თბილისის მერმა მოსახლეობას ყოფილი იპოდრომის მიმდებარე ტერიტორიაზე დაგეგმილი პროექტის დეტალები გააცნო

თბილისის მერმა მოსახლეობას ყოფილი იპოდრომის მიმდებარე ტერიტორიაზე დაგეგმილი პროექტის დეტალები გააცნო

access_time2018-11-08 14:59:58

ყოფილი იპოდრომის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული მიწის ნაკვეთი, სადაც წლების წინ ჩოგბურთის კორტები არსებობდა, დედაქალაქს დაუბრუნდება. ტერიტორიაზე თბილისის მერია ახალ სპორტულ კომპლექსს მოაწყობს.


აღნიშნული გადაწყვეტილება დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ საბურთალოსა და ბახტრიონის ქუჩებს შორის, ყოფილი იპოდრომის მიმდებარე ტერიტორიაზე შეკრებილ მოსახლეობას პირადად გააცნო და ამ მიმართულებით დაგეგმილ ღონისძიებებზე ისაუბრა.


როგორც თბილისის მერმა განმარტა, აღნიშნული ტერიტორია 2009 წელს უცხოურმა კომპანიამ განაშენიანების მიზნით შეისყიდა. ტერიტორიის ადგილმონაცვლეობასთან დაკავშირებით კი, მფლობელებთან მოლაპარაკება თვეების განმავლობაში მიმდინარეობდა, რომელიც საბოლოოდ, შეთანხმებით დასრულდა.


„უცხოელ მესაკუთრესთან მოლაპარაკებები, დაახლოებით, ათი თვის განმავლობაში მიმდინარეობდა. ტერიტორია, სადაც ადრე კორტები არსებობდა, 2009 წელს გასხვისდა. უცხოელ ინვესტორს აღნიშნული ნაკვეთის გარდა, ზემოთ ასევე, ჰქონდა მიწის ნაკვეთი, სადაც დღეს საავტომობილო გზა გადის, თუმცა მას საკუთრებაში არსებული ტერიტორია, ყოველგვარი ანაზღაურების გარეშე წაართვეს. ქალაქის განვითარების ინტერესები პრიორიტეტულია, მაგრამ როდესაც საქმე კერძო საკუთრებას ეხება, პირადად ჩემთვის და ჩვენი თანაგუნდელებისთვის, მისი ჩამორთმევა კატეგორიულად მიუღებელია. კომპანიასთან ადგილმონაცვლეობაზე მრავალთვიანი მოლაპარაკებები შეთანხმებით დასრულდა და ადგილი, სადაც ადრე სპორტული ინფრასტრუქტურა იყო განთავსებული, ქალაქს უბრუნდება“, - განაცხადა კახა კალაძემ.



თბილისის მერმა პროექტის დეტალებზეც ისაუბრა, რომლის განხორციელებაც, მისი თქმით, 2019 წლიდან დაიწყება. ამ ეტაპზე, საპროექტო სამუშაოები მიმდინარეობს.


„აღნიშნულ ტერიტორიაზე სპორტული ინფრასტრუქტურა - ჩოგბურთის კორტები, მინი საფეხბურთო მოედნები და თუ შესაძლებელი იქნება, საცურაო აუზიც მოეწყობა, რომლითაც, არა მხოლოდ ადგილობრივები, არამედ დედაქალაქის სხვადასხვა რაიონის მცხოვრებლები ისარგებლებენ. დღეს, რაც ყველაზე მეტად გვჭირდება ქალაქში, მწვანე სივრცეები, სკვერები, პარკები და სპორტული ინფრასტრუქტურაა“, - აღნიშნა თბილისის მერმა.


ყოფილი იპოდრომის მიმდებარე ტერიტორიაზე კახა კალაძესთან ერთად, მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანი, საბურთალოს რაიონის გამგებელი გაიოზ ვასაძე, თბილისის საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატი ვახტანგ შაქარიშვილი და ადგილობრივი მცხოვრებლები იმყოფებოდნენ.








გერმანული Deutsche Bank და Commerzbank გაერთიანებაზე ვერ შეთანხმდნენ

გერმანული Deutsche Bank და Commerzbank გაერთიანებაზე ვერ შეთანხმდნენ
access_time2019-04-25 19:30:07
გერმანიის ორი უმსხვილესი ბანკი გაერთიანდებაზე ვერ შეთანხმდა. როგორც Deutsche Bank-ის და Commerzbank-ის წარმომადგენლებმა განაცხადეს, მათ უკვე დაასრულეს შესაძლო გაერთიანების შესახებ მოლაპარაკებები. როგორც კომპანიების მიერ ერთობლივად გავრცელებულ განცხადებაში წერია, ანალიზის შედეგად მხარეები მივიდნენ დასკვნამდე, რომ ეს გაერთიანება ბანკებს სარგებელს არ მოუტანდა. შედეგად ორივე ბანკმა გადაწყვიტა დაესრულებინათ დისკუსიები. გერმანიის ხელისუფლება, რომელიც...

კუს ტბის ადმინისტრაციამ მერიაში განაშენიანების ახალი, სამი პროექტი წარადგინა - უარის შემთხვევაში პასუხს გასაჩივრებთ

კუს ტბის ადმინისტრაციამ მერიაში განაშენიანების ახალი, სამი პროექტი წარადგინა -  უარის შემთხვევაში პასუხს გასაჩივრებთ
access_time2019-04-25 16:30:20
კუს ტბის ადმინისტრაციამ მერიაში ტერიტორიის განაშენიანების ახალი გეგმა წარადგინა. სივრცის მოწყობის გენერალური გეგმა, რომელიც დედაქალაქის მთავრობაში თითქმის ერთი წლის  წინ შევიდა, დღემდე გაჩერებულია. როგორც კომერსანტს კუს ტბის გენერალურმა დირექტორმა ნინო ბადაგაძემ განუცხადა, დღემდე უცნობია, რა მიზეზით არის გაჩერებული წინა, მასშტაბური  პროექტი. ამჟამად კი  მერიას  ცალ-ცალკე, სამი დამოუკიდებელი პროექტი...

არქიმანდრიტი კირიონი - რაც ხალხი აღელდა, საგარეომ და შსს-მ გამოიღვიძა, დამპირდნენ, რომ ხვალისთვის დავით გარეჯში პრობლემა მოგვარდება

არქიმანდრიტი კირიონი - რაც ხალხი აღელდა, საგარეომ და შსს-მ გამოიღვიძა, დამპირდნენ, რომ ხვალისთვის დავით გარეჯში პრობლემა მოგვარდება
access_time2019-04-25 15:31:13
სულ გვაწყნარებენ, გეგონება ჩვენ გიჟები ვართ,  და ეგენი ჭკვიანები და მშვიდები, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ დავით გარეჯის არქიმანდრიტმა კირიონმა განუცხადა, რითაც ემოციური ქმედებებისა და განცხადებების თავშეკავებაზე საგარეო საქმეთა სამინისტროს მოწოდებას უპასუხა. არქიმანდრიტი ამბობს, რომ მას ჰქონდა ხელისუფლებასთან კომუნიკაცია და დაპირდნენ, რომ ხვალისთვის პრობლემა, რომელიც დავით გარეჯშია შექმნილი, მოგვარდება. „უცხო სახელმწიფო რომ ჩაკეტავს ჩვენს...

მონღოლეთში ქართული სახლის გახსნა იგეგმება - რა პოტენციალი აქვს და რატომ უნდა დაინტერესდნენ ქართველი ბიზნესმენები მონღოლური ბაზრით (ინტერვიუ მონღოლეთში სავაჭრო სამრეწველო პალატის ოფიციალურ წარმომადგენელთან)

მონღოლეთში  ქართული სახლის გახსნა იგეგმება - რა პოტენციალი აქვს და რატომ უნდა დაინტერესდნენ ქართველი ბიზნესმენები მონღოლური ბაზრით (ინტერვიუ მონღოლეთში სავაჭრო სამრეწველო პალატის ოფიციალურ წარმომადგენელთან)
access_time2019-04-25 17:30:28
უკვე ერთი წელია საქართველო მონღოლეთთან სავაჭრო ურთიერთობით და ქვეყანაში ინვესტიციების მოზიდვით...

ISET-ის კვლევა - საქართველოს სოფლის მეურნეობის „აქილევსის ქუსლი“ მიწის არასრული რეგისტრაციაა - სოფლის მეურნეობა წილი მშპ-ში მხოლოდ 7.7%-ია

ISET-ის კვლევა - საქართველოს სოფლის მეურნეობის „აქილევსის ქუსლი“  მიწის არასრული რეგისტრაციაა - სოფლის მეურნეობა წილი მშპ-ში მხოლოდ 7.7%-ია
access_time2019-04-25 14:00:50
საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენიდან 28 წლის შემდეგ, ჩვენ ყველა, საქართველოს სოფლის მეურნეობით და სოფლის განვითარებით დაინტერესებული მხარე უნდა გამოვფხიზლდეთ და ხმამაღლა ვისაუბროთ იმაზე, რომ „სიმპტომების“ წინააღმდეგ ბრძოლა არაეფექტურია და ჯერ „პრობლემის სათავეს” უნდა ვუმკურნალოთ... ამას კი, პირველ რიგში, მთავრობის მხრიდან აშკარა და ერთმნიშვნელოვანი მხარდაჭერა სჭირდება! — ასეთია  ISET-ის კვლევის...


მსგავსი სიახლეები

up