თბილისის მერმა ვაშლიჯვრის  დასახლებაში განახლებული სკვერი დაათვალიერა

თბილისის მერმა ვაშლიჯვრის დასახლებაში განახლებული სკვერი დაათვალიერა

access_time2020-12-09 21:40:00

საბურთალოს რაიონში, კერძოდ, ვაშლიჯვრის დასახლებაში, თოფურიძის ქუჩაზე 7000 კვ. მ ფართობზე განთავსებული სკვერის რეაბილიტაცია განხორციელდა. ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.


ახლადრეაბილიტირებული სკვერი დღეს, თბილისის მერმა კახა კალაძემ დაათვალიერა.


კახა კალაძის განცხადებით, პროექტი მოსახლეობის თხოვნით განხორციელდა. მისივე თქმით, სკვერში სივრცე ყველა თაობის ადამიანისთვის არის მოწყობილი.



„აღნიშნული ტერიტორია წლების განმავლობაში იყო მიტოვებული და ძალიან ცუდ მდგომარეობაში გახლდათ. ადგილობრივი მოსახლეობის თხოვნით და საბურთალოს რაიონის გამგეობის ჩართულობით გაკეთდა ეს სკვერი, რომელიც დაახლოებით, 7000 კვადრატულ მეტრზე არის განთავსებული. ამ სამუშაოების ფარგლებში მთლიანად მოწესრიგდა საფარი, დაირგო ახალი ხე-მცენარეები, გაკეთდა აუზი, ბავშვებისთვის ატრაქციონების ზონა. ყველა თაობის ადამიანისთვის არის შესაბამისი სივრცე; არის საფეხბურთო მოედანი, რომელიც რეაბილიტირდა. ასევე დამონტაჟდა ახალი ლედ სანათები. ხედავთ, რომ ირგლივ ბევრი ადამიანი ცხოვრობს. სასიამოვნოა, რომ ეს იქნება სივრცე, რომელსაც ყოველდღიურად გამოიყენებს აქ მცხოვრები მოსახლეობა“, - განაცხადა კახა კალაძემ.


სარეაბილიტაციო სამუშაოების ფარგლებში, დამონტაჟდა ატრაქციონები, მოეწყო ფიტნეს ზონა, დაიგო საფეხმავლო ბილიკი, დამონტაჟდა ლედ სანათები, განთავსდა სხვადასხვა სახის ინვენტარი, მათ შორის, იაპონური სტილის საჩრდილობლები. გარდა ამისა, მოეწყო აუზი და მასზე გადასასვლელი საფეხმავლო ხიდი, ასევე, დაირგო ხე-მცენარეები.


სკვერის სარებილიტაციო სამუშაოები კომპანია „ტაომ“ განახორციელა. პროექტისთვის საბურთალოს რაიონის გამგეობის ბიუჯეტიდან 692 249 ლარი დაიხარჯა.




თეგები:
სკვერი



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up