თბილისის მერმა გერმანიის ელჩთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა

თბილისის მერმა გერმანიის ელჩთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა

access_time2018-12-07 19:38:23

თბილისის მერი კახა კალაძე საქართველოში გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩს, ჰუბერტ ქნირშს შეხვდა. გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე დედაქალაქის მერმა გერმანიის ელჩს ბოლო ერთი წლის განმავლობაში თბილისში განხორციელებული და დაგეგმილი პროექტები გააცნო. საუბარი ორმხრივი თანამშრომლობის გეგმებსაც შეეხო.


„ორ ქვეყანას შორის არსებული მეგობრული და პარტნიორული ურთიერთობები დასაფასებელია. ასევე, მნიშვნელოვანია თანამშრომლობის გაღრმავება სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის, მუნიციპალიტეტების დონეზე. დიდი მადლობა იმ მხარდაჭერისა და თანადგომისთვის, რომელსაც გერმანიის მთავრობის მხრიდან ყოველთვის ვგრძნობთ. გვინდა, გერმანიის ქალაქების უზარმაზარი გამოცდილება გავიზიაროთ. დღეს ჩვენ ქალაქის განვითარების საკმაოდ ამბიციური გეგმები გვაქვს, მათ შორის, სატრანსპორტო პოლიტიკის, გამწვანების, კულტურულ-ისტორიული ძეგლების მოვლა-პატრონობის კუთხით“, - აღნიშნა კახა კალაძემ.


თავის მხრივ, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩმა თბილისის მერს მხარდაჭერა გამოუცხადა და აღნიშნა, რომ ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობა მომავალში კიდევ უფრო გაღრმავდება.



„მოხარული ვარ, რომ ერთმანეთს შევხვდით. თქვენ დედაქალაქის შესანიშნავი მერი ხართ და ძალიან წარმატებული ერთი წელი გქონდათ. თბილისი ულამაზესი ქალაქია, სადაც ბევრი შრომაა ჩადებული, მაგრამ, რასაკვირველია, პრობლემები ჯერ კიდევ რჩება. თქვენი საქმიანობის ერთი წლის ანგარიში ძალიან საინტერესო იყო. ვიცი, რომ ქალაქისთვის ბევრი რამ გააკეთეთ და კიდევ არაერთი პროექტი გაქვთ დაგეგმილი. ასე რომ, შეგიძლიათ ჩვენი მხარდაჭერის იმედი გქონდეთ“, - განაცხადა გერმანიის ელჩმა საქართველოში.









ამერიკული სანქციები Huawei-ს წინააღმდეგ 90 დღით გადაიდო - კომპანიის დამფუძნებლის თქმით, კონფლიქტი გარდაუვალია

ამერიკული სანქციები Huawei-ს წინააღმდეგ  90 დღით  გადაიდო - კომპანიის დამფუძნებლის თქმით, კონფლიქტი გარდაუვალია
access_time2019-05-21 17:30:24
აშშ-ს ვაჭრობის სამინისტრომ  ჩინური გიგანტის Huawei-ის წინააღმდეგ სანქციების შემოღება 90 დღით, 19 აგვისტომდე გადაავადა. კერძოდ, უწყებამ  Huawei-ს დროებითი 90-დღიანი ლიცენზია მისცა, რომელიც კომპანიას აშშ-ში მის მიერ წარმოებული პროდუქციის მომსახურეობის და პროგრამული უზრუნველყოფის განახლების უფლებას  აძლევს სამინისტროს ინფორმაციით ლიცენზია მოქმედებს 20 მაისიდან 19 აგვისტომდე. აღსანიშნავია, რომ ...

თემურ ბასილია: ეროვნული ბანკი ვერ მოიხსნის პასუხისმგებლობას ლარის კურსთან დაკავშირებით

თემურ ბასილია: ეროვნული ბანკი ვერ მოიხსნის პასუხისმგებლობას ლარის კურსთან დაკავშირებით
access_time2019-05-21 16:30:38
ბოლო კვირების განმავლობაში ლარის კურსის გაუფასურებას  ყოფილი ვიცე-პრემიერი თემურ ბასილია რადიო “კომერსანტის“ გადაცემაში „ეკონომისტის დრო ლევან ქისტაურთან ერთად“ აფასებს. მისი განცხადებით, ვალუტის გაცვლითი კურსი ფულად-საკრედიტო პოლიტიკის ნაწილია და ის  ეროვნულმა ბანკმა უნდა გაატაროს. ამიტომ, ლარის კურსზე ეროვნული ბანკი პასუხისმგებლობას ვერ მოიხსნის. „ეროვნულმა ბანკმა საერთოდ ყველაფრისაგან ხელები დაიბანა. მას...

15 ივნისიდან „მაგთი ფიქსი“ უქმდება

15 ივნისიდან „მაგთი ფიქსი“ უქმდება
access_time2019-05-21 15:30:35
15 ივნისიდან „მაგთი ფიქსის“  ისევე როგორც EVDO-ს მოდემის  მომხმარებლები სერვისით ვერ ისარგებლებენ, - ამის შესახებ  “კომერსანტს“  სატელეკომუნიკაციო კომპანია „მაგთიკომში“  განუცხადეს. 15 ივნისიდან CDMA ლიცენზიას ვადა გასდის  და  „მაგთი ფიქსის“ ნაცვლად, იმ ლოკაციებზე, სადაც მოქმედებს მაგთის ოპტიკურ-ბოჭკოვანი ინტერნეტი,“მაგთის“ მომხმარებლებს შეუძლიათ ისარგებლონ ინტერნეტზე დაფუძნებული ფიქსირებული...

OPIC-სა და „პეის ჯგუფს“ შორის სესხის ხელშეკრულება ვაშინგტონში გაფორმდა

 OPIC-სა და „პეის ჯგუფს“ შორის სესხის ხელშეკრულება ვაშინგტონში  გაფორმდა
access_time2019-05-21 14:25:40
ფოთის ნავსადგურში ახალი, მულტიფუნქციური საზღვაო ტერმინალის მშენებლობისა და მართვის პროექტი, რომელსაც კავკასიის რეგიონში უმსხვილესი სატრანსპორტო კომპანია „პეის ჯგუფი“ ახორციელებს, 50 მილიონი დოლარით დაფინანსდა აშშ-ის კერძო უცხოური ინვესტიციების კორპორაციის მიერ. 14 მაისს ვაშინგტონში სწორედ სესხის ხელშეკრულების ხელმოწერის ოფიციალური ცერემონია...

მამუკა ბახტაძემ ქუთაისში მზის პანელების ქარხნა გახსნა

მამუკა ბახტაძემ ქუთაისში მზის პანელების ქარხნა გახსნა
access_time2019-05-21 12:26:11
ჩვენთვის პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ქუთაისში, მზის პანელების ქარხნის გახსნის ღონისძიებაზე განაცხადა.   მისი თქმით, პირდაპირი უცხოური ინვესტიციები მეტი სამუშაო ადგილების შექმნის შესაძლებლობას იძლევა.   „ყოველთვის აღვნიშნავდი, რომ პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებში ჩვენ მაქსიმალურად უნდა ვიყოთ ორიენტირებული სწორედ მაღალტექნოლოგიურ წარმოებებზე. ისეთ წარმოებებზე, რომლებსაც...


მსგავსი სიახლეები

up