თბილისის საკრებულომ დედაქალაქის 2020 წლის ბიუჯეტი დაამტკიცა

თბილისის საკრებულომ დედაქალაქის 2020 წლის ბიუჯეტი დაამტკიცა

access_time2019-12-28 10:25:05

თბილისის  საკრებულომ დედაქალაქის 2020 წლის ბიუჯეტი დაამტკიცა. დოკუმენტს მხარი საკრებულოს 33-მა დეპუტატმა დაუჭირა. სხდომას ოპოზიცია ბოიკოტის ნიშნად არ დაესწრო.

ბიუჯეტის პროექტის წარდგენისას დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ 2019 წელს განხორციელებულ ინფრასტრუქტურულ პროექტებთან დაკავშირებით ისაუბრა და ასევე აღნიშნა, რომ დაწყებული პროექტები მომავალ წელს დასრულდება.

2020 წლის ბიუჯეტის პროექტის მთლიანი მოცულობა 1 მილიარდ 21 მლნ  400 ათასი ლარით განისაზღვრა, რაც გასული წლის თავდაპირველად დამტკიცებულ ბიუჯეტთან შედარებით 93 მლნ 769 ათასი ლარით არის გაზრდილი. 


მომავალ წელს ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის ბიუჯეტში გათვალისწინებულია 431 მლნ 90 370 ლარი, ხოლო სოციალური და ჯანდაცვის მიმართულებით გათვალისწინებულია 317 მლნ 593 121  ლარი. 

2020 წლის განმავლობაში ბიუჯეტის მოცულობა, გარდამავალი ნაშთის დამატების შემდეგ 1 მილიარდ 100 მლნ ლარს გადააჭარბებს, რაც ძირითადად გამოწვეულია შემოსავლების გადაჭარბებით. ბიუჯეტს სესხებისა და გრანტების სახით დაემატება ჯამში დაახლოებით 320 მლნ ლარი.


Imedinews 

თეგები:
საკრებულო



რატომ ჭიანურდება ბათუმის ბულვარის გაგრძელების და ჭოროხზე ხიდის მშენებლობის საკითხი

რატომ ჭიანურდება ბათუმის ბულვარის გაგრძელების და ჭოროხზე ხიდის მშენებლობის საკითხი
access_time2020-02-17 19:00:13
საქართველოს მთავრობის დაკვეთით უნდა მომზადებულიყო კვლევა, რომელიც ბათუმის ბულვარის, სანაპიროზე გზის გაგრძელებას, ჭოროხზე ახალი ხიდის მშენებლობას და გონიოს ყოფილი პოლიგონის განვითარებას შეეხებოდა. შესაბამისი დაფინანსება ერთი წლის წინ მოძიებული იყო, თუმცა, მთავრობამ კვლევის ჩატარება მაინც ვერ უზრუნველყო. მთავრობა საჭირო თანხას ამ ეტაპზე ხელახლა ეძებს. „ბათუმელებმა“ აღნიშნულ საკითხზე ინფორმაციის მისაღებად, წერილობით, საქართველოს მთავრობას და რეგიონული...

DailyMail: სტალინის საბჭოთა რივიერა - წყალტუბოს შთამბეჭდავი აბანოები და სანატორიუმები

DailyMail: სტალინის საბჭოთა რივიერა -  წყალტუბოს შთამბეჭდავი აბანოები და სანატორიუმები
access_time2020-02-17 20:00:57
წყალტუბო, რომელიც ადრე ცნობილი იყო, როგორც საბჭოთა კავშირის რივიერა, დღეს ფოტოგრაფების საყვარელი ადგილია. ევროპელი ფოტოგრაფი ამოს ჩაპლი იანვარში 3 დღით ეწვია ამ ქალაქს, რომელზე დაყრდნობითაც ბრიტანულმა გამოცემა Dailymail-მა წყალტუბოს საბჭოთა ნაგებობებს ვრცელი ფოტორეპორტაჟი მიუძღვნა.    Radio Free Europe-ის  ფოტოგრაფის თქმით, კურორტი წყალტუბო საქართველოში ყველაზე გასაოცარი ადგილია  დიდი კრისტალური ჭაღებითა და...

დღის Top-10 საინტერესო ამბავი

დღის Top-10 საინტერესო ამბავი
access_time2020-02-17 21:30:17
დღის Top-10 საინტერესო ამბავი 1.გადახდის სისტემა, რომელიც “თაღლითობის” საშუალებას იძლევა სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა თბილისის სატრანსპორტო კომპანიის შემოსავლები შეისწავლა და მნიშვნელოვანი...

„ქართულ ოცნებას“ ქვეყანა არ უყვარს, თორემ მას ასე უდიერად არ მოექცეოდნენ“

„ქართულ ოცნებას“ ქვეყანა არ უყვარს, თორემ მას ასე უდიერად არ მოექცეოდნენ“
access_time2020-02-17 18:00:43
„საქართველოში ერთადერთი სფერო,რომელიც ვითარდებოდა იყო ტურიზმი. გასულ წელს კი სექტორი კრიზისში შევიდა. ამის მიზეზი კი „ქართული ოცნების“ არასწორი სტრატეგიაა.“- ამის შესახებ „ახალი საქართველოს“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ რადიო „კომერსანტის“  გადაცემა „ცოდნა და წარმატება“ ნანა ტოხვაძესთან ერთად ისაუბრა. მისი თქმით, სფერო,რომელიც დამოუკიდებლად ვითარდებოდა, ჩამოშლის...

გიორგი ზედელაშვილის დედის კომპანიამ სახელმწიფო ბიუჯეტიდან 105 მილიონ ლარზე მეტი მიიღო

გიორგი ზედელაშვილის დედის კომპანიამ სახელმწიფო ბიუჯეტიდან 105 მილიონ ლარზე მეტი მიიღო
access_time2020-02-17 15:00:40
“საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო” რეგულარულად ახორციელებს სახელმწიფო შესყიდვების მონიტორინგს. კვლევისას გამოიკვეთა, რომ სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს მდივნის ყოფილი პირველი მოადგილის - გიორგი ზედელაშვილის დედის კომპანიას, შპს “საგზაო სამშენებლო-სარემონტო კომპანია სერპანტინს” დომინანტური პოზიცია უკავია ტენდერებსა და გამარტივებულ შესყიდვებში. “სერპანტინმა” მხოლოდ კახეთის რეგიონში განხორციელებული პროექტებისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან, 2013 წლიდან დღემდე,...


მსგავსი სიახლეები

up