20 სექტემბრიდან, კოსტავას ქუჩაზე - გმირთა მოედნის მიმართულებით არსებულ საგზაო მონაკვეთში, სარეაბილიტაციო სამუშაოები იწყება

20 სექტემბრიდან, კოსტავას ქუჩაზე - გმირთა მოედნის მიმართულებით არსებულ საგზაო მონაკვეთში, სარეაბილიტაციო სამუშაოები იწყება

access_time2022-09-19 21:00:00

თბილისის საკონცერტო დარბაზის მიმდებარე ტერიტორიაზე, კოსტავას ქუჩაზე - გმირთა მოედნის მიმართულებით არსებულ საგზაო მონაკვეთში, 20 სექტემბრიდან სარეაბილიტაციო სამუშაოები იწყება, რის გამოც სატრანსპორტო საშუალებების გადაადგილების სქემა დროებით შეიცვლება. ამის შესახებ განცხადებას თბილისის მერია ავრცელებს.


„ჭავჭავაძის გამზირიდან და კეკელიძის ქუჩიდან სატრანსპორტო საშუალებები მხოლოდ რუსთაველის გამზირის მიმართულებით იმოძრავებენ. რუსთაველის გამზირიდან ჭავჭავაძის გამზირის მიმართულებით მოძრავი სატრანსპორტო საშუალებები მელიქიშვილის გამზირზე გადაადგილებას შეძლებენ ქიაჩელის, ახვლედიანისა და ნიკოლაძის ქუჩების გავლით. მელიქიშვილის გამზირიდან კი, ავტომობილები ვარაზისხევის ქუჩის მიმართულებით იმოძრავებენ. ასევე, ქიაჩელის, ახვლედიანისა და ნიკოლაძის ქუჩებიდან მოძრავი სატრანსპორტო საშუალებები გადაადგილდებას შეძლებენ ჭოველიძის ქუჩის მიმართულებით, ხოლო ვარაზისხევის ქუჩიდან ამომსვლელ სატრანსპორტო საშუალებებს მარცხნივ მოხვევით, შეეძლებათ, რუსთაველის გამზირის მიმართულებით იმოძრაონ.


აღნიშნული სამუშაოების გამო, საზოგადოებრივი ტრანსპორტის გადაადგილების სქემაც შეიცვლება.



რუსთაველის გამზირიდან გმირთა მოედნის მიმართულებით მოძრავი ავტობუსები: N306, N310, N314, N326, N331, N337, N342, N352, N358, N378, N391, N397 და მიკროავტობუსები: N472, N532, N540, N541 პირველი რესპუბლიკის მოედნის, ქიაჩელისა და ნიკოლაძის ქუჩების გავლით, მელიქიშვილის გამზირზე გადაინაცვლებენ, ვარაზისხევის ქუჩის საშუალებით, გმირთა მოედანზე გადაადგილდებიან და მოძრაობას დადგენილი სქემით განაგრძობენ.


გმირთა მოედნიდან რუსთაველის გამზირისკენ მოძრავი ავტობუსები: N306, N 310, N314, N326, N331, N337, N342, N352, N358, N378, N391 და მიკროავტობუსები: N472, N532, N540, N541 ვარაზისხევის ქუჩიდან მელიქიშვილის გამზირზე მოხვდებიან და კოსტავას ქუჩის გავლით, დადგენილი სქემით იმოძრავებენ. ვაკიდან გმირთა მოედნის მიმართულებით მოძრავი ავტობუსები: N307, N311, N351, N354, N387 და მიკროავტობუსი: N512 გადაადგილებას შეძლებენ ვარაზისხევის ქუჩით. უკუმიმართულებითაც, გადაადგილება შესაძლებელი იქნება ამავე ქუჩის გამოყენებით.


რაც შეეხება ვაკიდან რუსთაველის გამზირის მიმართულებით მოძრავ ავტობუსებს, N301, N345, N359, N388, N397 და მიკროავტობუსი - N540 ჭავჭავაძის გამზირიდან მელიქიშვილის გამზირისა და კოსტავას ქუჩის გავლით, უკვე არსებული სქემით იხელმძღვანელებს. რუსთაველის გამზირიდან ჭავჭავაძის გამზირის მიმართულებით მოძრაობისას, ავტობუსები: N301, N345, N359, N388 და მიკროავტობუსი - N540 მელიქიშვილის გამზირზე გადაადგილდება პირველი რესპუბლიკის მოედნის, ქიაჩელისა და ნიკოლაძის ქუჩების გავლით, რის შემდეგაც, ჭავჭავაძის გამზირის მიმართულებით იმოძრავებს“ – ნათქვამია განცხადებაში.






ჩინეთმა ააშენა 3 ავიამზიდი, თუმცა უჭირს შესაბამისი მფრინავების მომზადება

ჩინეთმა ააშენა 3 ავიამზიდი, თუმცა უჭირს შესაბამისი მფრინავების მომზადება
access_time2022-10-02 23:00:51
ჩინეთის საზღვაო ფლოტი, მსოფლიოში მეორე ყველაზე ძლიერი - ორი ავიამზიდი ექსპლუატაციაში შევიდა და მეორე ამოქმედდა ივნისში. შესაბამისად, ჩინეთი ცდილობს დააკმაყოფილოს მოთხოვნილება კვალიფიციურ თვითმფრინავების პილოტებზე, ამბობენ ანალიტიკოსები — აღნიშნულის შესახებ Business...

რომის პაპი პუტინს მოუწოდებს, დაასრულოს „ძალადობის და სიკვდილის ეს სპირალი“

რომის პაპი პუტინს მოუწოდებს, დაასრულოს „ძალადობის და სიკვდილის ეს სპირალი“
access_time2022-10-02 19:00:03
რომის პაპმა ფრანცისკემ მიმართა რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს ცეცხლის შეწყვეტისთვის, სთხოვა მას „შეაჩეროს ძალადობისა და სიკვდილის სპირალი“ უკრაინაში და დაგმო ბირთვული თავდასხმის „უკონტროლო“ შედეგების „აბსურდული“ რისკი.  რომის პაპმა ფრანცისკემ წარმოთქვა თავისი ყველაზე მკაცრი განცხადება მეშვიდე თვის განმავლობაში არსებული კონფლიქტის შესახებ, რომელიც მან...

ნატოს წევრმა ცხრა ქვეყანამ მხარი დაუჭირა ალიანსში უკრაინის გაწევრიანებას

ნატოს წევრმა ცხრა ქვეყანამ მხარი დაუჭირა ალიანსში უკრაინის გაწევრიანებას
access_time2022-10-02 15:00:07
ნატოს წევრმა ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ცხრა ქვეყნის პრეზიდენტებმა ერთობლივი...

რუსეთმა სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის მმართველ საბჭოში ადგილი დაკარგა

რუსეთმა სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის მმართველ საბჭოში ადგილი დაკარგა
access_time2022-10-02 13:00:01
რუსეთმა დაკარგა ადგილი გაეროს მმართველ საბჭოში, რომელიც მხარს უჭერს 193 ქვეყანას შორის სამოქალაქო საჰაერო მიმოსვლის თანამშრომლობასა და კოორდინაციას —  აღნიშნულის შესახებ Bloomberg-ი წერს.  რუსეთმა ვერ მიიღო საკმარისი მხარდაჭერა, რათა...

რუსეთში „SoundCloud“-ის პლატფორმა დაბლოკეს

რუსეთში „SoundCloud“-ის პლატფორმა დაბლოკეს
access_time2022-10-02 11:00:50
SoundCloud-ის ფლატფორმაზე წვდომა შეზღუდულია რუსეთის ფედერაციის გენერალური პროკურატურის მოთხოვნით.  აკრძალვის მიზეზი გაურკვეველი რჩება. არც Roskomnadzor-ს და არც გენერალურ პროკურატურას ამ დრომდე განცხადება არ...


მსგავსი სიახლეები

up