თბილისის საბავშვო ბაღებში პროდუქტების გაცემა დაიწყო

თბილისის საბავშვო ბაღებში პროდუქტების გაცემა დაიწყო

access_time2020-03-19 16:52:28

თბილისის მერის ინიციატივითა და უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს რეკომენდაციით, დედაქალაქის საჯარო ბაღებში აღსაზრდელების მშობლებისთვის პროდუქტების გაცემა დაიწყო. ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.



პროცესს დედაქალაქის მერი კახა კალაძე, მერის მოადგილე ილია ელოშვილთან და თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელ კახაბერ გვანცელაძესთან ერთად, დიდუბის რაიონში, სამტრედიის ქუჩაზე მდებარე N92 ბაგა-ბაღში გაეცნო.



კახა კალაძემ ბაღების თანამშრომლებს მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ პროცესი სპეციალისტების რეკომენდაციებისა და უსაფრთხოების ყველა წესის დაცვით მიმდინარეობს.



„დიდუბის რაიონში მდებარე ერთ-ერთ საბავშვო ბაღში საკვების გაცემის პროცესს გავეცანით. ჩვენი გადაწყვეტილებით, არამალფუჭებადი, დაფასოებული პროდუქტები აღსაზრდელების მშობლებს გადაეცემათ. ეს არის ის რაციონი, რომელიც ამ დღეების განმავლობაში უნდა მიეღოთ ჩვენს პატარებს. მშობლებს ორ კვირაში ერთხელ ექნებათ შესაძლებლობა, მობრძანდნენ და ის საკვები, რომელიც ბავშვებს ბაღში უნდა მიეღოთ, სახლში წაიღონ და თავიანთ პატარებს თავად მოუმზადონ. რა თქმა უნდა, ყველა რეკომენდაცია არის გათვალისწინებული, რომელსაც პროფესიონალებისგან, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციიდან ვიღებთ. მაქსიმალურად არის დაცული სანიტარიულ-ჰიგიენური და უსაფრთხოების ნორმებიც“, - განაცხადა კახა კალაძემ.




დედაქალაქის მერმა პროცესში ჩართულ მოხალისეებს მადლობა გადაუხადა, ხოლო მოხალისეობის მსურველ მოქალაქეებს მერიის ცხელ ხაზზე დარეგისტრირებისკენ მოუწოდა.



„მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო ჩემს თანამშრომლებსა და იმ მოხალისეებს, რომლებიც პროცესში არიან ჩართული. ბევრი ადამიანი რეგისტრირდება ამ მიმართულებით. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ვისაც მოხალისეობის სურვილი აქვს, აუცილებლად უნდა დაუკავშირდნენ დედაქალაქის მერიის ცხელ ხაზს, სადაც მოხდება მათი მონაცემების დარეგისტრირება. შემდეგ ჩვენ დავუკავშირდებით მათ, გადავამზადებთ და როდესაც ამის საჭიროება იქნება, ჩვენი ზედამხედველობის ქვეშ სხვადასხვა მიმართულებით მათი ჩართულობა განხორციელდება“, - განაცხადა თბილისის მერმა.



საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელი დღეს, ვაკის რაიონში მდებარე N27 და N44 ბაგა-ბაღებშიც იმყოფებოდა.



„დღეს დავიწყეთ პროდუქტების გაცემა მშობლებისთვის. გადასაცემ პაკეტებში მოთავსებულია 12 სახეობის არამალფუჭებადი პროდუქტი. ბაღებში მოწყობილია სპეციალური სივრცეები, სადაც უზრუნველყოფილია სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმები და დაცულია ის ძირითადი წესები, რაც ინსტრუქციის სახით, კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, ყველა ბაღს წინასწარ მივაწოდეთ. პროცესი მშვიდად მიმდინარეობს და მინდა, მადლობა გადავუხადო ბაღების თანამშრომლებს, რომლებმაც პროცესის ორგანიზებისთვის ჩვენთან ერთად, უდიდესი შრომა გაწიეს“, - განაცხადა კახაბერ გვანცელაძემ.



მისი თქმით, პროექტი, რომლის ღირებულებაც 1 800 000 ლარია, სააღმზრდელო პროცესის განახლებამდე გაგრძელდება.



კორონავირუსის გავრცელების გამო, სააღმზრდელო პროცესი თბილისის საბავშვო ბაღებში 2 მარტიდან შეჩერებულია. დედაქალაქის მერის გადაწყვეტილებით, პროდუქტი, რომელიც საბავშვო ბაღებში ბავშვთა კვებისთვის იყო გათვალისწინებული, აღსაზრდელების მშობლებს გადაეცემა.








„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up