თბილისის მერმა ჭავჭავაძის გამზირის რეაბილიტაციის გამო დადგენილი ალტერნატიული მარშრუტების ეფექტურობაზე ისაუბრა

თბილისის მერმა ჭავჭავაძის გამზირის რეაბილიტაციის გამო დადგენილი ალტერნატიული მარშრუტების ეფექტურობაზე ისაუბრა

access_time2019-06-05 14:40:06

ინფრასტრუქტურულ პროექტებზე საუბრისას, თბილისის მერმა, ჭავჭავაძის გამზირის სარეაბილიტაციო სამუშაოების პროცესში გამოჩენილი მხარდაჭერისა და ორგანიზებულობისთვის მოსახლეობასა და შინაგან საქმეთა სამინისტროს მადლობა გადაუხადა. 



„ჭავჭავაძის გამზირზე რეაბილიტაციის მასშტაბური პროექტის განხორციელება დავიწყეთ. თავდაპირველად, ბევრი შიშობდა, რომ ამ პროექტის დაწყება და ქუჩების გადაკეტვა სატრანსპორტო კოლაფსს გამოიწვევდა. დიდი ვნებათაღელვა იყო, მაგრამ ხედავთ, როგორი მოწესრიგებულია გადაადგილება. მსურს, მადლობა გადავუხადო სატრანსპორტო სამსახურის ხელმძღვანელს, მამუკა მუმლაძეს ძალიან სწორი და მნიშვნელოვანი მარშრუტების შედგენისთვის. აქვე, არ შემიძლია, არ აღვნიშნო შინაგან საქმეთა სამინისტროსთან ჩვენი თანამშრომლობა. მადლობას ვუხდი მინისტრს, გიორგი გახარიას, საპატრულო პოლიციას, რომელიც დღე-ღამის განმავლობაში ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ მოძრაობა უპრობლემოდ იყოს შესაძლებელი“, - განაცხადა კახა კალაძემ თბილისის მთავრობის სხდომაზე.


დედაქალაქის მერმა ჭავჭავაძის გამზირის რეაბილიტაციის გამო დადგენილი ალტერნატიული მარშრუტების ეფექტურობაზეც ისაუბრა და კომპანია „სისტრას“ რეაბილიტაციის დასრულების შემდეგ, აღნიშნული მარშრუტების გადახედვა და გათვალისწინება შესთავაზა.


„კომპანია „სისტრას“ იქნებ დაამუშავებინოთ ეს მარშრუტები, რადგან ცხადია, რომ ცენტრალური გამზირის გადაკეტვის პირობებში დადგენილი ალტერნატიული მარშრუტით მოძრაობა უპრობლემოდაა შესაძლებელი. ჭავჭავაძის გამზირის რეაბილიტაციის დასრულების შემდეგ, ალბათ მოგვიწევს ამის გადახედვა და გასათვალისწინებელი იქნება არსებული მდგომარეობაც. ფაქტი სახეზეა - ამ წრიულმა მარშრუტებმა საკმაოდ განტვირთა მოძრაობა. ყველა ფიქრობდა, რომ იქნებოდა დაუსრულებელი საცობები, მაგრამ მოსახლეობა მარტივად მოერგო ახალ სქემას და დღეს ვაკეში გადაადგილების პრობლემა არ არის. მსურს, კიდევ ერთხელ გადავუხადო მოსახლეობას მადლობა გამოჩენილი მხარდაჭერისა და თანადგომისთვის. ისინი ხედავენ, რამდენად მასშტაბური სამუშაო ხორციელდება და იციან, რამდენად კატასტროფული იყო გამზირის მიწისქვეშ არსებული მდგომარეობა, თუმცა ამ პროექტით ჩვენ ყველაფრის გამოსწორებას და მოწესრიგებას შევძლებთ“, - აღნიშნა თბილისის მერმა.


კახა კალაძემ მოსახლეობის თხოვნის გათვალისწინებით, დროებით ამოქმედებულ ავტობუსების მარშრუტზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტი ნომრის გარეშე, მოსახლეობას ჭავჭავაძის გამზირის რეაბილიტაციის პერიოდში მოემსახურება.


„ჩვენ გავითვალისწინეთ მოსახლეობის თხოვნა და დღეიდან, ჭავჭავაძის გამზირის რეაბილიტაციის პერიოდში, მეტროსადგურ „დელისიდან“ ვაკის - აბაშიძისა და ბარნოვის ქუჩების გავლით, ავტობუსების დროებითი მარშრუტი ამოქმმედდა. ეს მარშრუტი ასევე ვერას, მთაწმინდასა და სოლოლაკს გაივლის და მოძრაობას ბარათაშვილის ქუჩაზე დაასრულებს. რადგან დროებითია და რეაბილიტაციის ვადით იმოძრავებენ, ამ ავტობუსებს ნომერი არ ექნებათ. იქნება 8-მეტრიანი ავტობუსი და მიკროავტობუსები. კიდევ ერთხელ მადლობას გიხდით მოთმინებისთვის. ჩვენ გვაქვს ჟვანიას ქუჩის მაგალითი, სადაც რამდენიმე დღის წინ გზა ჩაინგრა. ეს გზა შვიდი-რვა წლის წინ იყო გაკეთებული, თუმცა ყველამ დავინახეთ, რამდენად პრობლემური აღმოჩნდა. შესაბამისად, ყველაფერი ისე უნდა გავაკეთოთ, რომ ეს პრობლემები თავიდან იქნეს აცილებული. ჩვენ მძიმე მდგომარეობა გვაქვს მიწისქვეშა კომუნიკაციების მიმართულებით - სანიაღვრე, წყალარინების სისტემა უმძიმეს მდგოამარეობაშია. ამიტომ, მასშტაბური საგზაო პროექტის განხორციელებას, პირველ რიგში, ამ პრობლემის მოგვარებით ვიწყებთ“, - განაცხადა დედაქალაქის მერმა.






მიზანი იყო კონტრაბანდული გზით სიგარეტის აფხაზეთის გავლით რუსეთში ჩატანა - სომეხი პოლიტოლოგი ნიკოლ ფაშინიანის სახელისუფლებო კორუფციაზე

მიზანი იყო კონტრაბანდული გზით სიგარეტის აფხაზეთის გავლით რუსეთში ჩატანა - სომეხი პოლიტოლოგი ნიკოლ ფაშინიანის სახელისუფლებო კორუფციაზე
access_time2020-05-25 20:00:15
სომხეთის პრემიერის ოჯახი ოკუპირებულ აფხაზეთში რუსეთის გავლით სიგარეტის ექსპორტის გამო სკანდალში რომ გაეხვა, ამის შესახებ ინფორმაცია სომხეთის ყოფილმა ელჩმა ვატიკანში მიკაელ მინასიანმა გაავრცელა. „კომერსანტმა“ მოიპოვა მასალა, სადაც მინასიანი თავის ვიდეომიმართვაში განმარტავს, რომ სქემის მიხედვით, სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ოჯახი სიგარეტის ექსპორტს ახორციელებს და ეს...

მთავრობამ Air Baltic-ს საქართველოს მიმართულებით ფრენების განახლების ნებართვა მისცა

მთავრობამ Air Baltic-ს საქართველოს მიმართულებით ფრენების განახლების ნებართვა მისცა
access_time2020-05-25 19:30:03
„როგორც საქართველოს, ასევე ლატვიის მხრიდან არის მზადყოფნა, რათა აღდგეს პირდაპირი ავიამიმოსვლა. ახლა მთავარია, ორი ქვეყნის მთავრობებმა ძალიან სწრაფად გავცვალოთ ის პროტოკოლები, რომელთა მიხედვითაც ჩვენს შორის ადამიანების მიმოსვლის დროს უსაფრთხოება იქნება დაცული. ეს არის სწრაფი და ეფექტური გზა იქითკენ, რომ ჩვენ, ზაფხულის სეზონზე, შევძლოთ ვუმასპინძლოთ ტურისტებს როგორც ლატვიიდან, ასევე მთლიანად ბალტიის ქვეყნებიდან უსაფრთხოების ყველა ნორმის დაცვით,” – განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების...

25 მაისი - ქართული ლარის კურსი არ შეცვლილა, აზერბაიჯანული მანათი გამყარდა

25 მაისი - ქართული ლარის კურსი არ შეცვლილა, აზერბაიჯანული მანათი გამყარდა
access_time2020-05-25 19:00:15
კორონავირუსის უარყოფითი ეფექტი რეგიონში ყველაზე მკვეთრად ქართული ლარის კურსზე აისახა, მარტის თვეში, ლარი რეკორდულად 22%-ით გაუფასურდა. წლის განმავლობაში, ქართული ლარი აშშ დოლართან მიმართებაში - 12%-ით გაუფასურდა. შედარებისთვის, დაახლოებით 16%-ით არის შემცირებული თურქული ლირა, სომხური დრამი და აზერბაიჯანული მანათი კი 2%-ის ქვემოთ მერყეობს.      ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული 25 მაისის ვაჭრობის შედეგად, ქართული ლარის კურსი აშშ დოლართან...

უძრავი ქონების პლკატფორმა Livo იპოთეკური სესხების 4%-იან სუბსიდირებას ვარაუდობს

უძრავი ქონების პლკატფორმა Livo იპოთეკური სესხების  4%-იან სუბსიდირებას ვარაუდობს
access_time2020-05-25 18:00:49
უძრავი ქონების პლკატფორმა Livo ვარაუდობს, რომ მთავრობა იპოთეკურ სესხებს 4%-ით დაასუბსიდირებს.როგორც პლატფორმის დამფუძნებელმა გადაცემა „ბიზნესპარტნიორში“ განაცხადა, თუ სახელმწიფო ამ გადაწყვეტილებას მიიღებს, წელს თბილისში საცხოვრებელი ქონების დონე 2019 წლის მაჩვენებელს დაუბრუნდება. კითხვაზე თუ აქვს მოლოდინი რომ მთავრობა იპოთეკური სესხების 4%-ით სუბსიდირებაზე დადებით გადაწყვეტილებას მიიღებს, გიორგი ჩუმაშვილი ამბობს, რომ ეს არის ერთადერთი ჭეშმარიტი, სწორი და სამართლიანი...

დღის Top-10 საინტერესო ამბავი

დღის Top-10 საინტერესო ამბავი
access_time2020-05-25 21:30:49
დღის Top-10 საინტერესო ამბავი 1.ივლისიდან გადაუდებელ სამედიცინო დახმარებასა და კარდიოქირურგიაში სანებართვო მოთხოვნები მკაცრდება საქართველოს მთავრობის № 520-ე დადგენილების ამოქმედების შემდეგ ახალი ცვლილებების დრო დადგა. ამჯერად, საქმე ეხება №385-ე...


მსგავსი სიახლეები

up