თბილისის მერმა საახალწლო ღონისძიებების მომზადებაში ჩართულ პირებს, ორგანიზაციებისა და ბიზნესის წარმომადგენლებს მადლობა გადაუხადა

თბილისის მერმა საახალწლო ღონისძიებების მომზადებაში ჩართულ პირებს, ორგანიზაციებისა და ბიზნესის წარმომადგენლებს მადლობა გადაუხადა

access_time2020-01-15 12:50:58

დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ საახალწლო ღონისძიებების მომზადებასა და ორგანიზებაში ჩართულ პირებს, ორგანიზაციებისა და ბიზნესის წარმომადგენლებს მადლობა გადაუხადა.


კახა კალაძის განცხადებით, გასული წელი განსაკუთრებული იყო და საახალწლო ღონისძიებები კარგად იყო ორგანიზებული.



„მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა გადაუხადა ყველა იმ ადამიანს, რომლებიც საახალწლო ღონისძიებების მომზადებაში იყო ჩართული და ზოგადად, დედაქალაქის მოსახლეობისთვის საახალწლო განწყობის შექმნაზე ზრუნავდა. ძალიან ბევრი სტუმარი გვყავდა, როგორც საქართველოს სხვადასხვა ქალაქიდან, ასევე უცხოელი ტურისტები. ყველა აღფრთოვანებულია. წლევანდელი წელი მართლაც განსაკუთრებული იყო ჩვენი ქალაქისთვის - საახალწლო ილუმინაციებით, საახალწლო სოფელი, რომელიც მართლაც შთამბეჭდავი იყო. ძალიან ლამაზად იყო ყველაფერი ორგანიზებული. ორბელიანის მოედანი, პირველი რესპუბლიკის მოედანი, მთლიანად ქალაქი იყო ძალიან ლამაზად და ყველას, თითოეულ ჩვენს თანამშრომელს მინდა განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო, ასევე, ყველა იმ ადამიანს, რომელიც სხვადასხვა ღონისძიებაში მონაწილეობდა და ჩართული იყო. არ შემიძლია არ გამოვყო შინაგან საქმეთა სამინისტრო და საპატრულო პოლიცია, საგანგებო სიტუაციების სამსახური და ასევე, ბიზნესი. ბიზნესის ხელშეწყობითა და ურთიერთთანამშრომლობით, ახალ წელს ძალიან ბევრი საინტერესო პროექტი განვახორციელეთ. მინდა, რომ ეს განწყობა მთელი წლის განმავლობაში გაგვყვეს და ეს დადებითი მუხტი 2020 წელს მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელებაში გამოვიყენოთ“, - განაცხადა კახა კალაძემ.



ბიზნესის სფეროს წარმომადგენლებმა დედაქალაქში სხვადასხვა ლოკაცია მორთეს. კერძოდ, სან პეტროლიუმ ჯორჯია - Gulf, რომელმაც გეგეშიძის სკვერის გალამაზებაზე იზრუნა; „ლიბერთი ბანკი“, რომელმაც მრგვალი ბაღი მორთო; M2 - სანტას სახლი რესპუბლიკის მოედანზე და შევჩენკოს სკვერი; ჯიპისი - დოდო აბაშიძის სკვერი; „ალდაგი“ - ვაკის პარკი (მთავარი თაღების მიმდებარე ტერიტორია); GWP - ბავშვთა ქალაქი „მზიური“; „არქი“ - ჩიჩილაკების ტყე ორბელიანზე, ფოლკლორული ანსამბლის კონცერტი; „ვისოლი“ - რუსთაველის ვენდისის მიმდებარე ტროტუარი; „გრინვეი“ - ზაარბრიუკენის მოედანი; GLOVO - ჭიაურელის სკვერი; „ტერაბანკი“ - მუხიანის დასახლება, ნოდარ დუმბაძის ქუჩა; „ვილა ძარა ჯგუფი“ - საშობაო ბაზრობა კოსტავას ქუჩაზე; VISA CEMEA HOLDING (ვიზა კემეა ჰოლდინგი) - ბუკიას ბაღი; ემბისი - ვაჟა-ფშაველას მეტროს მიმდებარედ; McDONALD's -სპორტის სასახლის გვერდით ახალი სკვერი; „საბვეი“ - ჰორეკა ჯორჯია - მარჯანიშვილის მოედანი; „სოკარი“ - მთავარი საკონცერტო სცენა რესპუბლიკის მოედანზე; „თიბისი“ - სტარტაპერი - ორბელიანის მოედანი.





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up