალაქის მერის, კახა კალაძის მიერ წარდგენილ მერის მოადგილეების, სამსახურის ხელმძღვანელებისა და გამგებლების კანდიდატურებს მხარი დაუჭირეს. ინფორმაციას თბილისის მერიის პრესსამსახური ავრცელებს.



„დედაქალაქის საკრებულოს გადაწყვეტილებით, თბილისის ვიცე-მერი კვლავ ირაკლი ხმალაძე იქნება, ხოლო დედაქალაქის მერის მოადგილეების თანამდებობას ირაკლი ბენდელიანი, ილია ელოშვილი და ანდრია ბასილაია დაიკავებენ.




მუნიციპალიტეტის მერიის სამსახურებს უხელმძღვანელებენ: თბილისის მერიის ადმინისტრაციის უფროსი - ვლადიმერ ჭიღლაძე; გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის უფროსი - გიგა გიგაშვილი; ეკონომიკური განვითარების საქალაქო სამსახურის უფროსი - ვახტანგ ლომჯარია; თბილისის მუნიციპალური ინსპექციის უფროსი - კახაბერ გულედანი; ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურის უფროსი - გიორგი აბუთიძე; იურიდიული საქალაქო სამსახურის უფროსი - სერგო ბირკაძე; კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის უფროსი - ირაკლი გვილავა; საფინანსო საქალაქო სამსახურის უფროსი - გაიოზ თალაკვაძე; მუნიციპალური შესყიდვების საქალაქო სამსახურის უფროსი - გიორგი პაპავა; ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის უფროსი - გელა ჩივიაშვილი; უსაფრთხოების საქალაქო სამსახურის უფროსი - ნიკოლოზ ჭონქაძე.



რაც შეეხება თბილისის რაიონების გამგებლებს, ჩუღურეთის რაიონს დავით უთმელიძე, დიდუბის რაიონს ვლადიმერ ძნელაძე, გლდანის რაიონს ლევან ნაროუშვილი, ვაკის რაიონს დავით კვინიკაძე, ხოლო ისნის რაიონს ნიკა ელისაშვილი უხელმძღვანელებს. კრწანისის რაიონის გამგებელი ბექა მიქაუტაძე, მთაწმინდის - დავით კირკიტაძე, ნაძალადევის - ირაკლი ანდღულაძე, საბურთალოს - გაიოზ ვასაძე, სამგორის რაიონის გამგებელი კი, კახა სამხარაძე იქნება“ – ნათქვამია ინფორმაციაში.







რუსეთის თავდაცვის ბიუჯეტი უკრაინისას 13-ჯერ აჭარბებს

რუსეთის თავდაცვის ბიუჯეტი უკრაინისას 13-ჯერ აჭარბებს
access_time2022-01-22 21:00:29
მსოფლიო ელის, როდის შეიჭრება რუსეთი უკრაინაში. 2014 წელს ყირიმისა და დონბასის ნაწილის (ლუგანსკის და დონეცკის ოლქები) ანექსიის შემდეგ, რუსეთი უკრაინას ახალი ომით ემუქრება, რასაც წინ უძღოდა ნატო-რუსეთის საბჭოს უშედეგოდ...

სილქფესტი ორი დღით სასაუბრო და ინტერნეტ პაკეტებს შესთავაზებს მომხმარებლებს!

სილქფესტი ორი დღით სასაუბრო და ინტერნეტ პაკეტებს შესთავაზებს მომხმარებლებს!
access_time2022-01-22 17:48:07
სილქნეტს 22 და 23 იანვარს მრავალფეროვანი შეთავაზებები აქვს მობილური ქსელის მომხმარებლებისთვის. „სილქფესტის“ ხუთი განსხვავებული პაკეტიდან სასურველი პირობის გააქტიურებას ფიზიკური, იურიდიული პირები კომბინაციით *202# შეძლებენ: 300 წუთი - 5 ₾  5 GB + 100 წუთი - 7 ₾  700 წუთი - 9 ₾ 15 GB უსწრაფესი ინტერნეტი  - 10 ₾ 20 GB უსწრაფესი ინტერნეტი  - 12 ₾ მომხმარებელი არ...

ინფლაციის ყველაზე დიდი რისკი გეოპოლიტიკური არეულობაა - მოსაზრება

ინფლაციის ყველაზე დიდი რისკი გეოპოლიტიკური არეულობაა - მოსაზრება
access_time2022-01-22 19:00:32
ინფლაცია არ არის მხოლოდ ქვეყნის შიდა პრობლემა. შეერთებულ შტატებში წლიური ინფლაცია 7%-ს აღწევს, რაც ყველაზე მაღალი მაჩვენებელია ბოლო ოთხი ათწლეულის განმავლობაში. ეს საფრთხეს უქმნის ჯო ბაიდენის...

აშშ-ის “ლეტალური” სამხედრო დახმარება უკრაინაში ჩავიდა

აშშ-ის “ლეტალური” სამხედრო დახმარება უკრაინაში ჩავიდა
access_time2022-01-22 13:00:31
კიევში ამერიკის საელჩოს ცნობით, პარასკევს ღამით უკრაინაში აშშ-ის სამხედრო დახმარების მიწოდება დაიწყო, რაც ქვეყანას რუსეთის შესაძლო ინტერვენციისგან თავის დაცვაში...

რუსული "დიდება" ციფრებში - გიორგი ქადაგიძის მიმოხილვა

რუსული
access_time2022-01-22 18:00:58
დღევანდელ რუსეთს არ გააჩნია არანაირი ფინანსური, სამხედრო თუ ინტელექტუალური რესურსი აწარმოოს თუნდაც საშუალო მასშტაბის და ვადის სამხედრო კამპანია,“-ამის შესახებ ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი გიორგი ქადაგიძე  სოციალურ ქსელში...


მსგავსი სიახლეები

up