თბილისის ქუჩების საცობებისგან განტვირთვის მიზნით, მერია ახალი სისტემის დანერგვას გეგმავს

თბილისის ქუჩების საცობებისგან განტვირთვის მიზნით, მერია ახალი სისტემის დანერგვას გეგმავს

access_time2019-10-18 17:00:53

თბილისში სატრანსპორტო ნაკადების მოსაწესრიგებლად ქუჩებზე საპატრულო პოლიციის ეკიპაჟების დგომა მერიის დირექტივის შესაბამისად განხორციელდება.ამის შესახებ თბილისის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის უფროსმა, მამუკა მუმლაძემ, თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სატრანსპორტო საკითხთა კომისიის სხდომაზე ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.


როგორც მამუკა მუმლაძემ აღნიშნა, სამომავლოდ, შესაძლოა, კონკრეტული გადაწყვეტილებები არ მიიღოს პატრულმა „ქუჩების გაჭედვის“ დროს და  საპატრულო ეკიპაჟები მერიის დირექტივის ქვეშ მოექცნენ.


“ჩვენ წავედით იმ მიმართულებით, რომ თუ ახლა 112-ში კონტრაქტორი კომპანია ზის და კამერების მართვით არის დაკავებული, ეს გააკეთოს მომავალში თვითონ მერიამ. შეიქმნას სისტემა, სადაც გადამზადებული კადრები იქნებიან. იმ შუქნიშნების რესურსების გამოყენებით, რომელიც გვაქვს, ჩვენ თვითონ მოვახდინოთ ნაკადების დათვლა, კონკრეტულ კვანძებზე გადაწყვეტილებების მიღება, კონკრეტული ქუჩების დაპროექტება-მოდელირება, რაც შემდგომ გადაეცემა ინფრასტრუქტურის საქალაქო სამსახურს. ასევე, კონკრეტული გადაწყვეტილებები არ მიიღოს პატრულმა ქუჩების გაჭედვის დროს და ჩვენი დირექტივის ქვეშ მოექცნენ საპატრულო ეკიპაჟები”,- განაცხადა მუმლაძემ.


როგორც მუმლაძემ სხდომის დასრულების შემდეგ “ინტერპრესნიუსთან” საუბრისას განმარტა, საუბარია არსებული სისტემის გაუმჯობესებაზე.


“არსებულის გაუმჯობესება გულისხმობს იმას, რომ თითოეული ახალი ლოკაცია როდესაც კეთდება, აღჭურვილი იქნება ახალი ტექნოლოგიებით, ეს არის დეტექტორები, კამერები, რომლებიც ნაკადებს თვლის და უნარები აქვს, როგორ მართოს ეს ნაკადები. ასევე, ის ინსტრუმენტი, რომელიც ამ ნაკადების დათვლის შედეგად მოდელირების გაკეთებაში დაგვეხმარება, ეს უკვე შევიძინეთ. კადრების გადამზადება მიმდინარეობს, რომ ამ ელექტრონული მართვის დოკუმენტის სისტემის გამოყენება ვისწავლოთ. ჯამში, ამ პროგრამირებით მოხდება მთელი ქალაქის მოცვა. შეგვეძლება ვთქვათ, რა მოხდება გმირთა მოედანზე, თუ პეკინის, ვაჟა-ფშაველას ან ყაზბეგის გამზირებზე შუქნიშნების რეჟიმებს შევცვლით.


112-ში ჩვენი ჯგუფი უკვე ზის და მუშაობს. ხდება ამის გაუმჯობესება, რაც გვაქვს. რაც შეეხება იმას, რომ მერიის დირექტივის ქვეშ მოექცეს კონკრეტულ კვანძზე პატრულის ეკიპაჟის ქმედება, აქ ვიგულისხმე შემდეგი- თუ კონკრეტულ ლოკაციაზე პატრულის ეკიპაჟია, ის ვერ ხედავს მისგან 3 კილომეტრში რა ხდება. ამას ხედავენ სისტემის მმართველები. ჩვენთან მივა ინფორმაცია საპატრულო პოლიციასთან კვანძზე, რომ შეიცვალოს რეჟიმი, რასაც ხელით ჩარევა სჭირდება ზოგჯერ, საით გადაირთოს ნაკადები. არა მარტო საპატრულო პოლიციაში წავა ინფორმაცია, სატრანსპორტო კომპანიაშიც, რომ ავტობუსების გადალაგება მოხდეს სხვა ხაზებზე, ასევე მიკროავტობუსების კომპანიაშიც წავა ინფორმაცია, რომ კონკრეტულ ადგილზე გაჭედილია მოძრაობა. ინფორმაცია წავა მესიჯის ან მეილის სახით, რომ გადაეწყონ იმ დირექტივაზე, რაზეც გადაწყვეტილება პატრულმა და ტრანსპორტის სამსახურმა მიიღო ანალიტიკაზე დაყრდნობით. ეს ადამიანები გვეყოლება ჩვენ, ვინც ანალიტიკაზე გააკეთებს და გადაწყვეტას მოიფიქრებს. თუმცა, ამ პროცესის დამსწრე იქნება საპატრულო პოლიციის თანამშრომელი, რომელიც ახლაც არის დამსწრე. ამ უნარებს ჩვენ ვიძენთ და პრაქტიკაში გატარებას დავიწყებთ”,- განაცხადა მუმლაძემ.


წყარო: ipn.ge





მიზანი იყო კონტრაბანდული გზით სიგარეტის აფხაზეთის გავლით რუსეთში ჩატანა - სომეხი პოლიტოლოგი ნიკოლ ფაშინიანის სახელისუფლებო კორუფციაზე

მიზანი იყო კონტრაბანდული გზით სიგარეტის აფხაზეთის გავლით რუსეთში ჩატანა - სომეხი პოლიტოლოგი ნიკოლ ფაშინიანის სახელისუფლებო კორუფციაზე
access_time2020-05-25 20:00:15
სომხეთის პრემიერის ოჯახი ოკუპირებულ აფხაზეთში რუსეთის გავლით სიგარეტის ექსპორტის გამო სკანდალში რომ გაეხვა, ამის შესახებ ინფორმაცია სომხეთის ყოფილმა ელჩმა ვატიკანში მიკაელ მინასიანმა გაავრცელა. „კომერსანტმა“ მოიპოვა მასალა, სადაც მინასიანი თავის ვიდეომიმართვაში განმარტავს, რომ სქემის მიხედვით, სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ოჯახი სიგარეტის ექსპორტს ახორციელებს და ეს...

მთავრობამ Air Baltic-ს საქართველოს მიმართულებით ფრენების განახლების ნებართვა მისცა

მთავრობამ Air Baltic-ს საქართველოს მიმართულებით ფრენების განახლების ნებართვა მისცა
access_time2020-05-25 19:30:03
„როგორც საქართველოს, ასევე ლატვიის მხრიდან არის მზადყოფნა, რათა აღდგეს პირდაპირი ავიამიმოსვლა. ახლა მთავარია, ორი ქვეყნის მთავრობებმა ძალიან სწრაფად გავცვალოთ ის პროტოკოლები, რომელთა მიხედვითაც ჩვენს შორის ადამიანების მიმოსვლის დროს უსაფრთხოება იქნება დაცული. ეს არის სწრაფი და ეფექტური გზა იქითკენ, რომ ჩვენ, ზაფხულის სეზონზე, შევძლოთ ვუმასპინძლოთ ტურისტებს როგორც ლატვიიდან, ასევე მთლიანად ბალტიის ქვეყნებიდან უსაფრთხოების ყველა ნორმის დაცვით,” – განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების...

25 მაისი - ქართული ლარის კურსი არ შეცვლილა, აზერბაიჯანული მანათი გამყარდა

25 მაისი - ქართული ლარის კურსი არ შეცვლილა, აზერბაიჯანული მანათი გამყარდა
access_time2020-05-25 19:00:15
კორონავირუსის უარყოფითი ეფექტი რეგიონში ყველაზე მკვეთრად ქართული ლარის კურსზე აისახა, მარტის თვეში, ლარი რეკორდულად 22%-ით გაუფასურდა. წლის განმავლობაში, ქართული ლარი აშშ დოლართან მიმართებაში - 12%-ით გაუფასურდა. შედარებისთვის, დაახლოებით 16%-ით არის შემცირებული თურქული ლირა, სომხური დრამი და აზერბაიჯანული მანათი კი 2%-ის ქვემოთ მერყეობს.      ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული 25 მაისის ვაჭრობის შედეგად, ქართული ლარის კურსი აშშ დოლართან...

უძრავი ქონების პლკატფორმა Livo იპოთეკური სესხების 4%-იან სუბსიდირებას ვარაუდობს

უძრავი ქონების პლკატფორმა Livo იპოთეკური სესხების  4%-იან სუბსიდირებას ვარაუდობს
access_time2020-05-25 18:00:49
უძრავი ქონების პლკატფორმა Livo ვარაუდობს, რომ მთავრობა იპოთეკურ სესხებს 4%-ით დაასუბსიდირებს.როგორც პლატფორმის დამფუძნებელმა გადაცემა „ბიზნესპარტნიორში“ განაცხადა, თუ სახელმწიფო ამ გადაწყვეტილებას მიიღებს, წელს თბილისში საცხოვრებელი ქონების დონე 2019 წლის მაჩვენებელს დაუბრუნდება. კითხვაზე თუ აქვს მოლოდინი რომ მთავრობა იპოთეკური სესხების 4%-ით სუბსიდირებაზე დადებით გადაწყვეტილებას მიიღებს, გიორგი ჩუმაშვილი ამბობს, რომ ეს არის ერთადერთი ჭეშმარიტი, სწორი და სამართლიანი...

დღის Top-10 საინტერესო ამბავი

დღის Top-10 საინტერესო ამბავი
access_time2020-05-25 21:30:49
დღის Top-10 საინტერესო ამბავი 1.ივლისიდან გადაუდებელ სამედიცინო დახმარებასა და კარდიოქირურგიაში სანებართვო მოთხოვნები მკაცრდება საქართველოს მთავრობის № 520-ე დადგენილების ამოქმედების შემდეგ ახალი ცვლილებების დრო დადგა. ამჯერად, საქმე ეხება №385-ე...


მსგავსი სიახლეები

up