თბილისის მუნიციპალურ ტრანსპორტში საბანკო ბარათებით გადახდა  ამ ეტაპზე 3 ქართული და საერთაშორისო ბანკების ბარათებითაა შესაძლებელი

თბილისის მუნიციპალურ ტრანსპორტში საბანკო ბარათებით გადახდა ამ ეტაპზე 3 ქართული და საერთაშორისო ბანკების ბარათებითაა შესაძლებელი

access_time2018-12-05 14:00:00


თბილისის მუნიციპალურ ტრანსპორტში საბანკო ბარათებით გადახდის სისტემა  ამოქმედდა. ამის შესახებ „კომერსანტს“  პროექტის განმახორციელებელი, პროგრამული და კომპიუტერული უზრუნველყოფის კომპანიააზრისაღმასრულებელმა დირექტორმა დავით ჯაფარიძემ განუცხადა.


როგორც ჯაფარიძე განმარტავს, სისტემაში უკვე ჩართულია  3 ქართული ბანკი (საქართველოს ბანკი, ვითიბი ბანკი, ქართუ ბანკი) და  საერთაშორისო ბარათები.მისი განმარტებით, შეთავაზება ყვლა ადგილობრივ ბანკთანაა გაკეთებული და  ამ დროისთვის ხელშეკრულებების გაფორმების ეტაპი მიმდინარეობს.


ჯაფარიძის განმარტებით,უცხო ქვეყნის  ბარათებით გადახდის შემთხვევაში ტარიფი განსხვავებულია და 50 თეთრის ნაცვლად, მგზავრობის საფასური 1 ლარს შეადგენს. ქართული საბანკო ბარათების შემთხვეაში კი, ჩვეულებრივი ტარიფი იმოქმედებს (ანუ იგივე რაც „მეტრომანით“ გადახდისას — 50 თეთრი). 


 „საქართველოს ბანკის“ შვილობილ კომპანია „მეტროსერვის +“-ის წარმომადგენელი დავით  ლიპერატელიანი  აცხადებს, რომ ამ დროისთვის ბანკებთან ხელშეკრულებების გაფორმების ეტაპი მიმდინარეობს. დასრულების ვადები კი ცნობილი არ არის. „შეიძლება დღესვე მოაწერონ ხელი, ვადებზე მე ვერ გაგესაუბრებით. ჩვენ მხოლოდ ტექნიკური საკითხები გვეხება.ტექნიკურად მზად ვართ, ველოდებით „საქართველოს ბანკს“-აცხადებს ლიპარტელიანი.

 


რაც შეეხება „საქართველოს ბანკს“, „კომერსანტი“ მისგან პასუხს ამ დრომდე ელოდება.

 

სისტემის დანერგვის შემდეგ შესაძლებელი იქნება ავტობუსში გადახდისთვის მომხმარებელმა გამოიყენოს ქართული ბანკების მიერ გამოშვებული საბანკო ბარათები, სატრანსპორტო ბარათი, ასევე ვირტუალური გადახდის საშუალებები, როგორიცაა მობილური ტელეფონი ან სურვილისამებრ შეიძინონ სატრანსპორტო ბარათები.რაც შეეხება  ტურისტებს, მათ  საშუალება ექნებათ, მგზავრობის ღირებულება როგორც საქართველოში გამოშვებული სატრანსპორტო ბარათებით, ასევე უცხოური საბანკო ბარათებით გადაიხადონ. თუმცა, ამ შემთხვევაში ტარიფი განსხვავებული  იქნება.


ქართული ბანკების მიერ გამოშვებული ბარათებით გადახდისას მომხმარებელი დამატებით არ გადაიხდის საბანკო მომსახურების საკომისიოს. ამ შემთხვევაში მგზავრობის არსებული ტარიფი უცვლელი დარჩება.ასევე მნიშვნელოვანია, რომ  მუნიციპალურ ტრანსპორტში  დარჩება ძველი აპარატები, რადგან ახალი გადახდის სისტემა ხურდა ფულს არ მიიღებს. 


მისივე ინფორმაციით, პროექტი დიზაინერ ზვიად ციკოლიას და კომპანია „აზრის“ ერთობლივი თანამშრომლობის შედეგად ხორციელდება. რაც კომპანია „აზრი“ კი „საქართველოს ბანკის“ კონტრაქტორი კომპანიაა, რომელმაც 2018 წლის დასაწყისში თბილისის მერიის მიერ გამოცხადებულ ტენდერში მეორედ გაიმარჯვა.


შეგახსენებთ, ახალი სისტემის შესახებ თბილისის მერიამ 2017 წლის ივნისში დაანონსა. მაშინ მუნიციპალიტეტში აცხადებდნენ, რომ სისტემა მოიცავს დისპეჩერიზაციის ავტომატურ სისტემასაც, რომელის საშუალებითაც მეტი სიზუსტით იქნება შესაძლებელი ავტობუსის განრიგის და მოსვლის დროის კონტროლი. დაიხვეწება საინფორმაციო ვებ გვერდი და მობილური აპლიკაცია.რეფორმის გეგმარების პროცესში თბილისის მერიამ შეხვედრები გამართა და განიხილა ისეთი მოწინავე კომპანიების შეთავაზებები სისტემის და აღჭურვილობის ტექნიკურ მოთხოვნებზე როგორიცაა: Gemicle - უკრაინა, KentKart-თურქეთი, RG - პოლონეთი, Ridango -ესტონეთი, Trapeze - შვეიცარია, Xerox - აშშ, Azry - საქართველო.


ასევე საკონკურსო დავალების ტექნიკური მოთხოვნები განხილული იქნა ყველა დაინტერესებულ მხარესთან, მათ შორის იყვნენ საქართველოს საბანკო ასოციაცია, VIZA საგადამხდელო სისტემა, EBRD და ADB ექსპერტები.


ამ დროისათვის არსებული გადახდის სისტემა 2007 წელს დაინერგა და მის ოპერირებას „საქართველოს ბანკი“ ახორციელებს.



ავტორი: სოფო ქსოვრელი  







ყველაზე მეტი ქართული ღვინო კვლავ რუსეთში გაიყიდა - არსებობს იაფფასიანი მწარმოებელი ქვეყნის რიგებში გადასვლის დიდი რისკი

ყველაზე მეტი ქართული ღვინო კვლავ რუსეთში გაიყიდა - არსებობს იაფფასიანი მწარმოებელი ქვეყნის რიგებში გადასვლის დიდი რისკი
access_time2020-02-18 19:32:12
ყველაზე მეტი ქართული ღვინო კვლავ რუსეთში გაიყიდა. „კომერსანტმა“ საქართველოს სტატისტიკის ეროვნული  სამსახურიდან გამოითხოვა ინფორმაცია თუ რომელი ქვეყანა ყიდულობს ქართულ ღვინოს ყველაზე დიდი რაოდენობით. მათ მიერ მოწოდებული ინფორმაციით ირკვევა, რომ 2018 წელთან შედარებით 2019 წელს რუსეთში 4 366,2 ათასი ლიტრით მეტი ღვინის ექსპორტირება მოხდა. ჯამში 2019 წელს რუსეთში 133 251,5 აშშ დოლარის ღვინო...

„m2 დეველოპმენტმა“ ალ. ყაზბეგის #15-ში ახალი გაყიდვების ოფისი გახსნა

„m2 დეველოპმენტმა“ ალ. ყაზბეგის #15-ში ახალი გაყიდვების ოფისი გახსნა
access_time2020-02-18 15:30:46
17 თებერვალს, „m2 დეველოპმენტმა“ ალ. ყაზბეგის #15-ში, გაყიდვების ახალი ოფისი გახსნა. ოფისის გახსნას უკავშირდება უპრეცედენტო ფასდაკლების აქციაც, რომელიც თითო ბინაზე 30 000 ლარამდე ფასდაკლებას ითვალისწინებს, ფასდაკლება გავრცელდება როგორც სტუდიოს ტიპის, ისე ორსაძინებლიან 30 ბინაზე. ოფისი თანამედროვედ მოწყობილი საქმიანი სივრცეა. აქ ბინის შეძენის, მსურველები, მიმდინარე თუ დასრულებული კომპლექსების შესახებ ამომწურავ ინფორმაციას მიიღებენ, გაეცნობიან ამა თუ იმ პროექტის ძირითად...

ბათუმის ნავსადგურის მენეჯმენტს დასაქმებულების შევიწროებაში ადანაშაულებენ

ბათუმის ნავსადგურის მენეჯმენტს დასაქმებულების შევიწროებაში ადანაშაულებენ
access_time2020-02-18 17:30:29
2018 წლის აპრილის მერე, როცა ბათუმის საზღვაო ნავსადგურში თანამშრომელთა გაფიცვის შედეგად მაშინდელმა დირექტორმა თანამდებობა დატოვა, მდგომარეობა არსებითად არ შეცვლილა. ამის თაობაზე „ბანკები და ფინანსებს“ ბათუმის ნავსადგურის ერთ-ერთმა თანამშრომელმა განუცხადა, რომლის ვინაობასაც რედაქცია, გასაგები მიზეზების გამო, ამ ეტაპზე არ ასაჯაროებს. ნავსადგურის თანამშრომლის განცხადებით, თანამშრომელთა დიდ ნაწილს, განსაკუთრებით კი მათ, ვინც 2018 წლის მოვლენებისას...

პასუხი ჯანდაცვის სამინისტროს -„ცხელ ხაზზე ტარიფს სილქნეტი არ განსაზღვრავს“

 პასუხი  ჯანდაცვის სამინისტროს -„ცხელ ხაზზე ტარიფს სილქნეტი არ განსაზღვრავს“
access_time2020-02-18 17:10:54
ჯანდაცვის სამინისტროს მიერ ცხელის ხაზის ტარიფთან დაკავშირებით გავრცელებულ განცხადებას კომპანია „სილქნეტი“ ეხმაურება. „კომერსანტი“ განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:  „დილიდან გავრცელდა ჯანდაცვის სამინისტროს განმარტება, რომ ცხელ ხაზზე ტარიფს განსაზღვრავს „სილქნეტი“.განვმარტავთ, რომ ჯანდაცვის სამინისტროს ცხელ ხაზის - 1505 მიმართულებით სხვა ოპერატორების აბონენტების მიერ განხორციელებულ ზარებზე სააბონენტო ტარიფს არ განსაზღვრავს კომპანია „სილქნეტი“. ყველა სატელეფონო...

დამსაქმებლებს ორსული და ახალნამშობიარები ქალებისთვის უსაფრთხო სამუშაო პირობების შექმნა მოუწევთ

დამსაქმებლებს ორსული და ახალნამშობიარები ქალებისთვის უსაფრთხო სამუშაო პირობების შექმნა მოუწევთ
access_time2020-02-18 17:00:49
დამტკიცდა ორსული, ახალნამშობიარები და მეძუძური ქალების ჯანმრთელობისთვის მავნე ან/და განსაკუთრებული რისკის შემცველი სამუშაოები.აღნიშნულს ჯანდაცვის მინისტრის შესაბამისი ბრძანება ითვალისწინებს, რომელიც ძალაში შევიდა. ბრძანების თანახმად, ორსულობის 27-ე კვირამდე მძიმედ და საშიშად ითვლება რეგულარულად ხუთ კგ-ზე მეტი წონის მქონე ტვირთის გადატანა ან ცალკეულ შემთხვევებში (არარეგულარულად), 10 კგ-ზე მეტი წონის მქონე ტვირთის გადატანა. ორსულობის 27-ე კვირიდან კი...


მსგავსი სიახლეები

up