თბილისის N126 ბაგა-ბაღმა 6-თვიანი სარეკონსტრუქციო სამუშაოების შემდეგ, აღსაზრდელები მიიღო

თბილისის N126 ბაგა-ბაღმა 6-თვიანი სარეკონსტრუქციო სამუშაოების შემდეგ, აღსაზრდელები მიიღო

access_time2019-11-11 12:31:01

თბილისის N126 ბაგა-ბაღმა 6-თვიანი სარეკონსტრუქციო სამუშაოების შემდეგ, აღსაზრდელები მიიღო. ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. საბავშვო ბაღის შენობა მძიმე ავარიულ მდგომარეობაში იყო - მისი დერეფანი დარღვევით იყო ამოშენებული, რაც საფრთხეს წარმოადგენდა კონსტრუქციული მდგრადობის თვალსაზრისით. მძიმე მდგომარეობაში იყო სააღმზრდელო ჯგუფების ოთახები, დერეფნები და სველი წერტილები. გამაგრება-რეკონსტრუქციის პროექტის პარალელურად, განხორციელდა შიდა სამღებრო სამუშაოებიც, მოწესრიგდა ცენტრალური გათბობის, სახანძრო უსაფრთოებისა და ვიდეო-სამეთვალყურეო სისტემები. რეაბილიტაციის ფარგლებში, შეიცვალა ბაღის ეზოს გზის საფარი, მოეწყო რამდენიმე სათამაშო მოედანი და სასეირნო სივრცეები.



საბავშვო ბაღის ადმინისტრაციამ სააღმზრდელო წელი გასართობი ღონისძიებით განაახლა. პრეზენტაციას ესწრებოდა თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელი კახაბერ გვანცელაძე, ასევე, რაიონის გამგებელი და მაჟორიტარი დეპუტატები.




„ჩვენ მიმდინარე წელს 11 საბავშვო ბაგა-ბაღის გამაგრება-რეკონსტრუქციისა და რეაბილიტაციის პროექტები დავიწყეთ და მათ შორის იყო N126 ბაგა-ბაღი, რომლის შენობაც უმძიმეს მდგომარეობაში იყო. რამდენიმეთვიანი პროექტი დავასრულეთ და დღეს ჩვენ გვაქვს კეთილმოწყობილი და უსაფრთხო გარემო, ნათელი ჯგუფები და სივრცეები, რომელიც აღარ წარმოადგენს საფრთხეს ბავშვებისთვის,“ - განაცხადა თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელმა კახაბერ გვანცელაძემ.






პოლონეთის პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე – სურს თუ არა საქართველოს ტურისტები პოლონეთიდან ?

პოლონეთის პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე – სურს თუ არა საქართველოს ტურისტები პოლონეთიდან ?
access_time2020-07-09 20:30:54
პოლონეთის მმართველი პარტიიდან სეიმის თავმჯდომარის მოადგილემ (ვიცე-მარშალმა), დეპუტატმა მაგოჟატა მარია გოშიევსკამ სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა, სადაც ის ეხმაურება საქართველოს მხრიდან პოლონეთისთვის საზღვრის არგახსნის საკითხს. “ბანკები და ფინანსები” პოსტს უცვლელად გთავაზობთ: “სურს თუ არა საქართველოს ტურისტები პოლონეთიდან ? გუშინ საქართველოს მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ...

„ნენას“ და „კალვეს“ პროდუქციაში დარღვევები აღმოჩნდა– „Momxmarebeli.ge“

„ნენას“ და „კალვეს“ პროდუქციაში დარღვევები აღმოჩნდა– „Momxmarebeli.ge“
access_time2020-07-09 17:25:58
„Momxmarebeli.ge-ზე“ გამოქვეყნებული კვლევის ფარგლებში შემოწმდა  საქართველოსა და საზღვარგარეთ წარმოებული პროდუქცია.კვლევაში აღნიშულია, რომ შემოწმდა თბილისის სხვადასხვა მაღაზიაში 41 დასახელების სასურსათო პროდუქტი და გერმანიის ლაბორატორია „ევროფინსში“ სუდანის ჯგუფის არასაკვები საღებავების შემცველობაზე შესამოწმებლად იქნა გაგზავნილი. ორგანიზაციის ინფორმაციით, . 5 ნიმუშში საღებავი „სუდან...

დღის Top-10 საინტერესო ამბავი

დღის Top-10 საინტერესო ამბავი
access_time2020-07-09 21:30:12
დღის Top-10 საინტერესო ამბავი 1.ახალი სატარიფო გეგმა ენერგეტიკაში ინვესტიციებს გაზრდის საქართველოს მთავრობამ მცირე და საშუალო ჰიდროელექტროსადგურების განვითარებისთვის განახლებადი ენერგიის წყაროების მხარდაჭერის ახალი მექანიზმი დაამტკიცა. მხარდაჭერის სქემა მოიცავს შემდეგ კომპონენტებს:...

„სილქნეტის“ მობილური აბონენტები თიბისის მობაილბანკით სარგებლობას ინტერნეტის დახარჯვის გარეშე შეძლებენ

„სილქნეტის“ მობილური აბონენტები თიბისის მობაილბანკით  სარგებლობას ინტერნეტის დახარჯვის გარეშე შეძლებენ
access_time2020-07-09 14:55:15
ონლაინ მომსახურების ხელშესაწყობად, სილქნეტმა არაერთი სერვისი შესთავაზა მომხმარებელს, რომელიც მას დისტანციურად მომსახურების მიღების საშუალებას გაუმარტივებს. ამისათვის, კომპანია ვირუსის გავრცელების ადრეული ეტაპიდანვე ზრუნავს, რათა გაუფრთხილდეს მომხმარებლის ჯანმრთელობასა და უსაფრთხოებას. ონლაინ საბანკო მომსახურება პროდუქტი ყოველდღიურობისათვის აუცილებელ მომსახურებათა ჩამონათვალშია. ამ მომსახურების სერვისის შეუფერხებლად მიწოდებისაათვის, სილქნეტმა, თიბისისთან ერთად, თავის მომხმარებელს...

ძველი ქარხნების ახალი დანიშნულება - თბილისის ინდუსტრიული მემკვიდრეობა

ძველი ქარხნების ახალი დანიშნულება  - თბილისის ინდუსტრიული მემკვიდრეობა
access_time2020-07-09 19:00:25
პროექტი „თბილისის ინდუსტრიული მემკვიდრეობა“ გულისხმობს გრძელვადიან კვლევით საქმიანობას, რომლის პირველი ეტაპი, თბილისში არსებული ინდუსტრიული ნაგებობების ბაზის შექმნას მოიაზრებს. კვლევის ობიექტი შეიძლება იყოს, მაგალითად, ყოფილი რკინიგზის ჩიხი, ელექტროსადგური, რკინისა და ფოლადის მწარმოებელი საწარმო, ქიმიური წარმოება, ქარხნები და ფაბრიკები, სამრეწველო კომპლექსები. MUA-ს (Multiverse architecture) არქიტექტურულმა გუნდმა მოიპოვა დაფინანსება პროექტისთვის თბილისის ინდუსტრიული...


მსგავსი სიახლეები

up