თბილისის საერთაშორისო აეროპორტში რამდენიმე სიახლე დაინერგა

თბილისის საერთაშორისო აეროპორტში რამდენიმე სიახლე დაინერგა

access_time2016-04-06 11:26:54

დიმიტრი ქუმსიშვილმა თბილისის საერთაშორისო აეროპორტის ასაფრენ-დასაფრენი ზოლის რეაბილიტაციის პროცესი პირად კონტროლზე აიყვანა


ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში არსებული ასაფრენ-დასაფრენი ზოლისა და სამიმოსვლო ბილიკების სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა. 


სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების შემდეგ თბილისის საერთაშორისო აეროპორტს ექნება განახლებული და მოდერნიზებული ასაფრენ-დასაფრენი ზოლი და სამიმოსვლო ბილიკები, რომელიც ასევე აღიჭურვება საერთაშორისო სატანდარტებთან შესაბამისი შუქ-ტექნიკური საშუალებებით. როგორც ეკონომიკის სამინისტროში აცხადებენ, ასაფრენი ზოლისა და შესაბამისი სააეროდრომო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია ხელს შეუწყობს მეტი ავიაკომპანიის მოზიდვასა და ტურისტული მგზავრთნაკადის გაზრდას. თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ასაფრენ-დასაფრენი ზოლის რეაბილიტაცია 12 კვირაში უნდა დასრულდეს. 


დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, ის ყოველ კვირა ჩაიბარებს ანგარიშს კონტრაქტორი და ქვეკონტრაქტორი კომპანიებისგან სარეაბილიტაციო სამუშაოების მიმდინარეობის შესახებ. მისი თქმით, აღნიშნულ პროცესს ზედამხედველობას უწევს 


საჰაერო ტრანსპორტის საერთაშორისო ასოციაციის (IATA) ტექნიკური კონსულტანტი, რაც, ვიცე-პრემიერის განცხადებით, არის რეალური გარანტია იმისა, რომ სამუშაოები თბილისის საერთაშორისო აეროპორტში შესრულდება მაღალი ხარისხით და IATA-ს სტანდარტებით.  დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, კომპანიები „ტავი“ და „ბლექსი ჯგუფი“ იღებენ ვალდებულებას, დაგეგმილი სამუშაოები დროულად და სათანადო ხარისხით შესრულდება.  



ამ ეტაპზე თბილისის საერთაშორისო აეროპორტში არსებულ ასაფრენ ზოლზე მიმდინარეობს შემდეგი სამუშაოები: სამიმოსვლო ბილიკზე „ალფა“ დასრულდა სარეაბილიტაციო სამუშაოები და მოეწყო სანავიგაციო შუქტექნიკა;  სამიმოსვლო ბილიკებზე „ბრავო” და „ჩარლი“ ხორციელდება არსებული საფარის მოფრეზვის, გაგანიერების და ასფალტის გადაგებისთვის საჭირო სამუშაოები.  ასაფრენ-დასაფრენ ზოლზე მოხდა საჰაერო ხომალდის დაჯდომის შედეგად არსებული რეზინის ნარჩენების პირველადი მოცილება; ასაფრენ ზოლზე ხორციელდება ბზარების შეკეთების სამუშაოები; ასაფრენ ზოლზე მიმდინარეობს საჰაერო ხომალდების მობრუნებისთვის საჭირო ადგილების მოწყობა; ასაფრენი ზოლის 13R კურსიდან მიმდინარეობს არსებული სანავიგაციო შუქტენიკის დემონტაჟის სამუშაოები. 


ამ ეტაპზე თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ინფრასტრუქტურის განვითარებაზე მიმდინარეობს შემდეგი სამუშაოები: სამგზავრო ტერმინალში დაემატა მგზავრების 6 სარეგისტრაციო დახლი; დაგრძელდა ჩამოფრენის დარბაზში მდებარე ბარგის მისაღები 3 ლენტი; გაფრენის დარბაზში  განთავსდა მგზავრთა საავიაციო უშიშროების შემოწმების ცენტრალიზირებული სისტემა; 


საავიაციო უშიშროების შემოწმების ცენტრალიზებული სისტემის განთავსების შემდგომ, აეროპორტი გადავიდა ღია გასასვლელების (გეითების) პრინციპზე; იმის გათვალისწინებით, რომ მგზავრთნაკადმა 2015 წელს მიაღწია 1 800 000 მგზავრს, კომპანია „ტავ საქართველომ“ უკვე დაიწყო ჩამოფრენის ახალი ტერმინალის  მოსამზადებელი სამუშაოები. მშენებლობა დასრულდება 2017 წელს; ჩამოფრენის ტერმინალის მშენებლობის პარალელურად მოეწყობა ავტომანქანების პარკირების დამატებითი სადგომები.  


შეგახსენებთ:  2015 წლის 28 მაისს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს ”საქართველოს აეროპორტების გაერთიანებას” და შპს ”ტავ-ურბან საქართველოს” შორის ხელი მოეწერა 2005 წელს დადებული თბილისის საერთაშორისო აეროპორტის კონცესიის  ხელშეკრულების (Build Operate Transfer – BOT) განახლებულ ვარიანტს.


2005 წლის ხელშეკრულებით შპს ”ტავ-ურბან საქართველოს” თბილისის საერთაშორისო აეროპორტი მართვაში გადაეცა 2027 წლამდე. თუმცა იმის გამო, რომ 2005 წლის შემდეგ თბილისის აეროპორტში მგზავრთნაკადის ოდენობა თითქმის გაოთხმაგდა და მოსალოდნელია ზრდის გაგრძელება შემდეგ წლებშიც, დღის წესრიგში დადგა არსებული ინფრასტრუქტურის განახლების აუცილებლობა და შესაბამისად არსებული ხელშეკრულების პირობების გადახედვაც. 


ხელშეკრულების ახალი ვერსიის თანახმად მხარეები შეთანხმდნენ შემდეგზე: თბილისის საერთაშორისო აეროპორტის არსებული ასაფრენი ზოლის და სამიმოსვლო ბილიკების სრული რეაბილიტაცია განხორციელდება 2014 წელს საჰაერო ტრანსპორტის საერთაშორისო ასოციაციის - IATA Consulting-ის მიერ მომზადებული დასკვნის და რეკომენდაციების შესაბამისად. სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდება 2016 წლის ივნისის ბოლოს.


თბილისის საერთაშორისო აეროპორტის განვითარების ოთხეტაპიანი გეგმა  უზრუნველყოფს ხელშეკრულების ბოლომდე (2027 წ-მდე) აეროპორტის ინფრასტრუქტურის განვითარებას და კონკრეტული პროექტების განხორციელებას მგზავრთნაკადის მატების შესაბამისად.

 



ჩვენ არ გვაქვს ცუდი შედეგები, 5%-იან ეკონომიკურ ზრდას უამრავი ქვეყანა ინატრებდა-დეპუტატები IRI-ს კვლევას აფასებენ

ჩვენ არ გვაქვს ცუდი შედეგები, 5%-იან  ეკონომიკურ ზრდას უამრავი ქვეყანა ინატრებდა-დეპუტატები IRI-ს კვლევას აფასებენ
access_time2019-11-19 20:10:10
„IRI- კვლევებს დიდ პატივს ვცემ მაგრამ იმ ხალხს ვინც საქართველოში სამუშაოებს ასრულებს მე მათი კვლევების არ მჯერა, რადგან შედეგები არასდროს გამართლებულა“ -ასე აფასებს საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე პაატა კვიჟინაძე საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის კვლევას, რომლის მიხედვითაც გამოკითხულთა 80% მიიჩნევს, რომ მათი უმთავრესი პრობლემებად უმუშევრობა, საცხოვრებელი ხარჯები და სიღარიბეა.   რატომ ვერ მიიღო მოსახლეობამ...

„საქართველოს ბანკი“- ახლო მომავალში ლარი იმ ნიშნულს დაუბრუნდება, რომელიც მის გაცვლით კურსს რეალურად ასახავს“

„საქართველოს ბანკი“- ახლო მომავალში ლარი იმ  ნიშნულს დაუბრუნდება, რომელიც  მის გაცვლით კურსს რეალურად ასახავს“
access_time2019-11-19 18:35:56
„საქართველოს ეკონომიკა ბოლო მონაცემებითაც აჩვენებს ისეთ შედეგებს, რომელიც მყარ საფუძველს იძლევა, იმისთვის რომ ლარი ახლო მომავალში დაუბრუნდება ნიშნულს, რომელიც რეალურად ასახავს მის გაცვლით კურსს“--ამის შესახებ „კომერსანტს“  „ საქართველოს ბანკის“ გენერალური დირექტორის მოადგილე სულხან გვალიამ განუცხადა.  მისივე განმარტებით,  ყველა კვლევაც ასე აჩვენებს, ლარის კურსი დაახლოებით 10%-ით მეტადაა გაუფასურებული. „აქვე, ერთმნიშვნელოვნად უნდა...

„ნამახვანი ჰესის მშენებლობა წყალტუბოს განვითარების გეგმას ჩააგდებს“

„ნამახვანი ჰესის მშენებლობა წყალტუბოს განვითარების გეგმას ჩააგდებს“
access_time2019-11-19 18:00:17
„როდესაც ქვეყანაში ისეთი პროექტების მშენებლობა გრძელდება, რომელიც გარემოს აზარალებს, ჩნდება ეჭვი, რომ მსგავსი დიდი პროექტების მეშვეობით ქვეყანაში ფული თეთრდება“- ამის შესახებ „კომერსატს“ არასამთავრობო ორგანიზაცია ”მწვანე ალტერნატივის” ბიომრავალფეროვნების კოორდინატორმა ირაკლი მაჭარაშვილმა განუცხადა. მისი თქმით, წყალტუბოს განვითარებაც შეიძლება ასეთ საკითხად მივიჩნიოთ თუ წინასწარ არ იქნა მისი დადებითი და უარყოფითი შედეგები...

ბრონქიტი -როგორ ავიცილოთ თავიდან გართულებები?

ბრონქიტი -როგორ ავიცილოთ თავიდან გართულებები?
access_time2019-11-19 14:30:24
ბრონქების ლორწოვანი გარსის ანთებას ბრონქიტი ეწოდება, რომელის ყველაზე ხშირი მიზეზიც ვირუსული ინფექციაა. კორონავირუსებს, რომლებიც ამ დაავადებას იწვევენ,ბევრი საერთო აქვთ გრიპისა და ატოპიური პნევმონიის გამომწვევ ვირუსთან. ერთი შეხედვით გარეგნულად სრულიად უწყინარი , თუმცა უკიდურესად სახიფათო არიან. გერმანელი სპეციალისტების გამოთვლით , ზამთრის სეზონზე მხოლოდ გერმანიაში გაციებისა და მისი გართულების შედეგად 12 ათასი ადამიანი იღუპება! ბრონქიტი ნამდვილად ეპიდემიად იქცა, რამდენადაც...

„სოკარს“ არ ვაწყენინოთ? - რატომ გადაიდო დიზელის საწვავზე „ევრო 5“-ის სტანდარტის ამოქმედება?

„სოკარს“ არ ვაწყენინოთ? - რატომ გადაიდო დიზელის საწვავზე „ევრო 5“-ის სტანდარტის ამოქმედება?
access_time2019-11-19 16:10:05
„აქ არ იყო მთავარი მხოლოდ ის, რომ სტრატეგიულ პარტნიორს და „სოკარს“ არ ვაწყენინოთ, აქ მნიშვნელოვანი სოციალურ ეკონომიკური ფაქტორი იკვეთება. „სოკარი“ ცალსახად არის მნიშვნელოვანი ინვესტორი და ეს ფაქტორიც გასათვალისწინებელია, თუმცა ამით ეკოლოგიური მდგომარეობა არ უარესდება“, - ასე აფასებს  „ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის“ თავმჯდომარე ვანო მთვრალაშვილი დიზელის საწვავზე „ევრო 5“ სტანდარტის ამოქმედების 2021 წლამდე გადავადებას. დიზელის ახალი „ევრო 5“ სტანდარტის...


მსგავსი სიახლეები

up