თბილისის მუნიციპალიტეტი „ბავშვზე მორგებული ქალაქების ინიციატივას“ შეუერთდა

თბილისის მუნიციპალიტეტი „ბავშვზე მორგებული ქალაქების ინიციატივას“ შეუერთდა

access_time2020-07-28 15:23:44

თბილისის მუნიციპალიტეტის მერიასა და გაეროს ბავშვთა ფონდის საქართველოს ოფისს შორის (იუნისეფი) გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი, რომლის მიხედვითაც დედაქალაქი იუნისეფის მხარდაჭერით „ბავშვზე მორგებული ქალაქების ინიციატივას“ შეუერთდა.

 

თანამშრომლობის დოკუმენტს ხელი თბილისის მერმა კახა კალაძემ და გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელმა საქართველოში, ღასან ხალილმა მოაწერეს.

 

კახა კალაძის თქმით, დედაქალაქის მერიისთვის, რომელიც აქტიურადაა ჩართული ბავშვთა ყოველდღიური პირობების გაუმჯობესების პროცესში, აღნიშნულ ინიციატივაში მონაწილეობა ორმაგად მნიშვნელოვანი და სასარგებლო იქნება. თბილისის მერის განმარტებით, მემორანდუმით გათვალისწინებული ამოცანების ერთობლივად შესრულება დედაქალაქს შესაძლებლობას მისცემს, უფრო მეტად გახდეს ბავშვზე ორიენტირებული ქალაქი.

 

„დღევანდელი დღე ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქალაქისთვის, რადგან ხელი მოვაწერეთ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს გაეროს ბავშვთა ფონდთან. ყველაფერი, რაც კეთდება ქალაქში - ინფრასტრუქტურული პროექტები, არსებული რეკრეაციული სივრცეების რეაბილიტაცია, ახალი პარკების მშენებლობა, სპორტული მოედნების, საბავშვო ბაღების მშენებლობა თუ სხვა, მიმართულია ბავშვების მდგომარეობის გაუმჯობესებისკენ. ასევე, ფინანსდება სხვადასხვა მნიშვნელოვანი პროექტი ბავშვთა დახმარების მიმართულებით. აღნიშნული მემორანდუმი ჩვენ მოგვცემს იმის შესაძლებლობას, რომ გავიზიაროთ განვითარებული ქვეყნების და ქალაქების გამოცდილება ამ მიმართულებით, რათა ჩვენი ქალაქი იყოს ბავშვებზე კიდევ უფრო მეტად მორგებული ქალაქი“, - განაცხადა კახა კალაძემ.

 


გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელმა საქართველოში, ღასან ხალილმა თბილისის მერს თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა და ინიციატივის ფარგლებში ქართული მხარის აქტიური მხარდაჭერის სურვილი გამოთქვა.

 

„ვულოცავ თბილისის მერს ბავშვზე მორგებული ქალაქების ინიციატივაში ჩართვის გადაწყვეტილებას, რომლითაც იგი იღებს ვალდებულებას, ბავშვებს და მათთან დაკავშირებულ საკითხებს ქალაქის დღის წესრიგში უმნიშვნელოვანესი ყურადღება დაეთმოს. ბავშვებისათვის ეს გულისხმობს მუნიციპალიტეტის დონეზე მათ მიმართ პატივისცემას, მათი საჭიროებების დადგენასა და გათვალისწინებას, წვდომას ხარისხიან ძირითად სოციალურ მომსახურებებზე, უსაფრთხო, დაცულ და სუფთა გარემოში ცხოვრებას და ოჯახური ცხოვრების, გართობისა და დასვენების შესაძლებლობებს. გაეროს ბავშვთა ფონდი მზადაა, მხარი დაუჭიროს თბილისის მუნიციპალიტეტს ამ პროცესში“, - განაცხადა ღასან ხალილმა.

 

მემორანდუმი თანახმად, თბილისმა აიღო ვალდებულება. შეუერთდეს 40-ზე მეტი ქვეყნის 3000 ქალაქს და ადგილობრივ თვითმმართველობას ბავშვზე მორგებული ქალაქების ინიციატივაში, რომელიც გაეროს ბავშვთა ფონდის მხარდაჭერით ხორციელდება.

 

ბავშვზე მორგებული ქალაქების ინიციატივა ხელს უწყობს ადგილობრივ ხელისუფლებებს, უფრო მეტი ყურადღება დაუთმონ ყველაზე პატარა და ახალგაზრდა მოქალაქეების უფლებების დაცვას. იუნისეფი მხარდაჭერას გაუწევს თბილისის მუნიციპალიტეტს, რათა ის გახდეს ბავშვზე მორგებული ქალაქი.  

 

იუნისეფის ბავშვზე მორგებული ქალაქების ინიციატივა, ბავშვთა უფლებების დაცვის მიმართულებით, ბავშვთა უფლებების კონვენციის საფუძველზე, 1996 წლიდან ეხმარება ადგილობრივ ხელისუფლებებს მსოფლიოს ყველა ნაწილში. მსოფლიოს ბავშვზე მორგებული ქალაქების ქსელი ერთმანეთთან აკავშირებს ყველა დაინტერესებულ მხარეს, რომელთაც ქალაქის იმგვარად განვითარების ვალდებულება აქვთ აღებული, რომელიც ბავშვზე ორიენტირებული იქნება.


თეგები:
UNISEF



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up