კომპანია „Deloitte საქართველომ“ თბილისის საინვესტიციო პოტენციალის სექტორული კვლევა წარადგინა

კომპანია „Deloitte საქართველომ“ თბილისის საინვესტიციო პოტენციალის სექტორული კვლევა წარადგინა

access_time2019-06-11 14:20:32

კომპანია „Deloitte საქართველომ“ თბილისის საინვესტიციო პოტენციალის სექტორული კვლევა წარადგინა, რომელიც თბილისის მერიის დაკვეთით განხორციელდა. ღონისძიება დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ გახსნა. ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.



„ჩვენი ერთ-ერთი მთავარი მიზანია თბილისის ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობა და ინტერესის გაზრდა ამ ეტაპზე ნაკლებად განვითარებული სექტორების და ქვესექტორების მიმართ, რომლებსაც ზრდის კარგი პოტენციალი გააჩნიათ.



როგორც მოგეხსენებათ, ეკონომიკური სექტორების დივერსიფიცირება და ახალი საინვესტიციო მიმართულებების განსაზღვრა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია თბილისის მდგრადი განვითარებისთვის. აღნიშნულიდან გამომდინარე, თბილისის მერიის დაკვეთით „Deloitte საქართველომ“ განახორციელა თბილისის საინვესტიციო პოტენციალის სექტორული კვლევა, რომელიც მოიცავდა თბილისის მიმდინარე ეკონომიკურ მიმოხილვას, არსებული სექტორების შეფასებას და საინვესტიციო და პრიორიტეტული სექტორების იდენტიფიცირებასა და ანალიზს. კვლევა მნიშვნელოვანია დედაქალაქის გრძელვადიანი, მდგრადი ეკონომიკური განვითარების უზრუნველყოფისთვის. ჩვენ ამაზე არაერთხელ გვისაუბრია და ეს კვლევაშიც კარგად გამოჩნდება, თუ რამდენად დიდი რესურსი გააჩნია ჩვენს ქალაქს, მაგრამ აქ მთავარი და მნიშვნელოვანია, რომ უნდა მოხდეს ქალაქის სწორი განვითარება. ჩვენ ეს პრობლემები წლების განმავლობაში გვქონდა და შედეგიც სახეზეა. ჩვენ მთელი რიგი ცვლილებები განვახორციელეთ და დავნერგეთ განსხვავებული მიდგომები. რა თქმა უნდა, ქალაქი უნდა განვითარდეს, წინ უნდა წავიდეს, მაგრამ ეს ყველაფერი უნდა გავაკეთოთ სწორად, ხარისხიანად. ის მიდგომები და დამოკიდებულება, რაც წლების განმავლობაში იყო - ვაშენებ სადაც მინდა, როგორც მინდა და რამდენსაც მინდა - ნამდვილად არ გამოვა. ასეთი მიდგომა და დამოკიდებულება კატეგორიულად მიუღებელია. ზოგადად, სამშენებლო სექტორი და ბიზნესიც გადაეწყო იმ მოთხოვნებსა და მიდგომებზე, რომელიც ჩვენი მხრიდან იყო განსაზღვრული. ზუსტად ასე იქნება ქალაქის სწორად განვითარება შესაძლებელი“, - განაცხადა თბილისის მერმა.



თბილისის მერიის ეკონიმიკური განვითარების საქალაქო სამსახურის უფროსის ანდრია ბასილაიას განმარტებით, აღნიშნული კვლევა მნიშვნელოვანი დოკუმენტია ქართველი და უცხოელი ინვესტორებისთვის, რომლებიც თბილისში ინვესტიციების განხორციელებას გეგმავენ.




„აღნიშნული კვლევა ემსახურება თბილისის საინვესტიციო პოტენციალის წარმოჩენას ადგილობრივი და უცხოელი ინვესტორებისთვის, ასევე, თბილისის ეკონომიკის დივერსიფიკაციას. ჩვენ გავაგრძელებთ მუშაობს, რომ ინვესტირება მოხდეს ისეთ სექტორებსა და ქვესექტორებში, სადაც ზრდის მაღალი პოტენციალია. გამოკვეთილი სექტორებია ტურიზმი, საცალო ვაჭრობა, კრეატიული სექტორი. შესწავლილ იქნა ჯანდაცვის სექტორი - პლასტიკური ქირურგია, ასევე, ფარმაცევტიკა და გამოიკვეთა ბიდიოსექტორი ანუ ბიზნესპროცესების აუთსორსინგი. კვლევაზე დაიხარჯა დაახლოებით, 160 000 ლარამდე. კვლევა საჯაროა, ის უკვე განთავსებულია მერიის ვებგვერდზე და ხელმისაწვდომია ყველა ინვესტორისთვის, ვინც ინვესტიციის ჩადებას აპირებს. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ დავაინტერესოთ ინვესტორები, რათა მეტი ინვესტიცია განახორციელონ“, - განაცხადა ანდრია ბასილაიამ.



კვლევა მოიცავს თბილისის მიმდინარე ეკონომიკურ მიმოხილვას, არსებული სექტორების შეფასებას, საინვესტიციოდ პრიორიტეტული სექტორების იდენტიფიცირებასა და ანალიზს.



კვლევის მიხედვით, პრიორიტეტი მიენიჭა სტუმარ-მასპინძლობის, ჯანდაცვის, გართობისა და ვაჭრობის, ფარმაცევტულ და კრეატიულ სექტორებს. იდენტიფიცირებული სექტორების მიხედვით მომზადდა დეტალური რეკომენდაციები ინვესტორებისა და თბილისის მერიის სამომავლო თანამშრომლობისთვის, რაც მოიცავს სექტორში ინვესტირების ალტერნატიულ შესაძლებლობებს და მუნიციპალიტეტის მხრიდან მხარდამჭერ ღონისძიებებს.



„Deloitte საქართველომ“ იდენტიფიცირებული სექტორების მიხედვით შეისწავლა წარმატებული მაგალითები რამდენიმე ევროპული ქალაქის მიხედვით და თბილისის მერიას წარუდგინა რეკომენდაციები, როგორ უნდა მოხდეს აღნიშნული სექტორების ხელშეწყობა ინვესტიციების მოზიდვის და განვითარების მიმართულებით, მათ შორის მუნიციპალური პროგრამებით.








ევროპის უმსხვილესი ბანკი მოგების 65%-იან ვარდნას ვარაუდობს

ევროპის უმსხვილესი ბანკი მოგების 65%-იან ვარდნას ვარაუდობს
access_time2020-08-04 18:15:55
HSBC (ჰონგ-კონგისა და შანხაის საბანკო კორპორაცია) სამუშაო ადგილების შემცირების დაჩქარებას გეგმავს. ბანკის განცხადებით, კორონავირუსთან დაკავშირებული უმოქმედო სესხების რაოდენობამ შესაძლოა $13 მილიარდს მიაღწიოს. HSBC-ს ხელმძღვანელის ნოელ ქუინის განცხადებით ეს „აჩქარებს“ ადრეული რესტრუქტურიზაციის გეგმას, რომელიც 35 000 სამუშაო ადგილს მოიცავდა. ქუინის თქმით, ბიზნესის გასაძლიერებლად, ბანკი ასევე „დამატებით აქტივობებს“ გამოიკვლევს. BBC-ის ინფორმაციით, ევროპის უმსხვილესი...

ბანკები გადავადებულ პროცენტებს ერთბაშად ითხოვენ?!

ბანკები გადავადებულ პროცენტებს ერთბაშად ითხოვენ?!
access_time2020-08-04 17:00:31
კომერციული ბანკები, საშეღავათო პერიოდის დასრულების შემდეგ, თანხის გადახდას ერთიანად ითხოვენ. ინფორმაცია როგორც ბანკის მსესხებლების, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან დასტურდება. ასეთ ვითარებაში ათასობით ოჯახს გაკოტრება ელის. პირველ ეტაპზე, სამთვიანი საშეღავათო პერიოდი, უგამონაკლისოდ, ყველა კომერციულმა ბანკმა დაუწესა მსესხებლებს. მიზეზი პანდემია და საგანგებო რეჟიმი იყო, რომლის გამოც, მოქალაქეები შემოსავლის გარეშე დარჩნენ . ბანკებისა და მთავრობის ერთობლივი...

მოსკოვი კვიპროსის ოფშორებს რუსული ბიზნესისთვის ხურავს

მოსკოვი კვიპროსის ოფშორებს რუსული ბიზნესისთვის ხურავს
access_time2020-08-04 19:30:06
...

დღის Top 10 საინტერესო ამბავი

დღის Top 10 საინტერესო ამბავი
access_time2020-08-04 21:00:02
დღის Top 10 საინტერესო ამბავი: 1.Doctor Goods, Group Inn, KTW, ყვარლის ედემი - Bellingcat კორონავირუსთან დაკავშირებულ საჯარო ტენდერებში კორუფციაზე წერს საერთაშორისო საგამოძიებო გამოცემა Bellingcat საქართველოში კორონავირუსთან დაკავშირებულ საჯარო ტენდერებში კორუფციაზე წერს. Bellingcat-ის ცნობით, პანდემიის პერიოდში, საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შემდეგ...

მთავრობა „შტადლერის“ ქარხნის მშენებლობის მოლოდინშია

მთავრობა „შტადლერის“ ქარხნის მშენებლობის მოლოდინშია
access_time2020-08-04 14:05:06
უცხოური ინვესტიციების პროაქტიური მოზიდვისა და საქართველოში უცხოური წარმოებების რეალოკაციის სტრატეგიის ფარგლებში, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინსიტრი ნათია თურნავა ცნობილი შვეიცარიული კომპანია „შტადლერის ჯგუფის პრეზიდენტს პიტერ შპულერს შეხვდა. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ „შტადლერის მარკეტინგისა და გაყიდვების აღმასრულებელი ვიცე-პრეზიდენტი ანსგარ ბროკმაიერი, დსთ-ის ქვეყნების მარკეტინგისა და გაყიდვების დირექტორი მატიას შტორი, საქართველოში შვეიცარიის ელჩი პატრინ...


მსგავსი სიახლეები

up