თბილისის ღამის კლუბებმა დახურვის გადაწყვეტილება მიიღეს. კერძოდ, ქვეყანაში არსებული ეპიდემილოგიური მდგომარეობიდან გამომდინარე, ღამის კლუბები 14-15 იანვარს ბოლო ღონისძიებებს გამართავენ, შემდეგ კი დაიხურებიან. ღამის კლუბი Khidi სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს და წერს, რომ „ამაღამ KHIDI ზამთრის უკანასკნელ საკლუბო ღამე გაიმართავს“.
“ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის მკვეთრი გაუარესება, რომელშიც კლუბების წვლილი მინიმალურია, არ გვაძლევს თავაწეულად და სრულფასოვნად ფუნქციონირების საშუალებას.
22 თვიანი უმძიმესი პაუზის შემდეგ, მხოლოდ სამი კვირის მანძილზეშევძელით მუშაობა, ისიც უდიდესი წნეხის ფონზე.
ამ სამი კვირის განმავლობაში ვიჩენდით მაღალ პასუხისმგებლობას და ზედმიწევნით ვიცავდით გამკაცრებულ კარის პოლიტიკას, კლუბის სტუმრებისთვის უსაფრთხო სივრცეში მოსახვედრად.
ყველაფრის მიუხედავად, დანარჩენ კლუბებთან ერთად მივიღეთ უმძიმესი, დახურვის გადაწყვეტილება.
კლუბების დახურვით გამოწვეული სიმძიმე პირველივე დღეებში იჩენს თავს და მძიმედ დააწვება ელექტრონული მუსიკის წამყვან არტისტებს, სფეროს პროფესიონალებსა და რიგით თანამშრომლებს, რომელთაც კვლავ გაუკრვეველი დროით წაერთმევათ შემოსავალი და განვითარების საშუალება.
ვიმედოვნებთ, რომ უახლოეს კვირებში პიკს მიღწეული ინფიცირების მაჩვენებელი მკვეთრად დაიწყებს უკუსვლას და ჩვენ არაუგვიანეს მარტის დასაწყისისა კვლავ გავხსნით კლუბის კარს და აღარ დავკეტავთ“, — წერია ღამის კლუბებ ხიდის განცხადებაში