თბილისის მეტროს სარეაბილიტაციო ტენდერი ოცნების მაჟორიტარ გოჩა ენუქიძის სახელს უკავშირდება

თბილისის მეტროს სარეაბილიტაციო ტენდერი ოცნების მაჟორიტარ გოჩა ენუქიძის სახელს უკავშირდება

access_time2020-05-22 11:55:34

რამდენიმე დღის წინ ოპოზიციამ თბილისის საკრებულოში მეტროს რეაბილიტაციის მიმდინარე სამუშაოებთან დაკავშირებით ხმაური ატეხა. საქმე აზიის განვითარების ბანკის მიერ გამოყოფილი რამდენიმე მილიონიანი დაფინანსების ათვისებისას გამოკვეთილი შესაძლო კორუფციული გარიგებების ნიშნებს ეხება.

კონკურსში მონაწილე კომპანიებს შორისაა ეი-ჯი გრუპი, რომელიც ამბროლაური-ონი-ცაგერი-მესტიის ზედიზედ მესამე მოწვევის  (2008-2012 ში ნაციონალური მოძრაობის, 2016-ში ქართული ოცნების მხრიდან) დეპუტატს, ასევე ბიზესმენ გოჩა ენუქიძეს უკავშირდება.

მისი შესაძლო კავშირი კომპანიასთან  იოლად იკვეთება. კერძოდ კი ის, რომ ეი-ჯი გრუპის დირექტორი და წილის 100 პროცენტის მფლობელი ალექსანდრე ხუციშვილი წლების განმავლობაში იყო იბერია ავტოს დირექტორი, იმ კომპანიისა, რომელთანაც ენუქიძე თავისი ბიზნეს-ისტორიით მჭიდროდ არის დაკავშირებული.

კიდევ სხვა საკითხია, რომ არსებული ინფორმაციით, ენუქიძე თბილისის მერის კახა კალაძის ოჯახთან ნათელ-მირონითაც  კავშირშია. თბილისის მეტროს რეაბილიტაციის მსუყე კონკურსი, სავარაუდოდ, მერიის „ზედამხედველობის“ გარეშე ვერ ჩაივლის.


რაც შეეხება საკუთრივ ეი-ჯი გრუპის საქმიანობის სპეციფიკას, რამდენადაც ცნობილია, ის სულ ავტომობილებით ვაჭრობით იყო დაკავებული და ელექტროკაბელებთან და სავენტილაციო სამუშაოებთან შეხება არ ჰქონია.  

აზიის განვითრების ბანკს კი 15 მილიონი დოლარი თბილისის მეტროში 450 კილომეტრის ძალოვანი ელექტროკაბელისა და ვენტილაციის რეაბილიტაციის სამუშაობისთვის აქვს გამოყოფილი. ამ სამუშაოების წარმოებისას მთავარი კონტრაქტორი თურქული, ერთობლივი საწარმო დოგუს-ელსიტელია, რომელიც მუნიციპალური განვითარების ფონდმა ტენდერით შეარჩია.

 

კომერსანტი




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up