თბილისის საბავშვო ბაღებში პროდუქტების დარიგება დაიწყო

თბილისის საბავშვო ბაღებში პროდუქტების დარიგება დაიწყო

access_time2020-09-15 15:30:01

თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღებში აღსაზრდელებისთვის პროდუქტების დარიგების პროცესი განახლდა. ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.



„პროექტი ერთჯერადად, თბილისის მერის გადაწყვეტილებით განხორციელდება და ის ეპიდვითარების გამო, სააღმზრდელო პროცესის განახლების ორი კვირით გადადებას უკავშირდება.



საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელი, კახაბერ გვანცელაძე საკვები პროდუქტების გაცემის პროცესს ისნის რაიონში მდებარე N182 ბაგა-ბაღში გაეცნო. საბავშვო ბაღში ახალი სააღმზრდელო წლისთვის 500-ზე მეტი აღსაზრდელია რეგისტრირებული და პროდუქტების პაკეტს ყველა მსურველი მიიღებს.




„მოგეხსენებათ, ქალაქის მერის მიერ ინიცირებული სოციალური პროექტი მარტიდან ივნისის ჩათვლით უკვე განვახორციელეთ და პროდუქტი შვიდ ეტაპად გაიცა. ნობათები, ჯამში, 50 000-ზე მეტმა აღსაზრდელმა მიიღო. პროდუქტების გაცემისას დაცული გვაქვს კოვიდ 19-ის პრევენციისთვის დადგენილი რეგულაციები და სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმები. იმედი გვაქვს, რომ პროცესი ამჯერადაც უსაფრთხოდ წარიმართება“, - განაცხადა კახაბერ გვანცელაძემ.



თბილისის 183 საბავშვო ბაღში, ამჟამად, 58 005 აღსაზრდელია რეგისტრირებული. სააღმზრდელო წლის განახლება კი ბაღებში პირველ ოქტომბერს იგეგმება“ – ნათქვამია ინფორმაციაში.








დღის Top 10 საინტერესო ამბავი

დღის Top 10 საინტერესო ამბავი
access_time2021-01-18 21:00:33
დღის Top 10 საინტერესო ამბავი:   1.  მთავრობა ეკონომიკის ეტაპობრივი გახსნის გეგმას 2 დღეში წარადგენს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განმარტებით, მომდევნო ორი დღის განმავლობაში ჯანდაცვისა და ეკონომიკის სამინისტროებმა 1-ლი თებერვლიდან ეკონომიკის გახსნის ეტაპობრივი გეგმა უნდა...

Wall Street Journal: კორონავირუსით გარდაცვალების 821 000 შემთხვევა, რომელიც კოვიდ-სტატისტიკაში არ ფიგურირებს

Wall Street Journal:  კორონავირუსით გარდაცვალების 821 000  შემთხვევა, რომელიც კოვიდ-სტატისტიკაში არ ფიგურირებს
access_time2021-01-18 19:30:18
მსოფლიოში კორონავირუსის მსხვერპლთა რაოდენობამ 2 მლნ.-ს მიაღწია, თუმცა, ეს მხოლოდ ოფიციალურად - რეალობა კი ბევრად უფრო მძიმეა  - 59 ქვეყნაში შექმნილი მდგომარეობის ანალიზი ცხადყოფს, რომ პანდემიის გამო 2,8 მლნ. ადამიანი გარდაიცვალა.   ამ 59 ქვეყანაში სიკვდილიანობა წინა წლებთან შედარებით 12%-ით გაიზარდა და  ამ შემთხვევების ნაწილი ერთი შეხედვით პანდემიასთან კავშირში არაა. მაგრამ ჯანდაცვის საკითხებში ექსპერტები მიიჩნევენ, რომ ჭარბი სიკვდილიანობის მიზეზია...

620 კილომეტრი საათში – ჩინეთმა ჩქაროსნული მატარებლის ახალი პროტოტიპი წარადგინა

620 კილომეტრი საათში – ჩინეთმა ჩქაროსნული მატარებლის ახალი პროტოტიპი წარადგინა
access_time2021-01-18 18:35:17
ჩინეთმა ახალი ჩქაროსნული მაგლევის მატარებლის პროტოტიპი წარადგინა, რომელსაც CNN–ის ინფორმაციით, საათში 620 კილომეტრის დაფარვა შეუძლია.   21 მეტრის სიგრძის მატარებელი მაღალი ტემპერატურის სუპერგამტარ (HTS) სიმძლავრით მუშაობს, ერთი შეხედვით ეს მაგნიტიზირებულ ლიანდაგებზე მოძრაობას გავს. მატარებლის პროტოტიპი მედიას სიჩუანის პროვინციის ქალაქ ჩენგდუში, 13 იანვარს წარუდგინეს, რომლის საჩვენებლად უნივერსიტეტის მკვლევარებმა 165 მეტრიანი ტრასა სპეციალურად ააშენეს, – წერს Xinhua...

ავსტრალიაში ქართული ღვინის მუზეუმი იხსნება

ავსტრალიაში ქართული ღვინის მუზეუმი იხსნება
access_time2021-01-18 17:30:45
კომ­პა­ნია “მუ­კა­დო ვა­ი­ნის” დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი და მთა­ვა­რი მეღ­ვი­ნე ლადო უზუ­ნაშ­ვი­ლი ავ­სტრა­ლი­ა­ში ქარ­თუ­ლი ღვი­ნის მუ­ზე­უმს ხსნის. ბა­ტო­ნო ლადო, მოგ­ვი­ყე­ვით უფრო ვრცლად ამ ამ­ბის შე­სა­ხებ: 25 წე­ლია ვცხოვ­რობ და ვსაქ­მი­ა­ნობ ავ­სტრა­ლი­ა­ში. ჩემი წას­ვლა მოხ­და სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბის...

ანბანის ფორმის კოტეჯები და გალერეები - როგორი იქნება ქართული ანბანის ტურისტული ცენტრი (ფოტოები)

ანბანის ფორმის კოტეჯები და გალერეები - როგორი იქნება ქართული ანბანის ტურისტული ცენტრი (ფოტოები)
access_time2021-01-18 16:20:26
ქართული ანბანის ასო-ბგერებისგან შემდგარი, საქართველოს რუკის ფორმის ახალი ტურისტული ცენტრის გეგმა არქიტექტურულ კომპანია „არტიტექს“ ეკუთვნის. როგორც იდეის ავტორმა არქიტექტორმა დადუნა შათაშვილმა კომერსანტთან ისაუბრა, ეს არის პროექტი, რომელიც უცხოელ ტურისტს საშუალებას აძლევს არა მხოლოდ გაიცნოს ქართული ანბანი, არამედ ასო ბგერების კონსტრუქცია გათვლილია სასტუმროს ნომრის სივრცეზე, ანუ მას კოტეჯის დანიშნულება ექნება. ასევე ეს კონსტრუქციები შესაძლებელია საგამოფენო ან კომერციულ ფართებად...


მსგავსი სიახლეები

up