თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ახალი ტერმინალის მშენებლობა იგეგმება

თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ახალი ტერმინალის მშენებლობა იგეგმება

access_time2023-02-01 14:30:22

თბილისის საერთაშორისო აეროპორტი გაფართოვდება. აღნიშნულს თბილისის საერთაშორისო აეროპორტის განვითარების გეგმა ითვალისწინებს, რომელზეც მუშაობა ამ წუთებშიც მიმდინარეობს. როგორც TAV Georgia-ს გენერალურმა მენეჯერმა თეა ზაქარაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, საბოლოო გადაწყვეტილება, გააგრძელებს თუ არა, 2027 წლის შემდეგ, TAV Georgia თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების მართვას, მარტის ბოლოს იქნება მიღებული და, ასევე, იმ პროექტების საინვესტიციო ღირებულებაც დაზუსტდება, რაც განვითარების გეგმის მიხედვით ამ აეროპორტებში უნდა განხორციელდეს. თეა ზაქარაძის განმარტებით, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ახალი, უფრო დიდი ტერმინალი აშენდება.


„მიმდინარეობს მუშაობა თბილისის საერთაშორისო და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების განვითარების გეგმებზე. ფრანგული კომპანია მათზე მუშაობის ბოლო ეტაპზეა. ამჟამად საქართველოს მთავრობასთან გავდივართ ყველა იმ ნიუანსსა და დეტალს, რაც აეროპორტს რეალურად სჭირდება. იმიტომ, რომ მისი განვითარებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ყველა ხედვა და მოთხოვნა, რაც დღეს სახელმწიფოს აეროპორტთან მიმართებაში აქვს, იყოს შეჯერებული და შესრულებული. ჩვენ დღემდეც, კომპანია უკვე 18 წელია თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტებს მართავს, საკმაოდ ბევრი წარმატება გვქონდა და გვინდა ქვეყანას განახლებული აეროპორტები ჰქონდეს. ამაზე ვმუშაობთ. განვითარების კონკრეტული გეგმა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ახალი ტერმინალის მშენებლობას ითვალისწინებს. არსებული ტერმინალი უკვე მოძველებულია, თითქმის 18 წლისაა. იგეგმება, ასევე, სამუშაოები აეროდრომზე და საჰაერო ხომალდების სტენდების დამატება. ძალიან მასშტაბურ პროექტებს ვგეგმავთ“, - განაცხადა თეა ზაქარაძემ. მისი თქმით, აღნიშნული პროექტის განხორციელებისათვის სოლიდური მოცულობის ინვესტიცია იქნება საჭირო.



რაც შეეხება TAV Georgia-ს, მას თბილისის საერთაშორისო აეროპორტის ოპერირების ვადა 2027 წლის თებერვალში ეწურება, ხოლო ბათუმის აეროპორტში 2027 წლის მაისში. თუმცა, აეროპორტების მმართველ კომპანიასა და საქართველოს მთავრობას შორის ოპერირების ვადის გაზრდაზე მოლაპარაკებები ინტენსიურად მიმდინარეობს.





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up