„თბილისის მიკროავტობუსი“- ინტეგრირებული  სქემით მიკროავტობუსიდან ავტობუსში გადაჯდომა უფასო იქნება და პირიქით

„თბილისის მიკროავტობუსი“- ინტეგრირებული სქემით მიკროავტობუსიდან ავტობუსში გადაჯდომა უფასო იქნება და პირიქით

access_time2019-07-12 16:00:59

„ხელშეკრულების გადახედვა საზოგადოებრივი ტრანსპორტის სქემის შეცვლას გულიხმობს და არა ხელშეკრულების შეწყვეტას,“ ამის შესახებ „თბილისის მიკროავტობუსის“ ხელმძღვანელი დავით ასანიძე „კომერსანტთან“ საუბარში აცხადებს. მისი განმარტებით, ყველაფერი „სისტრას“ კვლევის შემდეგ გახდება ცნობილი.


მისი განმარტებით, ქალაქის ხელმძღვანელობა „სისტრას“ კვლევის საფუძველზე აპირებს თბილისში საზოგადოებრივი ტრანსპორტის სქემა მთლიანად შეცვალოს. გადახედვაში ეს იგულისხმება. დღეს არსებული მარშრუტები დღევანდელი სახით არცერთი აღარ იქნება. როცა შეიცვლება მარშრუტები, რა თქმა უნდა, ხელშეკრულებაც უნდა გადაიხედოს.


კითხვაზე, შეცვლილი სქემის შემთხვევაში შეუმცირდება თუ არა შემოსავალი კომპანია „თბილისის მიკროავტობუსს“, ასანიძე განმარტავს, რომ იქნება ინტეგრირებული ტარიფი, რომელიც გულისხმობს იმას, რომ მიკროავტობუსიდან ავტობუსში გადაჯდომა უფასო იქნება და პირიქით. ასანიძე განმარტავს, რომ დღეს არსებულ ხელშეკრულებაში ეს განსაზღვრული არ იყო.


„მიკროავტობუსები რასაც ღებულობდნენ იყო მათი ფული, ავტობუსები რასაც ღებულობდნენ — მათი, ეს სისტემა იცვლება,“  აცხადებს ასანიძე.




მისივე განმარტებით, 5 წელია კომპანია ზარალზე მუშაობს და ამით არავინ დაინტერესებულა.


„ჩვენ თუ დავზარალდებით ბიზნესი აღარ იარსებებს. ინტეგრირებული ტარიფი აუცილებლად უნდა ითვალისწინებდეს იმას, რომ ახალი მიკროავტობუსები თუ უნდა ვიყიდოთ, იმას ეს ფული ეყოს. სხვანაირად როგორ? არც ღირებულება რომ არ გაიზარდოს, არც ხარისხი გაუარესდეს, ამისთვის იმედია ყველაფერი გათვალისწინებული იქნება, ზარალზე ხომ არ ვიმუშავებთ. ქალბატონმა მაია ბითაძემ ძალიან სწორად თქვა, რეალურად ამ მიკროავტობუსებმა თავისი რესურსი ამოწურა. 8 წელი შესრულდა პირველი მიკროავტობუსის შემოყვანიდან. მათ ამოწურეს თავიანთი რესურსი, მძიმე მდგომარეობაში არიან და საჭიროა მათი გამოცვლა. როგორც და რანაირად, ამ გზებს ალბათ „სისტრას“ კვლევა გვაჩვენებს, “-აცხადებს ასანიძე.



შეგახსენებთ, გუშინ თბილისის მერის მოადგილემ, მაია ბითაძემ “ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, რომ დედაქალაქის მერია „თბილისის მიკროავტობუსების“ კომპანიასთან ხელშეკრულების გადახედვას აპირებს.



„ბუნებრივია, ვფიქრობთ ამას და კომპანიასთან ერთად ვმუშაობთ ამ საკითხზე. კომპანია ჩართულია „სისტრას“ კვლევებში და ხელშეკრულების გადახედვის და ცვლილებების გარეშე ეს ყველაფერი ვერ განხორციელდება. კომპანია ამიტომაც არის ჩართული ამ პროცესში. არსებულმა ყვითელმა ავტობუსებმა და სამარშრუტო ტაქსებმა თავისი სიცოცხლისუნარიანობა ამოწურეს“, - განაცხადა ბითაძემ.


სოფო ქსოვრელი 






აკაკი ზოიძე - არ დავუშვებთ, ერთი მხრივ, ბიზნესი ზედმეტი რეგულაციებით დავახრჩოთ და მეორე მხრივ, არსებობდეს მონური შრომა

აკაკი ზოიძე - არ დავუშვებთ, ერთი მხრივ, ბიზნესი ზედმეტი რეგულაციებით დავახრჩოთ და მეორე მხრივ, არსებობდეს მონური შრომა
access_time2019-09-21 13:00:25
არის მცდელობა იმ პროცესის დისკრედიტაცია მოხდეს, რომელიც ჩვენი მოქალაქეების უფლებების დაცვას ემსახურება, – ამის შესახებ პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი ზოიძემ განაცხადა შრომის კოდექსში დაგეგმილ ცვლილებებთან დაკავშირებით.   მისი თქმით, ამ საკითხზე აბსოლუტურად დაუსაბუთებელი წუხილებია და საზოგადოებაში მცდარი ინფორმაცია გავრცელდა.   „რატომღაც მცდელობაა, იმ პროცესის დისკრედიტაციის, რომელიც მხოლოდ ჩვენი მოქალაქეების უფლებების დაცვას...

ბეჭდები ქვევრის თემაზე - Tsikolia-ს ახალი ხაზი

ბეჭდები ქვევრის თემაზე - Tsikolia-ს ახალი ხაზი
access_time2019-09-21 11:00:59
დიზაინერი ზვიად ციკოლია ქვევრის თემაზე საიუველირო ნაწარმის შექმნას იწყებს.   როგორც bm.ge-ის დიზაინერმა განუცხადა, ახალ ხაზში თავიდან იქნება ბეჭდები, რომელსაც დაემატება საყურეები, ყელსაბამები და ა.შ.   ბრენდს Tsikolia ერქმევა.   „ქვევრს მე ბევრნაირად ვხედავ. ის არის ჩვენი ერის საიდენტიფიკაციო ატრიბუტი, ამიტომ ვაგრძელებ ქვევრის ხაზს და მალე კიდევ ბევრ სხვა რამეს იხილავთ“, - უთხრა ციკოლიამ bm.ge-ის.   დიზაინერს...

„ერთიანი აგროპროექტის“ ფარგლებში სამეგრელოს რეგიონში ლოკოკინების ფერმა ამოქმედდა

„ერთიანი აგროპროექტის“ ფარგლებში სამეგრელოს რეგიონში ლოკოკინების ფერმა ამოქმედდა
access_time2019-09-21 10:00:49
ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალ ხიბულაში თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი ლოკოკინების ფერმა „ნადი გრუპი“ სახელმწიფოს დახმარებით, „ერთიანი აგროპროექტის“ ფარგლებში აშენდა. ფერმის ასაშენებლად ჯამურად 1,410,000 ლარის ინვესტიცია განხორციელდა, საიდანაც 1,260,000 ლარი ბენეფიციარმა შეღავათიანი აგროკრედიტით მიიღო. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, გიორგი ხანიშვილმა, სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოს დირექტორთან ოთარ შამუგიასთან, სამეგრელო ზემო-სვანეთის...

რამაზ საყვარელიძე - ქართულ პოლიტიკაში უშინაარსობა უნდა დამთავრდეს, თორემ ერთფეროვნებაში, როცა არც პურია და არც სანახაობა, კიდევ უფრო გაიზრდება პოლიტიკური ნიჰილიზმი

რამაზ საყვარელიძე - ქართულ პოლიტიკაში უშინაარსობა უნდა დამთავრდეს, თორემ ერთფეროვნებაში, როცა არც პურია და არც სანახაობა, კიდევ უფრო გაიზრდება პოლიტიკური ნიჰილიზმი
access_time2019-09-21 12:00:06
საშინაო და საგარეო პოლიტიკის აქტუალურ თემებზე ”ინტერპრესნიუსი” ფსიქოლოგსა და პოლიტოლოგს რამაზ საყვარელიძეს ესაუბრა. - ბატონო რამაზ, რადგან ახალ პოლიტიკურ სეზონში პირველად შეგეხმიანეთ, შესაძლოა, ყველაზე აქტუალური თემითაც კი გთხოვოთ საუბრის დაწყება. ყველაზე აქტუალურ თემაში ვგულისხმობ იმას, რომ ჩვენში პოლიტიკური ცხოვრება ზედმეტადაც კი პოლარიზებულია. პოლარიზებულ...

მამუკა ხაზარაძე - არ აჰყვეთ ბიძინა ივანიშვილის რუსეთში, კრემლში ნაშოვნ ფულს, რომელიც დღეს პანამიდან შემოდის საქართველოში

მამუკა ხაზარაძე - არ აჰყვეთ ბიძინა ივანიშვილის რუსეთში, კრემლში ნაშოვნ ფულს, რომელიც დღეს პანამიდან შემოდის საქართველოში
access_time2019-09-20 21:45:06
არ აყვეთ პროვოკაციებს, არ აყვეთ ბოტებს, აგერ რომ იჯდნენ და ახლა საბურთალოზე ზიან, არ აჰყვეთ ბიძინა ივანიშვილის რუსეთში, კრემლში ნაშოვნ ფულს, რომელიც დღეს პანამიდან შემოდის საქართველოში,- ამის შესახებ მოძრაობა „ლელოს“ დამფუძნებელმა, მამუკა ხაზარაძემ აქციაზე „სირცხვილია“ სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.   მისივე თქმით, საქართველოს ბევრი პრობლემა აქვს და პრობლემების დაძლევა თავისუფლების გარშემო გაერთიანებით უნდა დაიწყოს.   „ჩვენ გვეგონა, რომ ყველაფერი უკვე...


მსგავსი სიახლეები

up