თბილისის მერმა შესაბამისი სამსახურის ხელმძღვანელს მოსკოვის გამზირზე არსებულ ტერიტორიაზე სკვერის მოწყობა დაავალა

თბილისის მერმა შესაბამისი სამსახურის ხელმძღვანელს მოსკოვის გამზირზე არსებულ ტერიტორიაზე სკვერის მოწყობა დაავალა

access_time2019-10-30 18:25:48

თბილისის მერმა, კახა კალაძემ გარემოს დაცვის სამსახურის უფროსს, გიგა გიგაშვილს დაავალა, მოსკოვის გამზირზე არსებულ ოთხ ჰექტარ ტერიტორიაზე სკვერის მოწყობის საკითხზე მუშაობა დაიწყოს. ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.


დედაქალაქის მერმა მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, რომ არსებული ტერიტორიის გამწვანებისა და კეთილმოწყობის შესაძლებლობა არსებობს.


„არაერთხელ მითქვამს, რომ ქალაქში მწვანე სივრცეების არსებობა ჩვენთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია. ყველა ხედავს, თუ რამდენად დიდი ყურადღება ეთმობა იმას, რომ არსებული პარკებისა და სკვერების რეაბილიტაცია განვახორციელოთ და ახალი საქალაქო პარკების მშენებლობა მოხდეს. ყველაზე მეტად რაც სჭირდება ჩვენს ქალაქს და რაც ალამაზებს, მწვანე სივრცეების შექმნა და არსებულების მოწესრიგებაა. მოსკოვის გამზირზე არსებობს ალეა, საკმაოდ ვრცელი ტერიტორია, რომელიც დაახლოებით, ოთხი ჰექტარია. მინდა დავავალო გიგა გიგაშვილს, დაიწყოს პროექტის მომზადება, რომ მომავალი წლიდან შევძლოთ, აღნიშნული ალეის გაკეთილშობილება, რადგან დღეს იქ არსებული მდგომარეობა ძალიან მძიმეა. დარწმუნებული ვარ, აღნიშნული ტერიტორიით ძალიან ბევრი ადამიანი ისარგებლებს“, - განაცხადა კახა კალაძემ.



თბილისის მერის თქმით, მომავალი წლიდან უშუალოდ, სამუშაოების განხორციელება უნდა დაიწყოს.


„ყველაფერი ისე უნდა გავაკეთოთ, რომ ერთ-ერთი საუკეთესო პროექტი იყოს ქალაქში. ირგვლივ საკმაოდ ბევრი ადამიანი ცხოვრობს და დარწმუნებული ვარ, ეს იქნება ერთ-ერთი საუკეთესო სივრცე სამგორის რაიონში, სადაც მოქალაქეებს დასვენების შესაძლებლობა ექნებათ. რა თქმა უნდა, ამ ყველაფერს ძალიან დიდი ყურადღება უნდა დავუთმოთ“, - აღნიშნა დედაქალაქის მერმა.


„კომერსანტი“





Le Monde: ავსტრალიური ხანძრები - დამთბარი მსოფლიოს მომავალი

Le Monde: ავსტრალიური ხანძრები - დამთბარი მსოფლიოს მომავალი
access_time2020-01-19 18:00:38
დედამიწა იწვის - პირდაპირი გაგებით. ავსტრალიაში, ამაზონიაში, კამბოჯაში ასობით ათასი ჰექტარი ტყეები გახვეულია ცეცხლში, რაც იწვევს ადამიანების დაღუპვას, ფლორის განადგურებას, და ფაუნის გადაშენებას.   ეს დრამატული მოვლენები  - მხოლოდ უმნიშვნელო მინიშნებაა იმაზე, თუ რა ელის კაცობრიობას დამთბარ მსოფლიოში. 14 იანვარს გამოქვეყნებული ინგლისელი და ავსტრალიელი მეცნიერების კვლევის თანახმად, კლიმატი სწრაფად იცვლება თითქმის ყველგან, რაც ზრდის ხანძრების...

„ვალები სტრესს იწვევს“ - ამსტერდამის მთავრობა ახალგაზრდების სესხებს შეისყიდის

„ვალები სტრესს იწვევს“ - ამსტერდამის მთავრობა ახალგაზრდების სესხებს შეისყიდის
access_time2020-01-19 11:00:31
ამსტერდამის მთავრობამ გადაწყვიტა, ახალგაზრდების ვალები შეისყიდოს და ისინი სესხებისგან გაათავისუფლოს.   როგორც Guardian -ი წერს, ნიდერლანდელი ახალაგზრდები სულ უფროდაუფრო მეტ სესხს იღებენ და ეს ევროპაში ერთგვარი ტრენდი გახდა, მათ შორის დიდ ბრიტანეთში. მიზეზი ხშირ შემთხვევაში, ძვირადღირებულები საგანმანათლებლო კურსების დამთავრებაა.   პროექტის თანახმად, მუნიციპალური საკრედიტო ბანკი კრედიტორებთან ვალების შესყიდვაზე მოლაპარაკებებს...

ლევან კობერიძე - ჯანდაცვის სფეროში 520-ე დადგენილებასთან დაკავშირებით ძალიან დიდი პრობლემებია

ლევან კობერიძე - ჯანდაცვის სფეროში 520-ე დადგენილებასთან დაკავშირებით ძალიან დიდი პრობლემებია
access_time2020-01-18 21:00:59
მინდა გითხრათ, რომ ჯანდაცვის სფეროში 520-ე დადგენილებასთან დაკავშირებით ძალიან დიდი პრობლემებია, - ამის შესახებ დამოუკიდებელმა დეპუტატმა ლევან კობერიძემ პარლამენტის ბიუროს სხდომაზე განაცხადა.   მისი განმარტებით, სამედიცინო სერვისები მოქალაქეებს შეფერხებით მიეწოდება, 520-ე დადგენილება კი არც რეფორმა არ არის და არც ფასწარმოქმნა.   „დადგენილების ამოქმედებიდან 2 თვეზე მეტი გავიდა და მთავრობის წევრებთან მხოლოდ რამდენიმე პიარ შეხვედრა ჩატარდა, მე ასე...

ვის ეკუთვნის და რა შემოსავალზე მუშაობს „ისთ ფოინთი“ - როგორი იყო კომპანიის ფინანსური მაჩვენებლები 2018 წელს

ვის ეკუთვნის და რა შემოსავალზე მუშაობს „ისთ ფოინთი“  - როგორი იყო კომპანიის ფინანსური მაჩვენებლები 2018 წელს
access_time2020-01-19 16:00:49
სავაჭრო ცენტრმა „ისთ ფოინთმა“, რომელიც 2015 წლის სექტემბერში გაიხსნა, 2018 წელი ზარალით დაასრულა. ამის შესახებ კომპანიის 2018 წლის ინდივიდუალური ანგარიშიდან...

„მომდევნო კვირიდან თბილისში 18 მეტრიანი ავტობუსი დაიწყებს მოძრაობას“

„მომდევნო კვირიდან თბილისში 18 მეტრიანი ავტობუსი დაიწყებს  მოძრაობას“
access_time2020-01-18 17:00:42
„მომდევნო კვირიდან თბილისში 18 მეტრიანი ავტობუსი დაიწყებს მოძრაობას სატესტო რეჟიმში“ - ამის შესახებ ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელი ვიქტორ წილოსანი „ფეისბუქის“ პირად გვერდზე...


მსგავსი სიახლეები

up