თბილისის მერმა EBRD-ის პრეზიდენტთან ონლაინ შეხვედრა გამართა

თბილისის მერმა EBRD-ის პრეზიდენტთან ონლაინ შეხვედრა გამართა

access_time2021-02-01 19:30:00

თბილისის მერი კახა კალაძე, ვიცე-მერ ირაკლი ხმალაძესთან და მოადგილე ანდრია ბასილაიასთან ერთად, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის ახლადარჩეულ პრეზიდენტს, ოდილ რენო ბასოს ესაუბრა. ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.



ონლაინ რეჟიმში გამართულ, გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე ყურადღება ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) ფინანსური მხარდაჭერით განხორციელებულ პროექტებზე გამახვილდა.



თბილისის მერმა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა. კახა კალაძემ დედაქალაქისთვის არსებულ პრიორიტეტულ მიმართულებებზე გაამახვილა ყურადღება და განაცხადა, რომ EBRD-ის მხარდაჭერით მიმდინარე პროექტებში კონკრეტული ნაბიჯები უკვე გადადგმულია.



„პირველ რიგში, მინდა გამოვყო ჩვენი სატრანსპორტო პოლიტიკა. რეფორმის განხორციელება 3 წლის წინ დავიწყეთ. ავტობუსების პარკი იყო ცუდ მდგომარეობაში, ყველანაირი რესურსი ჰქონდა ამოწურული. EBRD-ის ჩართულობა პარკის განახლების პროცესში ძალიან მნიშვნელოვანია და კიდევ ერთხელ მინდა მადლობა გადაგიხადოთ ამისთვის. მიმდინარე წლის ბოლოსთვის პარკი მთლიანად იქნება განახლებული. ასევე მნიშვნელოვანია მეტროს მოდერნიზება-განახლება. როგორც არსებული მეტროსადგურების რეაბილიტაცია, ასევე მეტროს ვაგონების განახლების პროექტი. აქაც თბილისის მუნიციპალიტეტი თანამშრომლობს EBRD-თან და დარწმუნებული ვარ, ძალიან მალე გვეყოლება გამარჯვებული კომპანია“,- განაცხადა კახა კალაძემ.




კახა კალაძის განმარტებით, ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) ჩართულობა ნარჩენების მართვის მიმართულების მოწესრიგების პროცესში. სტრატეგია შემუშავების პროცესშია და გამოცდილი ექსპერტების დახმარებით, მალე თბილისს საუკეთესო პროექტი და გეგმა ექნება.



„მინდა ხაზი გავუსვა ნარჩენების მართვის მოწესიგებას. ჩვენთან ჯერ კიდევ არ არის დანერგილი საერთაშორისო პრაქტიკა ნარჩენების მართვის თვალსაზრისით და თქვენი მხარდაჭერითა და თანადგომით, დარწმუნებული ვარ, ძალიან მალე შესაძლებელი იქნება კონკრეტული პროექტის განხორციელება. არსებული ვითარება და მდგომარეობა, მიდგომები და დამოკიდებულება, რაც იყო ნარჩენების მართვასთან დაკავშირებით, ეს არის გუშინდელი დღე, ეს არის წარსული. ჩვენ არ გვაქვს ნარჩენების მართვის გამოცდილება, თუმცა თქვენი ექსპერტების ჩართულობითა და დახმარებით, საუკეთესო პროექტს დავდებთ, გეგმა შემუშავდება თუ როგორ უნდა მოხდეს პროექტის განხორციელება“,- აღნიშნა კახა კალაძემ.



შეხვედრაზე თბილისის მერმა სხვა პროექტების დაფინანსების საკითხზეც გაამახვილა ყურადღება. როგორც კახა კალაძემ აღნიშნა, დედაქალაქის მთავრობის ერთ-ერთი პრიორიტეტი ქალაქში არსებული ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებაა, და ამ მიმართულებით საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციების მხარდაჭერა უმნიშვნელოვანესია.








„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up