თბილისის პირველი ცათამბჯენი - როგორი იყო რუსთაველის გამზირის რეკონსტრუქციის XX ს-ის გეგმა

თბილისის პირველი ცათამბჯენი - როგორი იყო რუსთაველის გამზირის რეკონსტრუქციის XX ს-ის გეგმა

access_time2017-10-01 15:00:46

მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ, არქიტექტორთა ჯგუფმა ოთარ კალანდარიშვილისმეთაურობით, შეიმუშავა რუსთაველის გამზირის ბოლო მონაკვეთის რეკონსტრუქციის პროექტი, რომელიც ქალაქის განვითარების გენერალურ გეგმაში შევიდა. პროექტის გეგმაზომიერი განხორციელება დაიწყო ელბაქიძის დაღმართის ზემო ნაწილის გაფართოებით, 1950 -იანი წლების ბოლოს მან მიიღო ახალი გასასვლელი პროსპექტზე.

 


0_a526e_1e54430_orig

 

1967 წელს აღიმართა 22 სართულიანია სასტუმრო “ივერიის” შენობა, რისთვისაც მის ავტორს, არქიტექტორ ოთარ კალანდარიშვილს სსრ კავშირის მინისტრთა საბჭოთა პრემიის ლაურეატობა მიენიჭა. ესაა სრულიად ახალი ტიპის ნაგებობა, რომლის მსგავსი არ იცოდა ქალაქის ომამდელმა არქიტექტურამ. სასტუმროს თანამედროვე, ლოგიკურად ნათელ და მკაცრ არქიტექტურულ ფორმებს შეესაბამება ინტერიერების  დეკორატიული მორთულობა, პირველი სართულის ჰოლებში ბუნებრივი ქვა ორგანულად ეხამება ხეს, მინას, ლითონს, კერამიკას. ცენტრალური ჰოლის შემინული კედელი სინათლის ძირითადი წყაროა. აქედან იხსნება ხედი შიდა ეზოსკენ, სადაც დეკორატიული აუზი, ვაზი და გოგონას თეთრი მარმარილოს შიშველი ფიგურა მოჩანს – გაზაფხული სიმბოლო, მოქანდაკე გურამ კორძახიასნამუშევარი. ხოლო ეზოდან გამჭვირვალე ნისლში გახვეული ქალაქის მარცხენა სანაპირო პანორამა იშლება, ფრესკა ხალხური ცხოვრების თემაზე, ბელა ბერძენიშივლის მიერ შერულებული რესტორნის კედელზე, ორმოცი მონუმენტური ფოლკლორული მოტივებით დატვირთული ჭედური ფურცლები ანთიმოზ გიორგაძისა, ვახტანგ ქოქიაშვილის ვიტრაჟები ქართული ხალიჩების მსგავსი მოხატულობით, კერამიკული პანო ჭურჭლის გამოსახულებით და ბარელიეფი გულდა კალაძისა – ყოველივე ეს სასტუმროს არქიტექტურაში ეროვნული საწყისის დამადასტურებელია და მოწმობს არქიტექტურისა და სახვითი ხელოვნების სინთეზის მაღალ დონეს, რომელიც ქართველი ხუროთმოძღვრების, ოსტატთა თანამშრომლობის შედეგად არის მიღწეული ომის შემდგომ წლებში.

 

8b95572557a848508a9030f410d3fe9d



​სასტუმროს აგებამ სათავე დაუდო მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე მაღალი ხრამის პირას ამფითეატრად განლაგებული კვარტლების სივრცობრივ ორგანიზაციას.
1978 წელს სასტუმროს მიმდებარედ აშენდა ცენტრალური ტელეგრაფის ახალი შენობა ღია ოქროსფერი კედლებით, რომელიც ამ ადგილას მდგარი ძველი შენობების მაგიერ აიგო. აქ იდგა ყოფილი საფოსტო სადგური, რომელიც შ. რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემიის ლაურეატის ვლადიმერ ალექსი-მესხიშვილისა და თეიმურაზ მიქაშვავიზის პროექტის მიხედვით იყო აშენებული.

 


​მას შემდეგ, რაც წვრილმანი სახლები აიღეს, ტერიტორიას რომ ხერგავდნენ, სასტუმროსა და ტელეგრაფის შენობები აღიქმება, როგორც მნიშვნელოვანი არქიტექტურული ანსამბლი ქალაქის ახალ მთავარ მოედანზე. ამ მოედანმა უნდა მოიცვას ახლანდელი რუსთაველის მოედანი და დაიკავოს დაახლოებით 3 ჰექტარი ფართობი.

 

 76aa6ab9491e8501a7705e8de2c72886

 

 

მელიქ აზარიანცის შემოსავლიანი სახლი აქ დარჩება ხელუხლებლად, როგორც თავისებური ძეგლი XX საუკუნის დასაწყისის თბილისური არქიტექტურისა. არც თუ ისე ბევრი დრო გაივლის და ახალი მოედანი, მჩქეფარე შადრევნებით, მუსიკალურ-ფერადოვანი გაფორმების თანხლებით, ყვავილიანი გაზონებით, ხოლო პერსპექტივაში – მიწისქვეშა სართულითაც, სადაც განლაგდება კინოთეატრი, კაფე, სავაჭრო პასაჟი – გადაიქცევა დედაქალაქისთვის შესაფერის ნამდვილ, თანამედროვე მოედნად, სადაც გაიმართება დემონსტრაციები, მასობრივი სეირნობები, აღლუმები. უკვე თავის ახლანდელ ვითარებაში მოედნიდან იშლება შთამბეჭდავი პანორამა თბილისის მარცხენა სანაპიროსი და დიდი კავკასიონის მთებისა. ქვემოთ, მარჯვენა ნაპირზე არქიტექტორი გვთავაზობს მწვანე პარკის მოწყობის იდეას ხელოვნური ტბითა და სპორტული თამაშობების მოედნებით.

 


წყარო: გიორგი ხუციშვილი “ჩემი თბილის-ქალაქი



Die Welt: ამერიკა - პანდემიის მესამე ტალღის მოლოდინში

Die Welt: ამერიკა - პანდემიის მესამე ტალღის მოლოდინში
access_time2020-11-23 20:00:47
კორონაკრიზისი შტატებში ყოველდღიურად სულ უფრო და უფრო მწვავდება, თუმცა, პრეზიდენტი ტრამპი ტვიტერში კომენტარების წერით და გოლფის თამაშითაა დაკავებული. დემოკრატები სიტუაციის შემდგომი გამწვავების თავიდან არიდებას ცდილობენ, მაგრამ თეთრი სახლი ამ მცდელობების ბლოკირებას ახდენს.   ამერიკის ექთნების პროფკავშირის თავჯდომარე მერი ტერნერი შტატ მინესოტას ერთ-ერთ კლინიკაში მუშაობს და ეპიდემიოლოგიური ვითარებას თვალს ფრონტის წინა ხაზიდან ადევნებს.   ამ დღეებში...

Bloomberg: 2021 წელს ნავთობგადამუშავების მსოფლიო ლიდერი ჩინეთი გახდება

Bloomberg: 2021 წელს ნავთობგადამუშავების მსოფლიო ლიდერი ჩინეთი გახდება
access_time2020-11-23 18:00:49
მე-19 საუკუნის ბოლოდან დღემდე მსოფლიო ლიდერი ნავთობგადამუშავების დარგში აშშ იყო - პირველად, ასწლეულების მანძილზე ეს რეალობა იცვლება და პირველ ადგილზე ჩინეთი გადის. სავარაუდოდ, ეს უკვე 2021 წელს მოხვდება. საერთაშორისო ენერგეტიკული სააგენტოს ინფორმაციით, პეკინი ნავთობგადამამუშავებელ სიმძლავრეებს აქტიურად ზრდის და ამ ბაზარზე ლიდერობისთვის ემზადება. კერძოდ, ჩინეთში 4 ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა შენდება, მაშინ, როდესაც შტატებში პირიქით, იხურება -...

ნათია მეზვრიშვილმა თანამდებობა დატოვა

ნათია მეზვრიშვილმა თანამდებობა დატოვა
access_time2020-11-23 15:44:28
მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ნათია მეზვრიშვილი თანამდებობას ტოვებს. ამის შესახებ ნათია მეზვრიშვილი სოციალურ ქსელში წერს.    "13-წლიანი უკიდურესად საინტერესო და გამოწვევებით სავსე საქმიანობის შემდეგ, დღეს დავტოვე საჯარო სამსახური. მინდა მადლობა გადავუხადო თითოეულ საჯარო მოხელეს, რომლებთან ერთადაც ბევრი წელი გავატარე. მადლობა ყველას - მთავრობაში, პარლამენტში, პოლიტიკაში თუ პოლიტიკის მიღმა, საერთაშორისო პარტნიორებს, არასამთავრობო ორგანიზაციებს, ჟურნალისტებს და...

კარანტინის შემდეგ, კომპანიების 25%-მა საქმიანობა ვერ აღადგინა

კარანტინის შემდეგ, კომპანიების 25%-მა საქმიანობა ვერ აღადგინა
access_time2020-11-23 16:00:45
კარანტინის შემდეგ, კომპანიების 25%-მა ვერ განაახლა საქმიანობა, - ასეთია ინვესტორთა საბჭოს და EBRD-ს მიერ მომზადებული კვლევის შედეგები. მათგან 51%-მა დახურული საზღვრები საქმიანობის განახლების ძირითად შემაფერხებელ მიზეზად დაასახელა. ეს პრობლემა ყველაზე მნიშვნელოვანი სირთულეა არა მხოლოდ ტურიზმთან დაკავშირებული, არამედ თითქმის ყველა სხვა სექტორისთვისაც. შემდეგი ორი მნიშვნელოვანი შეფერხება ეხებოდა მოთხოვნის შემცირებას (20%) და რეგულაციებს (10%).  საქმიანობის განახლების ყველაზე დაბალი...

კომერციული ბანკების მოგება 101,548 მლნ ლარით გაიზარდა

კომერციული ბანკების მოგება 101,548  მლნ ლარით გაიზარდა
access_time2020-11-23 13:00:56
კომერციულმა ბანკებმა 2020 წლის ოქტომბერი 166,189 მლნ ლარის წმინდა მოგებით დაასრულეს.   ეს კი წინა თვესთან შედარებით, 101,548 მლნ ლარით მეტია. სექტემბერში ბანკების წმინდა მოგება 64,641 მლნ ლარს შეადგენდა.   ეროვნული ბანკის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული სტატისტიკის მიხედვით, 2020 წლის ოქტომბერში კომერციული ბანკების მიერ ჯარიმა/საურავებიდან მიღებულმა შემოსავალმა 5,516 მლნ ლარი; საკონვერსიო ოპერაციებიდან მიღებულმა წმინდა მოგება/ზარალმა -3,257 მლნ ლარი...


მსგავსი სიახლეები

up