თბილისის მთავარი გამზირი ქირავდება

თბილისის მთავარი გამზირი ქირავდება

access_time2021-02-24 12:00:38

„იყიდება საქართველო. მინდორ-ველით, მთა-გორით, ტყით, ვენახით, სათესით“, - გასულ საუკუნეში დაწერილი ნიკო ლორთქიფანიძის ნოველა, ისევ აქტუალურია, 112 წლის შემდეგაც ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ-ეკონომიკური პროცესები, ისევ იძლევა იმის თქმის საშულებას, რომ „საქართველო იყიდება“.

 

ეკონომიკური კრიზისი, კოვიდ კრიზისი და პოლიტიკური კრიზისი ყველაზე მეტად დედაქალაქის ცენტრალურ უბნებს დაეტყო. „კომერსანტი“ მოგიყვებათ, როგორ დაცარიელდა დედაქალაქის მთავარი გამზირი ჯერ ტურისტებისგან, შემდეგ კი ბიზნეს სუბიექტებისაგან. ჯერ კიდევ ერთი წლის წინ, რუსთაველის გამზირი ტურისტებისთვის და თბილისში სეირნობის მოყვარულთათვის თუ ერთ-ერთი ყველაზე პოპულარულ ქუჩად ითვლებოდა, თუმცა დღეს თბილისის მთავარი გამზირი ცარიელია.

 

„კომერსანტის“ რეპორტაჟი, თავისუფლების მოედნიდან იწყება. შოპინგის მოყვარულებს, ალბათ კარგად ემახსოვრებათ, რომ პუშკინის მოედნის მოპირდაპირედ versace მაღაზია მდებარეობდა. მსოფლიოს ერთ-ერთი ძვირადღირებული ბრენდის მაღაზია, დღეს ცარიელია, ბანერი მოხსნილი. ჯერჯერობით გაურკვეველია, 260 კვ.მ - ში კიდევ დაიწყებს თუ არა რომელიმე საერთაშორისო ბრენდი ოპერირებას.

 



რუსთაველზე ასევე ქირავდება 593 კვ. მ. ყოფილი თიბისი ბანკის შენობაც დღეს „კომერსანტს“ ცარიელი დახვდა. ქვეყნის ყველაზე დიდმა ბანკმა ახალი ფილიალი იქვე, მარიოტის უმაღლესი კლასის ბრენდის „Luxury Collection“-ის შენობაში გახსნა.

 




რუსთაველის გამზირი თიბისი ბანკთან ერთად დატოვა პაშა ბანკმაც. უკვე რამდენიმე თვეა  შენობა ცარიელია და ახალ ბიზნესსუბიექტს ელოდება.

 



ქვეყანაში შექმნილი რთული მდგომარეობის გამო, რუსთაველი გამზირი კიდევ რამდენიმე მაღაზიამ დატოვა. კენარის, დეფაქტოს, ილგაზლისა და ქულ ქლაბის მაღიზები ცარიელია, ფართები კი გასაქირავებლადაა გამოტანილი.

 



ქვეყნის ცენტრალურ გამზირზე ვეღარ შეხვდებით ვერც სუვენირების მაღაზიას. გახსნილი ცის მიუხედავად, ქვეყანას ტურისტები არ ჰყავს, შესაბამისად სუვენირებიც არავის სჭირდება.

 

თუ თქვენ რუსთაველის გამზირზე ჩაივლით, თვალში აუცილებლად მოგხვდებათ ჩაბნელებული კაფე-რესტორნები. „the coffee bean & tea leaf“, „burger club“, „მაჭახელა სამიკიტნო“ და მთავარი გამზირის ცნობილი რესტორანი „მარკო პოლო“.  რესტორანი პირველია ლოქდაუნის შემდეგ აღარ გახსნილა, ახლა მეპატრონეები გადარჩენას ფართის გაქირავებით ცდილობენ.

 



2021 წლის 23 თებერვლის თბილისში, განცდა გაქვს, რომ ღრმა წარსულში დაბრუნდი, იმ პერიოდში როდესაც ქვეყანაში კარგი არაფერი ხდებოდა. ამ განცდას „რუსთაველის“ ძველი კინო აფიშებიც ამძაფრებს და გგონია, რომ თითქოს დროსთან ერთად ქვეყანაც გაჩერდა.







„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up